„რა გინდათ თქვენ?“ … | Jolo.ge


„რა გინდათ თქვენ?“ …

„რა გინდათ თქვენ?“ …

ვიცხოვრებდი ოკეანის ნაპირზე, მოთეთრო-მოყვითალო ქვიშაზე ლამაზად დასკუპებულ თეთრ, მსუბუქ, შემინულ სახლში…

ჩემი საძინებლის აივნიდან გადავხედავდი მზის ჩასვლას და მოვუსმენდი ოკეანის ხმაურს… სამზარეულოს ფანჯრიდან კი — მზის ამოსვლას შევხვდებოდი ფინჯანი ჩაით ხელში…

და მაშინ, როცა ძალიან მომენატრებოდა ბავშვობა და მაშინაც, როცა არც ისე მომენატრებოდა, ვირბენდი ცხელ ქვიშაზე და დასაჭერად გავეკიდებოდი ოკეანის ტალღებს…

დილით, სანამ ყველა გაიღვიძებდა, დავწერდი წიგნებს, დღისით ვითამაშებდი სანაპიროზე ხელბურთს და ღამით ვიცეკვებდი მეგობრებთან ერთად, ჭიქა წითელი ღვინით ხელში, კოცონის გარშემო ტამტამების ხმაზე…

ირგვლივ ირბენდნენ ჩემი ბედნიერი ბავშვები, ჩამეხუტებოდა ჩემი სიყვარული (სიტყვა ქმარი რომ ვერ მოვარგე ვერაფრით), გადავხედავდი 3-4 ნამდვილ მეგობარს და ვიქნებოდი ამქვეყნად ყველაზე ბედნიერი ქალი, შეყვარებული (ცოლი ვერ მოვირგე ვერაფრით), დედა და მწერალი…

უჰ, რომ იცოდეთ, როგორ მინდა…

რა გინდათ თქვენ?

ნატა თვალაძე

ნანახია:(68)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ინტეგრირებული კლასი აუტიზმის მქონე ბავშვებისათვის

მე ვარ მარი კორკოტაძე, 6 წლის აუტიზმის მქონე ბავშვის დედა, რომელსაც მსურს 2015 წელს შვილი მივიყვანო საჯარო სკოლაში, ინტეგრირებულ კლასში.


რა საოცრად ლამაზია ღმერთი…

რა საოცრად მახალისებს წვიმა                                


,,სანამ დედა ცოცხალია, მანამდე გულადად ხარ»-გოდერძი ჩოხელი

„სანამ დედა ცოცხალია, მანამდე გულადად ხარ, სიკვდილისა არ გეშინია, სიცოცხლით ლაღობ, ვერა გრძნობ სიკვდილის მზერას, რადგან დედაა ჩამდგარი შენსა და


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*