რა არ უყვართ ბავშვებს და რატომ? | Jolo.ge


რა არ უყვართ ბავშვებს და რატომ?

რა არ უყვართ ბავშვებს და რატომ?

როდესაც მშობლები ფეხდაფეხ დაგყვებიან

მოგესალმებით, მე ვარ ნიკოლოზ თავბერიძე, მადლობა იმ გულთბილი კომენტარებისთვის რომელიც წინა სტატიაზე დამიწერეთ. დღეს მინდა ვისაუბრო თემაზე, თუ რა არ უყვართ ბავშვებს. ერთ-ერთი რაც ხშირად მე და ჩემს თანატოლებს გვაღიზიანებს ეს არის, როდესაც მშობლები ფეხდაფეხ დაგყვებიან.

მეც მქონია ასეთი შემთხვევა. ვერის ბაღში ვსეირნობდი მეგობრებთან ერთად, ჩვენი მშობლებიც ჩვენთან ერთად  იყვნენ. ჩვენ ვთამაშობდით, ისინი ისხდნენ და საუბრობდნენ. თუმცა, დედა უფრო მეტად მე დამყვებოდა, ძალიან არ მომწონდა ეს ამბავი. ბევრი ვთხოვე  მაინც არ შემეშვა. ვიცი, დედის გული მაინც სხვა არის, მაგრამ?.. გავღიზიანდი და ჩხუბი დავიწყეთ. ჯობდა რომ დედა არ გამომყოლოდა და სხვებივით იქვე სკამზე დამჯდარიყო.

ვერავინ დამარწმუნებს რომ სხვა დედებს როდესმე ასეთი შემთხვევა არ ჰქონიათ.

ახლა კი ვისაუბროთ, თუ რატომ არ სიამოვნებთ ბავშვებს როდესაც მშობლები თან დაყვებიან. პირველი მიზეზი ისაა, რომ თავისუფლება გეზღუდება, კომპლექსდები, მერე გრცხვენია, არ იცი რატომ მაგრამ მაინც გრცხვენია. ზოგჯერ დედა ისეთ რაღაცას გეტყვის, რომელიც არ გსიამოვნებს, მერე ჩხუბობ, მერე რიგდები…

მოკლედ ზოგს უყვარს როცა მშობლებთან ერთად დადის, ზოგს კი არა და ვისაც არ უყვარს, იმათ მშობელთა საყურედრებოდ, ძალიან გთხოვთ, თუ შვილი გეტყვით დედა არ გამომყვეო, ნუ გაყვებით, ეს ხომ ძნელი არ არის.

მადლობა ყურადღებისთვის

პ.ს გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი აზრი და ასევე მომწერეთ რაზე გინდათ დავწერო

 

10 წლის ნიკოლოზის მოწოდება მშობლებს

 

ნანახია:(73)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ენდეთ საკუთარ გულს და დაფიქრდით, რის თქმა სურს თქვენს პატარას — შვილები მშობლების კარმაა

მირეკავს ერთი მარტოხელა დედა. ძალიან უჭირს. ფინანსური პრობლემები აქვს. მისი ათი წლის ბიჭუნა გამუდმებით ავადმყოფობს. ექიმთან წასაყვანი ფულიც არ აქვს


აღზრდის პრინციპები მილიონერი დედისგან – ეს რჩევები ყველა თანამედროვე მშობლისთვისაა

დენი ჯონსონი ღარიბ ოჯახში გაიზარდა, 17 წლისამ გააჩინა შვილი, 21 წლისა უსახლკაროდ დარჩა, 23 წლისამ კი თავისი პირველი მილიონი იშოვა.


დედის სიტყვის ჯადოსნური ძალა

დედის სიტყვის მაგია — ყველაზე ძლიერი ჯადოსნობა ბავშვის ცხოვრებაში, რომელიც კურნავს და შთააგონებს. ეს კიდევ ერთხელ დასტურდება ამ ქალბატონის ნაამბობით.


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*