რა გვჭირს, რა დაგვემართა?!

by admin | Май 24, 2019 14:29

გავიზარდე ასკანაში, გურიის ერთ ლამაზ სოფელში, თითქოს ჩვეულებრივ ოჯახში.. ბებიას, ბაბუას, დიდი ბებია მარგალიტას, მეორე დიდი ბებია ნინუცის, დედას, მამას, ბიძების, მამიდების, ბიცოლების, ნათესავების, მეზობლების, მოყვრების და მოკეთეების გარემოცვაში. 
არ მახსოვს და რაც მახსოვს ნამდვილად სწორად მახსოვს, ვინმეზე ცუდის, საძრახის თქმას როცა დააპირებდნენ აუცილებლად დაბალ ხმაზე ამბობდნენ თუ ამბობდნენ, სირცხვილი იყო სხვაფერ.
არ მახსოვს ბებიას ვინმეზე ოდესმე ეთქვას სალანძღავი სიტყვა, ბაბუას ხომ ჯვარი სწერია, ვერ წამოაცდევინებდი ვერავისზე აუგს. ისიც ზუსტად ვიცი, რომ ხშირად იყო ვინმეს საქციელით ნაწყენი და გულმოკლულიც კი, მაგრამ სალანძღავ სიტყვას არაფრით არ იტყოდა, არ იკადრებდა.
სირცხვილად ითვლებოდა, დიდ სირცხვილად მეორე ადამიანზე სხვებთან ცუდის ლაპარაკი. თუ ვინმეს შეეშლებოდა და სალანძღავ სიტყვას გაბედავდა შეაჩერებდნენ და ეტყოდნენ «მე რეიზა მიყობი მაგას ძამა, წაი და მას უთხარი თვითან..» სხვაზე ცუდი აზრის მოსმენაც სირცხვილი იყო.
ის ხომ არავის წარმოედგინა, საქვეყნოდ, საჯაროდ, თავშეყრილებს ელანძღა ვინმეს, ვინმე, თუ მაინცდამაინც ძალიან დაბალ ხმაზე, მორიდებით ერთიმეორესთან საუბრისას იტყოდნენ ამდაგვარს, ძალიან დარცხვენით. ეს არაფრით იმას არ ნიშნავდა, რომ ყველა, ყველას საქციელით კმაყოფილი იყო, სრულებითაც არა, უბრალოდ მიღებული იყო ასე.
მაჩხუბარიც ხშირად მინახავს ადამიანები, აი იქ კი ეტყოდნენ ერთმანეთს საკადრებელსაც და ზოგჯერ უკადრებელსაც კი.

რა გვჭირს, რა დაგვემართა?
რატომ დავკარგეთ ის რისი დაკარგვაც არაფრით არ შეიძლებოდა?
უყურებ ამდენ საქვეყნოდ, სააშკარაოდ, გამეტებით ერთმანეთის მლანძღავ ადამიანს, და მიკვირს, ძალიან მიკვირს!!!

Gardenia shevardnadze[1]

ნანახია:(48)-ჯერ


Endnotes:
  1. Gardenia shevardnadze: https://www.facebook.com/gardenia.shevardnadze/?__tn__=kCH-R&eid=ARDjrOIOj7ZbxeEjEgFPmnCou7pU17303ceOHyLXrPU15rcetHok7us3UUJxBgv-HfChr9BpwPUB6ZG8&hc_ref=ARQ-_GgTPe5YsDTC5nPldxZA3L-gF1GrjdS1jJ-xQfoZvnkky95UpVmk_rdnLENJSIM&fref=nf&__xts__%5B0%5D=68.ARCxsSYrGlr8sv5Q7h6oGiUvRLdotntvJdBxzQs585ATC-VLPVgV_zfuf-h0Byt03W2FQtomZm7HIb-firEviWtJ3W_SYBL7jqn9M-pZSEhjmFsiA-wvfT2XlqdLeIZ2MLaGZnzOLYm7oj6IhO8Qvp0J8WtgxQOWsuQRpLGYdNd2ceshyVS4EbNWkSGaV7GJclHhw3peYmm4OJuZ99wQyK2kibI_z6O5OEbGlMz7xOItl2Vxm6WuewyFwpQFVZLXKV9rTGVD-5pUDqf4zlQNTNA4vElPpOkA49nIYQ_4U01PLx3qsDNPdtNlNAGrJb1-0p_uRKqjVmdpZAy15jUxsHMdsA

Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/ra-gvchirs-ra-dagvemarta/