fbpx

რა გელით 15 მაისს „სიცილისა და პოზიტივის კარნავალზე“

ავტორი ჟოლო
36 ნახვა

დღეს ჯადოსნური დღეა, იმიტომ რომ სიცილის და პოზიტივის კარნავალზე უამრავი პატარა სასწაულები მოხდება!

ჯამბაზები, ანიმატორები, ზღაპრის გმირები, სიცილზე გაცვლილი საჩუქრები პატარებს, ტკბილეული, საკარნავალო მსვლელობა, დღის ფეიერვერკები, ბენდი, მოცეკვავე პოზიტივები, კარნავალისთვის ამღერებული„ნიკოლ შოუს“ გია ნიკოლაძე. თქვენს განწყობასა და ხალისსზე იზრუნებს სპეციალურად ამ დღისთვის ინდოეთიდან ჩამოსული მსოფლიო სიცილის ლიდერი მაგნო შავდია – ეს ყველაფერი 15 მაისს, 14:00-16:00 სთ-ზე „სიცილისა და პოზიტივის კარნავალზე“. რესპუბლიკის მოედანზე, სასტუმრო რედისონის წინ. მოდით, წამოიყვანეთ პატარები და გაულამაზეთ დღე .

მადლობა მხარდაჭერისთვის ქ.თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრს 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment