fbpx

რა არის მანდალა, რა დანიშნულება აქვს მას და რა სარგებლობის მოტანა შეუძლია? 

ავტორი ჟოლო
4,228 ნახვა

“მანდალა საშუალებას აძლევს ადამიანს ჩაუღრმავდეს საკუთარ თავს,ზრდის თავდაჯერებულობას და ეხმარება ცნობიერების ამაღლებაში. ასევე გვეხმარება ვიყოთ ბევრად უფრო კონცენტრირებულნი და მომთმენნი” – ამბობს ქოუჩი ნინა ორჯონიკიძე და “მანდალას სამყაროში” გვამოგზაურებს. 

ნინა ორჯონიკიძე: მანდალა სანსკრიტულ ენაზე წრეს ნიშნავს. ინდუისტურ და ბუდისტურ ტრადიციებში მანდალა “წმინდა ხელოვნებაა”. ის წარმოადგენს ყოველივეს გაერთიანების, პიროვნების მთლიანობისა და ჰარმონიული განვითარების სიმბოლოს, რომელიც ღრმად აღწევს ადამიანის ქვეცნობიერში. მანდალას ხატვის დროს შეგვიძლია მივიღოთ საკუთარ თავთან დასმულ კითხვებზე მნიშვნელოვანი პასუხები.

– ალბათ ამიტომ იუნგის დახასიათებით, მანდალა, ქვეცნობიერი მე-ს გამოსახვაა.

– დიახ, როგორც ფსიქოანალიტიკოსი კარლ იუნგი ამბობს მანდალა ჩვენი ფსიქიკის პროექციაა და მისი ხატვა და გაფერადებაც საკუთარ თავში გარკვევის სიმბოლური გამოხატულება. მანდალებს აქვთ სულიერი და რიტუალური მნიშვნელობებიც, ასევე გამოიყენება სასწავლო იარაღად ყურადღების ფოკუსირებისა და მედიტაციისთვის.

ტიბეტელი ბერები ქვიშის მანდალებს უკვე 2500 წელზე მეტია ქმნიან. თითოეულ მანდალას აქვს ცენტრი და მის გარშემო იქმნება უმშვენიერესი წრიული ნახატი. ყოველ მათგანს სპეციალური დანიშნულება აქვს. მასში სხვადასხვა სიმბოლოებია თავმოყრილი.

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მანდალის შექმნის შემდეგ ბერები მისი დაშლის რიტუალს ატარებენ. ეს მატერიალურ სამყაროზე და საკუთარ თავზე მიჯაჭვულობისგან განთავისუფლებას ნიშნავს. მანდალას დაშლა ადამიანს აჩვევს იმას, რომ არ მიეწებოს წარმავალს, რაოდენ ლამაზი და მიმზიდველიც არ უნდა იყოს ის.

– თქვენ რამდენი ხანია რაც მანდალით დაინტერესდით და რაში გეხმარებათ ის?

– მანდალაზე მუშაობისას ვგრძნობ თავს აქ და ახლა და კონკრეტულად იმ სიტუაციაზე ვარ კონცენტრირებული რაც ჩავიფიქრე. ეს არის ძალიან საინტერესო და სასიამოვნო პროცესი. ეს არის საკუთარი თავის უკეთ შეცნობა და ყოველ ჯერზე ახლის აღმოჩენა. მანდალას ხატვა შინაგანში მოგზაურობაა, ეს არის პასუხი, ბევრ ისეთ კითხვაზე რომელიც შენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი პასუხები ჩვენზე უკეთ არავინ იცის, არავინ იცის, თუ რა გვჭირდება და რა “განგვკურნავს” კონკრეტულ მომენტში. მანდალა, სწორედ იმ პასუხების მიღებაში გვეხმარება, რაც ჩვენს ქვეცნობიერშია.

უკვე რამდენიმე დღეა მანდალასა და მადლიერების მარათონში ვარ და ყოველ დღე ვხატავ მანდალას. ყველა მანდალა, რომელიც ამ დღეებში დავხატე ზუსტად იმას გადმოსცემს რასაც იმ მომენტში ვგრძნობ და განვიცდი.

რაც შეეხება დაინტერესებას, ეს იმ ხელოვანის დამსახურებაა, რომელთანაც წლებია ვცხოვრობ და რომელიც ულამაზეს მანდალებს ზეთისხილის ხეზე ხატავს. ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ თურქეთში, მანდალას საკმაოდ ცნობილ ოსტატთან გავიარე ვორქშოფი და პროფესიონალურად შევისწავლე.

– რამდენად აქვს მნიშვნელობა იმას კარგად ხატავ თუ არა?

– იცით, საერთოდ არა აქვს მნიშვნელობა, ხატვა იცი თუ არა. აქ მთავარია კონცენტრირდე იმაზე რასაც აკეთებ, რომ თითოეული დეტალი ზუსტად ისე გადმოიტანო, როგორც გრძნობ და განიცდი. მანდალა ძალიან ანვითარებს მოთმინების უნარს, რაც მერე უკვე არამარტო ხატვაში, სხვა რაღაცებშიც გეხმარება.

– როგორც ვიცი მალე ონლაინ ვორქშოპის ჩატარებას აპირებთ, როდის გაქვთ დაგეგმილი და რა პირობებია?

–  დიახ, გადავწყვიტე ჩემი ცოდნა ყველა იმ ადამიანს გავუზიარო ვისაც მანდალა აინტერესებს, იდეა იმ ადამიანებმა შთამაგონეს, რომლებსაც ძალიან  მოსწონთ ჩემი მანდალები და სურვილი აქვთ იგივე თავადაც დახატონ.  ვასწავლი როგორ შეიძლება უმარტივესად დავხატოთ მანდალა, მერე კი გავაკეთებთ მანდალა თერაპიას.

🎡🎡🎡🎡🎡🎡🎡🎡🎡🎡🎡🎡

👉 Nina Orjonikidze

საჭიროა:

სახატავი ან A4 ფორმატის რამდენიმე ქაღალდი,

HB ფანქარი, ფერადი ფანქრები, ფარგალი, სახაზავი, საშლელი და მოტივაცია 😊

ვისაც სურვილი ექნება შეუძლია გამოიყენოს ფლომასტერი და საღებავები, თუმცა, თავიდან ფანქრებით მუშაობა უკეთესია.

მანდალა და ბუდისტი ბერების ტრადიცია

[ot-video type=”youtube” url=”https://www.youtube.com/watch?v=ukx5dN1j6bg”]

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment