რა გავლენა აქვს კვების რაციონს ადამიანზე და როგორ ვიკვებოთ სწორად? | Jolo.ge


რა გავლენა აქვს კვების რაციონს ადამიანზე და როგორ ვიკვებოთ სწორად?

რა გავლენა აქვს კვების რაციონს ადამიანზე და როგორ ვიკვებოთ სწორად?

ჯანსაღი ცხოვრება სწორი კვების გარეშე წარმოუდგენელია. სწორი კვება ეს არის საშუალება, რომლის წყალობითაც ვივსებით ენერგიით, თავს ვგრძნობთ ბედნიერად, რადგან ვიღებთ გემრიელ და რაც მთავარია ჩვენთვის სასარგებლო საკვებს, ეს კი პირდაპირ აისახება ჩვენს გარეგნობასა და ჯანმრთელობაზე.

ჯანსაღი კვება გულისხმობს პროდუქტების მრავალფეროვნებას, ბალანსირებულ რაციონს, გემრიელ და სასარგებლო კერძებს. რაციონალური კვება უმნიშვნელოვანესი პირობაა ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის, ადამიანის ორგანიზმის ზრდისა და განვითარებისთვის.

ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, ჯანმრთელობის მდგომარეობას, 70%-ით განსაზღვრავს ცხოვრების წესი და კვება, 15%-ით სამედიცინო სამსახურის ორგანიზაცია, 15%-ით კი გენეტიკური თავისებურებები.

ასე, რომ სანამ ამ უკანასკნელით ყველანაირ იმედებს გადაიწურავთ, იცოდეთ, რომ ყველაფერი თქვენს ხელშია. თქვენი დამოკიდებულება კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმართ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა ნებისმიერი ფაქტორი. სწორი კვება საშუალებას მოგცემთ თავიდან აიცილოთ ქრონიკული დაავადებების რისკი, შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა და მიმზიდველი გარეგნობა, დარჩეთ მოხდენილები და ენერგიულები, დაძლიოთ დეპრესია, უხასიათობა და იყოთ ბედნიერნი.

1. ნურასოდეს მიიღებთ კონცენტრირებულ ცილოვან და ნახშირწყლებიან საკვებს ერთ ჯერზე.
ეს ნიშნავს:არ შეჭამოთ ნიგოზი, ხორცი, კვერცხი, ყველი და სხვა ცილოვანი საკვები პურთან, მარცვლოვან პროდუქტებთან, კარტოფილთან, ნამცხვართან, ტკბილ ხილთან ერთად.
ერთ ჯერზე უნდა მიირთავათ – კვერცხი, მეორეზე – თევზი, მესამეზე – რძე, მეოთხეზე – ყველი და სრულიად სხვა დროს – პური, ფაფეული, ან ანტრია. თუ თქვენ არ შეგიძლიათ უარი თქვათ ცომეულის ნაწარმზე, მაშინ ისინი ცალკე მიირთვით.

2. არასოდეს მიირთვათ ნახშირწყლოვანი და მჟავე საკვები ერთ ჯერზე. უ შეჭამთ პურს, კარტოფილს, ბარდას, პარკოსნებს, ბანანს, ფინიკს (ინდის ხურმა) და სხვა ნახშირწყლოვან პროდუქტებს ლიმონთან, ფორთოხალთან, გრეიფრუტთან, ანანასთან, შტოშთან, პომიდორთან და სხვა მჟავე პროდუქტებთან ერთად.

3. არასოდეს შეჭამოთ ორი კონცენტრირებული ცილოვანი საკვები ერთ ჯერზესხვადასხვა სახისა და შემადგენლობის ცილოვანი პროდუქტები საჭიროებენ განსაკუთრებულ საჭმლის მომნელებელ წვენებს და კონცენტრაციებს. ეს წვენები კუჭში ერთსა და იმავე დროს არ გამოიყოფა, ამიტომაც ყოველთვის საჭიროა წესის დაცვა: ერთი ცილოვანი საკვები – ერთჯერად მიღებაზე.

4. არასოდეს მიირთვათ ცხიმები ცილებთან. აღები, კარაქი, არაჟანი, მცენარეული ზეთი არ უნდა შეჭამოთ ხორცთან, კვერცხთან, ყველთან, ნიგოზთან და სხვა ცილებთან. ცხიმი თრგუნავს კუჭის ჯირკვლებს და აფერხებს კუჭის წვენის გამოყოფას.

5. არ ჭამოთ მჟავე ხილი ცილოვან საკვებთანფორთოხალი, ლიმონი, პომიდორი, ანანასი, ალუბალი, მჯავე ქლიავი, მჟავე ვაშლი, არ უნდა მიირთვათ ყველთან, ნიგოზთან, კვერცხთან და ხორცთან.
რაც ნაკლებ რთულია საკვების ნარევი, რაც უფრო მარტივია ჩვენი კერძები, მით უფრო ეფექტურია ჩვენ მიერ საჭმლის მონელების პროცესი.

6. არ მიირთვათ სახამებლიანი საკვები და შაქარი ერთ ჯერზეჯელე, ჯემი, ხილის ნაღების კარაქი, შაქარი, ბადაგი, სიროფი არ უნდა მიირთვათ პურთან, ან ერთ ჯერზე ფაფებთან, ან კიდევ ნამცხვერბთან – ღვეზელთან, ტორტთან, ფუნთუშეულთან.
ყველაფერი ეს გამოიწვევს ნაწლავების დუღილს, ხოლო შემდეგ კი ორგანიზმის მოწამვლას. ჩვეულებრივ, დღესასწაულები, ტორტით, კანფეტებით, ღვეზლით იწვევს ღებინებას, დაავადებებს – განსაკუთრებით ბავშვებსა და ხანდაზმნულებში.

7. მიირთვით მხოლოდ ერთი კონცენტრირებული სახამებელი საკვების ერთ ჯერზეთუ სახამებლის ორი სახეობა (კარტოფილი ან ფაფეული, ან პური) მოიხმარება ერთჯერადად მიღებაზე, მაშინ ერთი მათგანი გადამუშავდება, ხოლო მეორე ხელუხლებელი რჩება კუჭში, როგორც ტვირთი – არ გადადის ნაწლავებში, აფერხებს სხვა საკვების შეთვისებას, იწვევს დუღილს, ბოყინს, ამაღლებს კუჭის წვენის მჟავიანობას და ა.შ.

8. ნესვი ყოველთვის უნდა მიირთვათ ცალკე, როგორც ყველა ხილი და ჭამის წინ ცარიელ კუჭზე. ხოლო შემდეგი საკვები უნდა მიიღოთ 80 წუთის შემდეგ.

9. რძე უმჯობესია გადააქციოთ მაწონად, მიიღოთ ცალკე ან საერთოდ არ მიირთვათრძის ცხიმი რაღაც დროით აბრკოლებს კუჭის წვენის გამოყოფას. რძე შეითვისება არა კუჭში, არამედ თორმეტგოჯა ნაჭლავში, ამიტომ რძის არსებობას კუჭში რეაგირებს სეკრეციით, რაც ხელს უშლის სხვა საკვების გადამუშავებას, თუ ის კუჭში მოხვდა რძესთან ან რძის პროდუქტებტან ერთად.

პროდუქტების სწორი ურთიერთშეთავსების მთავარი ამოცანაადუღილის და კუჭნაწლავში საკვების გახრწნის თავიდან აცილება.

10. სალათებში არ უნდა დაემატოს არც მცენარეული ზეთები, არც სიმჟავენი. სიმჟავენი ხელს უშლიან სახამებლისა და ცილების შეთვისებასთუ საკვებს უმატებენ არაემულსიურ ცხიმებს, კუჭში მარილმჟავას გამოყოფა ნელდება, ან საერთოდ არ გამოიყოფა. ცხიმები ხელს უშლიან აგრეთვე ცილების გადამუშავებას, სალათების შეზავება, თუ ასე აუცილებელია, უმჯობესია ბოსტნეულისავე წვენებით. კომბოსტოსა და სხვა ბოსტნეულის წვენები, საკვებში ჩამატებული, ძლიერ ზრდის კუჭის წვენის გამოყოფას. გარდა ამისა, წვენები საგრძნობლად ამაღლებენ ფერმენტების შემცველობას.

12. ყველაზე ძალიან ორგანიზმს ცხიმების შეთვისება უჭირს. მცირე რაოდენობის ცხიმიც კი ანელებს კუჭის წვენის გამოყოფას.

13. კუჭის წვენის გამოსაყოფად და კუჭის ასამოძრავებლად, კომბოსტოს წვენი პრაქტიკულად სრულიად უპირისპირდება ცხიმების შემაფერხებელ მოქმედებას.

ხილი, მირთმეული ნებისმიერ სხვა პროდუქტთან ერთად, მიუხედავად მისი მაღალი ყუათიანობისა,მთელ საკვებს გადააქცევს ხრწნად მასად.

14. სხვა პროდუქტებთან შეერთებისას, ხილი ადვილად იწყებს დუღილს. ყველაზე უკეთესია მისი ცალკე ჭამა საკვების მიღების წინ; თანაც მჟავე და მჟავე – მოტკბო ერთ მიღებაზე, ხოლო ტკბილი მეორეზე.

ხილის შეთვისებისათვის ორგანიზმს ესაჭიროება 65-80 წუთი. თუ მას მიირთმევთ იმ პროდუქტებთან ერთად, რომელიც თხოულობს გადამუშავებისათვის რამდენიმე საათს, საჭმლის მოსანელებელი პროცესი სერიოზულად დაირღვევა.

 

ნანახია:(670)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

დამწვარი ასანთის ღერების ახალი სიცოცხლე

რუს ფოტოგრაფ  სტანისლავ არისტოვს შთაგონება ერთ მშვენიერ დღეს ეწვია, როცა ცდილობდა მიეღო გადაწყვეტილება, რა აღებეჭდა ფირზე ფოტოგრაფთა მორიგ კონკურსში გასამარჯვებლად და თან ხელში ასანთის


ჯულია რობერტსი ქალბატონებს მიმართავს – კმარა!

ჰოლივუდის ვარსკვლავმა ჯულია რობერტსმა სოციალურ ქსელში მსოფლიო ქალებისადმი მიმართვა გამოაქვეყნა და შემდეგ ისტაგრამი დატოვა. განცხადებაში ის მოუწოდებს ქალებს უარი თქვან


შოკოლადი წონის დაკლებაში გვეხმარება…

ხშირად მოგისმენიათ, რომ შოკოლადი წონის მატებას უწყობს ხელს? ალბათ თქვენც გამოგირიცხავთ დიეტის დროს. თუ მასზე უარის თქმა გიჭირთ ეს დაკვნა


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*