„რა განსაცდელიც არ უნდა შეგხვდეს, მისი წყალობით ყველაფერს მარტივად ძლევ“… | Jolo.ge


„რა განსაცდელიც არ უნდა შეგხვდეს, მისი წყალობით ყველაფერს მარტივად ძლევ“…

„რა განსაცდელიც არ უნდა შეგხვდეს, მისი წყალობით ყველაფერს მარტივად ძლევ“…

ყველამ კარგად ვიცით, რომ საქართველო მართლმადიდებლურილი ქვეყანაა, გვაქვს უამრავი ტაძარი და მონასტერი, მათ შორის საკმაოდ ბევრი მრავალსაუკონოვანია. ცხოვრების ეკლესიურად წარმართვა მოსახლეობის დიდ ნაწილს, ტრადიციად გვაქვს წინაპართა წყალობით და ხშირად მათ მიერ უდიდესი ღვაწლისა თუ საკმაოდ ბევრი შემთხვევის, როცა არაერთმა სიცოცხლეც კი დათმო ღვთის გულისათვის.

ეკლესიის როლი ადამიანის ცხოვრებაში, დიდ და თან სასიკეთო ძალას აძლევს თითოეულს, იმისთვის რომ თავი იგრძნოს „წუთისოფელში“ ბედნიერად და მოემზადოს უხვი წყალობის ღვთისგან, მარადიულობაში.

რეალურად ჩვენი ყოფა საკმაოდ რთულია, უამრავი პრობლემა, ბარიერი გვხვდება, მაგრამ ასევე რეალურადვე არსებობს ნებისმიერი მდგომარეობიდან გამოსავალი, თან არაერთი, სწორი, როცა ადამიანი კარგად დაფიქრდება.

არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, ადამიანს აწუხებს რაიმე ორგანული, ფსიქოლოგიური, ფსიქიკური პრობლემა თუ არა. ზოგადად თითოეული  როგორც ზემოთ აღვნიშნეთ  უამრავ ბარიერს ვაწყდებით და არც თუ ისე იშვიათად. უებარი წამალი ნებისმიერ შემთხვევაში, ეკლესიურად ცხოვრება არის, მაგრამ ზომიერებაში მოქცეული და არა ფანატიკური. ეკლესიაში დავანებული ღვთის მადლი , სტაბილურად აღსარების ჩაბარება,ზიარების მიღება, წირვა-ლოცვაზე დასწრება პირდაპირ მკურნალია რა მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს მოკვდავი. ადამიანს რა განსაცდელიც არ უნდა შეხვდეს, მისი წყალობით ყველაფერს საკმაოდ მარტივად ძლევს.

7 საიდუმლოებაა ჩავენს ეკლესიაში, აი ზუსტად ამ საიდუმლოებებში მონაწილების მიღება, რომელთა შორის ზეთისცხებაც არის , ფაქტიურად გარანტია ჩვენს მიწიერ ცხოვრებაში უდიდესი სიმშვიდის.

ნუ შევშინდებით, ჩვენ ყველა დაბადებიდანვე ცოდვილნი ვართ,მაგრამ როგორ ვიცით რაც ჭეშმარიტია “არ არს კაცი რომელი ცხონდეს და არა სცოდოს“ დაცემას წამოგომა მოსდევს და ზრუნვა გამოსწორებისთვის და „ სადაც არის ცოდვა იქ გარდაემატოს მადლი უფლისა ჩვენისა ისეო ქრისტესი“ , ასე რომ როცა ბრძანებს წმინდა ნიკოლოზ სერბი“არაფრის არ შეგეშინდეთ ქრისტიანებო, ჩვენ უკვე გამარჯვებულ ომში ჩავებით“ ეს ჭეშმარიტია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ ღვთის მადლით ყველაფრის გადალახვა, დაძლევა შეიძლება… მთავარია ვთესოთ სიკეთე სიტყვით და საქმით და უშურველად გაცემული ასმაგად სიკეთითვე დაგვიბრუნდება.

სიკეთე თითოეულ მკითხველს, ჯანმრთელობა, ბედნიერებ და ძალა სწორი, მართალი და მშვიდი ცხოვრების.

ლევან მუშკუდიანი

თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის, საღვთისმეტყველო მეცნიერების ხარისხის მქონე ქრისტიანულ ფსიქოლოგიაში 

ნანახია:(166)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ბავშვისთვის რომ ზაფხული მრავალფეროვანი იყოს…

ყველა მშობელს სურს მისი შვილი წარმატებული და აქტიური იყოს, ამიტომ ხშირად ისინი ზაფხულის არდადეგებს მათ თავად უგეგმავენ. ზოგჯერ დედები ბავშვებს


„არა აქვს მნიშვნელობა წარსულის სიმძიმეს, შენ ყოველთის შეგიძლია დაიწყო თავიდან“…

ბუდას გამონათქვამები 1.  გზა ცაში არ არის, გზა გულშია 2. ყველაფერი გონებაშია, რასაც ფიქრობ ის ხდები 3. თუ პრობლემა მოგვარებადია,


«უფალს ვთხოვე ბედნირება მოეცა ჩემთვის და მან მიპასუხა- არა»_ დედა ტერეზას ლოცვა

უფალს ვთხოვე წაეღო ჩემი სიამაყე და მან მიპასუხა-არა. მითხრა: სიამაყეს კი არ ართმევენ , მასზე თავად ამბობენ უარს. ვთხოვე განეკურნა


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*