რა გავლენას ახდენს აფირმაცია ადამიანზე? | Jolo.ge


რა გავლენას ახდენს აფირმაცია ადამიანზე?

რა გავლენას ახდენს აფირმაცია ადამიანზე?

აფირმაცია ეს მიზანმიმართული აზრ-ფორმაა, რომელსაც ადამიანი კოსმოსში აგზავნის და მის გავლენას ბუმერანგის პრინციპით უკან იღებს. საერთოდ, ადამიანი ყოველ წამიერად ფიქრობს (უმეტესწილად ქაოტურად) და ამ საკუთარ ფიქრს, როგორც ენერგეტიკულ მუხტს აგზავნის კოსმოსში, ამიტომ, უმეტესად ადამიანი უკან საკუთარი ფიქრიდან, საუბრიდან თუ მოქმედებიდან გასულ ენერგიას იღებს, ამიტომ, იფიქრეთ დადებითზე და თქვენ აფირმაციის სასიკეთო გავლენას ძალიან სწრაფად იგრძნობთ.

ამჯერად შემოგთავაზებთ გარკვეულ აფირმაციებს, რომლებიც თქვენს ცხოვრებას უფრო ჰარმონიულს გახდიან (აფირმაციები გაიმეორეთ ხშირად). საერთოდ, შეგიძლიათ, აფირმაციები თქვენ თვითონ მოიგონოთ, ოღონდ, ეს უნდა შეიცავდეს დადებით ენერგიას და მხოლოდ აწმყოში უნდა ისაუბროთ მათზე. მოკლედ, როგორც აღმოსავლეთში ამბობენ: «თქვენთან მოდის ის – რაზეც ფიქრობთ!»

ჩემთან ყველაფერი კარგი მოდის ადვილად და ძალადაუტანებლად

მე ჩემში ვგრძნობ სინათლესა და სიყვარულს

მე ცხოვრებაში ყოველი ფეხის ნაბიჯზე მიმართლებს

ჩემი ცხოვრება მშვენიერია

მე მაქვს ყველაფერი, რაც ცხოვრებისთვის მჭირდება

მე საკუთარ ბედს თვითონ ვმართავ

მე რაც მჭირდება – უკვე მაქვს

ჩემს გულში სიბრძნე და სიყვარულია

მე საკუთარ თავს ვაფასებ და მიყვარს, როგორც ვარ

რაც უფრო მეტად მიყვარს საკუთარი თავი, მით მეტად მიყვარს სხვა ადამიანები

მე სხვა ადამიანებთან ურთიერთობებში ვიღებ სიყვარულს, სიამოვნებასა და ბედნიერებას

ყოველი დღე ჩემი ურთიერთობა… (სახელი და გვარი) უკეთესდება და ხდება ბედნიერი

მე მომწონს ჩემი სამსახური და მისგან ვიღებ აღმაფრენას, შემოქმედებით ენერგიასა და ფულს

ჩემი ენერგეტიკული არხები გახსნილია კოსმიური ენერგიის მისაღებად

მე მაქვს ყველა შესაძლებლობები ჩემი დინამიური თვითგამოხატვისთვის

მე ვურთიერთობ ადვილად და სასიამოვნოდ

მე საკმარისი მაქვს დრო, ენერგია, ცოდნა, ფული, რათა ავისრულო ყველა ჩემი სურვილი

მე ვაკეთებ იმ საქმეს რაც მინდა და რაც სიამოვნებას მანიჭებს

მე მაქვს ყველაფერი, რისი სურვილიც მაქვს

ჩვენი სამყარო მდიდარია და მისი სიმდიდრე ჰყოფნის ყველას, ამიტომ, ჩემთან თავისუფლად მოდის ეს სიმდიდრე.

რაც უფრო მეტი შემიძლია – მით მეტს გავცემ, რაც მეტს გავცემ – მით მეტს ვიღებ. ამის გამო მე მოხარული და ბედნიერი ვარ.

მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ცხოვრობ იქ, სადაც უნდა ვცხოვრობდე

მე მხნე, ჯანმრთელი და ლამაზი ვარ

ყოველ წუთში ჩემში შემოდის ღვთიური ენერგია და ეს ჩემში სასწაულებს ახდენს

მე ღმერთის მადლიერი ვარ, რომ აწესრიგებს ჩემს ჯანმრთელობას, ცოდნას, ფინანსურ საქმეს და ურთიერთობებს

ყველა მოვლენა ჩემს ცხოვრებაში ხდება ჩემდა სასიკეთოდ

ღმერთი ნაბიჯ-ნაბიჯ აწესრიგებს ჩემს ცხოვრებას და ეს სიხარულით მავსებს

მე მადლიერი ვარ ღმერთის, ადამიანების, ბუნების და ყველა ცოცხალი არსების

 

წყარო: რამაზ გიგაური

ნანახია:(3718)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

აპატიე საკუთარ თავს — ჩვენს თავთან პოზიტიური დიალოგი ჩვენს ბედს ცვლის

ამ ბოლო დროს, ბევრი საუბრობს წყენის მავნებლობაზე და რომ აუცილებელია განთავისუფლდე მისგან. სათქმელად ადვილია, მაგრამ გასაკეთებლად  რთული. მე ვიტყოდი, ძალიან


მამუკა მანგოშვილის «პლანეტარული თერაპია» და შედეგი პირველივე სეანსზე

მამუკა მანგოშვილს თბილისში უკვე ბევრი იცნობს. უფრო მეტიც მასზე ლეგენდები დადის. ზოგი სენსეის ეძახის, ზოგი მაესტროს, ზოგი იმასაც ამბობს ნამდვილი


„მთავარია არ დ ა ნ ე ბ დ ე თ და არ ჩამოუშვათ ხელები“…

 23 წლის ასაკში ოპრა უინფრი გამოუშვეს სამსახურიდან, სადაც რეპორტიორად მუშაობდა.  24 წლის ასაკში სტივენ კინგი ცხოვრობდა ტრაილერში.  28 წლის ასაკში


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<