„რა არის სილამაზე 1000 LIKE თუ 20 LIKE :D ? “ | Jolo.ge


„რა არის სილამაზე 1000 LIKE თუ 20 LIKE :D ? “

„რა არის სილამაზე 1000 LIKE თუ 20 LIKE :D ? “

ვწუხვარ მთელი გულით იმ ადამიანებზე, ვინც LIKE_ების რაოდენობით განსაზღვრავს თავის არსებობას, აზრის სისწორეს და სილამაზეს.

ადამიანო, როგორ შეიძლება იყო ასეთი პრიმიტიული, ნუთუ იმდონეზე დახვედი რომ სხვას ღირებულს შენთვის აღარაფერი წარმოადგენს?! რა არის სილამაზე 1000 LIKE თუ 20 LIKE 😀 ? სილამაზე არის ის, რაც შენს ესთეტიურ აღქმას შეესაბამება და ის არ უნდა იყოს ობიექტური. ზოგადად ობიექტრი სილამაზე არ არსებობს, არსებობს მხოლოდ სილამაზის სუბიექტური აღქმა და სილამაზეს სტანდარტები და ჩარჩოები არ გააჩნია.

თუ შენ არავინ გიLIKE_ბს, ამის გამო გემოვნებას შეიცვლი? ბედნიერი უნდა იყო იმით, რომ საკუთარი გემოვნებისეული აღქმა გაგაჩნია და არა იმაზე ფიქრი, სხვას რატომ არ მოსწონს. ანუ შენ უკვე კარგავ საკუთარ აზრს, საკუთარ თავს და საკუთარ გემოვნებას და შენი ინდივიდუალიზმი აღარ არსებობს, შენ აღარ არსებობ. ანუ შენ უკვე მხოლოდ ანარეკლის სახით არსებობ და აღარ გაგაჩნია პიროვნული ღირებულებები.

ვაიმე ჩემო თაო, ვაი რომ LIKE_ები თქვენს შინაგან ეგოს აკმაყოფილებს და მეტი გამოძახილი არ გაქვთ. ფიქრი აღარაა მგონი საჭირო 😀 მაპატიეთ ხანდახან ფოტოებს რომ ვაქვეყნებ, ზოგადად ექსპრესიული ადამიანი ვარ და თან ეგოისტურად არ მინდა რომ დაგავიწყდეთ, ამიტომ თქვენს კედლებზე ვჩანვარ ხოლმე, მაგრამ საერთოდ არ მაინტერესებს თქვენ ეს მოგწონთ თუ არა, მე უბრალოდ მსურს გადმოგცეთ ჩემი სათქმელი, გაგიზიაროთ ჩემი ემოცია და გამოვხატო საკუთარი თავი.

და ბოლოს: «გამოკვებეთ თქვენი ცნობიერება დიდებული აზრებით, რადგან ვერასოდეს ახვალთ იმაზე მაღლა ვიდრე ფიქრობთ» — ბენჟამინ დიზრაელი.

მარიამ თათარიძე

წყარო:facebook

ნანახია:(321)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

“არ დაბერდე… და დაინახე ყოველ ჯერზე უკეთესი სამყარო”

და როცა დგება მომენტი ყველასგან გაქცევის, საკუთარ თავთან მარტო დარჩენის და სირბილის ზურგს უკან მოუხედავად, მაშინ იწყებ ფიქრს და მაშინ


„სიყვარულის დოზა გაზარდეთ“…

„ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობაში მომიყვა დედა: ანტონ მაკარენკოსთვის ,რომელიც მე 20-ე საუკუნის ცნობილი პედაგოგი გახლდათ, უკითხავს ერთ-ერთ მსმენელ ქალს: მაინც


«ხუთი დღის იყო, პირველად ხელში რომ აიყვანა»

ხუთი დღის იყო, პირველად ხელში რომ აიყვანა. იმის მერე, ხელიდან არ გაუშვია: — ღამის თენებებიო, მთელი ღამე წინ და უკან


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<