რა არის ჰოლოტროპული სუნთქვა?! — შედეგები და გამოხმაურება | Jolo.ge


რა არის ჰოლოტროპული სუნთქვა?! — შედეგები და გამოხმაურება

რა არის ჰოლოტროპული სუნთქვა?! — შედეგები და გამოხმაურება

გათავისუფლდი სტრესებისაგან, ტრავმებისაგან, დაგროვილი მძიმე შთაბეჭდილებებისაგან!
გაიუმჯობესე სიცოცხლის ხარისხი! 
ჰოლოტროპული სუნთქვა ლევან რამიშვილთან ერთად. 

ლევან რამიშვილი: რა არის ჰოლოტროპული სუნთქვა? ესაა უახლესი და უძლიერესი ფსიქოლოგიური გაჯანსაღების მეთოდი, მაგრამ მოდით, გამოვტოვოთ თეორია და პრაქტიკულ სარგებელზე გადავიდეთ!

რამოდენიმე მაგალითს მოგიყვანთ:

ერთი ადამიანი შეურიგდა წლების წინ გარდაცვლილ მამას, რომელიც ისე წავიდა ამქვეყნიდან, რომ შვილმა მასთან შერიგება ვერ მოახერხა…

მეორემ «შეცვლილ მდგომარეობაში» ნახა დომინანტი დედა და გადაჭრა ჭიპლარი, რომელიც მასთან აკავშირებდა, ანუ შინაგანად განთავისუფლდა მისგან.

მესამემ ნახა შვიდი დრაკონი, რომლებსაც თავები წააცალა ხმლით, და შვიდივე მისთვის კონრეტულ შიშს განასახიერებდ…

მეოთხემ, ბავშვობაში მოტაცებულმა ადამიანმა, რომელიც მთელი ცხოვრება ფსიქოლოგებთან დადიოდა და საშინელ შეგრძნებებს ვერ იშორებდა, მოიშორა ისინი ერთ სეანსში!

მეხუთემ საკუთარი ახალშობილი თავი ნახა მომტირალი, ჩაიხუტა და დაამშვიდა, და ამ რეალობაში ისტერიული შეტევებისგან გათავისუფლდა, რაც მთელი ცხოვრება ტანჯავდა.

მეექვსემ საკუთარი ბედნიერი შინაგანი ბავშვი იპოვ… ვისაც ესმის ფსიქოლოგია, მიხვდება, რომ ეს ყველაზე დიდი შედეგია, რასაც კი ადამიანმა შეიძლება მიაღწიოს.

მეშვიდე ფიზიკური ტკივილებისგან განთავსუფლდა, რადგან ფსიქიკური დძაბულობით გამოწვეული კუნთოვანი ბლოკები მოეხსნა.

და ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმისა, რაც ჩვენს სეანსებზე ხდება. და არ დაგავიწყდეთ – ეს მხოლოდ ერთი სეანსის შედეგებია. ასეთ შედეგს ვერცერთი ფსიქოლოგი თუ ფსიქოთერაპევტი ვერ მოგცემთ, თვეობით და ზოგჯერ წლობითაც რომ იაროთ მათთან!

ჰოლოტროპული სუნთქვა ყველაზე შედეგიანია დღეს არსებულ ფსიქოლოგიურ მეთოდებს შორის. ტრანსპერსონალურმა ფსიქოლოგიამ (ანუ ოლოტროპულმა სუნთქვამ), რომელიც უკანასკნელი დიდი სკოლაა ფსიქოლოგიაში, ფაქტობრივად გააუქმა მთელი მანამდელი ფსიქოლოგია, რადგან აღმოაჩინა ახალი პრინციპი – «შინაგან მკურნალზე» მინდობა, და არა ფსიქოანალიტიკოსის მიერ ტვინის ჭყლეტვა.

ტრანსპერსონალური ფსიქოლოგია მთელს მსოფლიოშია აღიარებული, როგორც უახლესი და უეფექტურესი პრაქტიკა.

ახლა კი ფასზე მინდა გითხრათ ორიოდ სიტყვა რადგან ხშირად მწერენ, რომ ეს ძვირია და საერთოდ უფასო უნდა იყოს… ამიტომ მინდა გკითხოთ: იმ პრობლემის მოშორება, რომელიც მთელი ცხოვრება გტანჯავდათ და გიმახინჯებდათ სიცოცხლეს, გართმევდათ წლებს, გიფუჭებდათ ურთიერთობებს და ზოგადად სიცოცხლის ხარისხს, არ ღირს 50 ლარი?

მოკლედ გელით ყველას, უფრო სწორად, მაქსიმუმ 20 ადამიანს, რადგან მეტი ადგილი ჯერჯერობით არ გვაქვს.  ვინც მიცნობს, იმან იცის, რომ რაც პოსტერზე წერია, არ არის ცარიელი ლოზუნგები. ჩვენს სეანსებზე მართლაც საოცრებები ხდება, რის საკუთარ თავზე გამოცდასაც ყველას გისურვებთ. ასე რომ, ვისაც მართლა გინდათ, რომ უკეთესობა გქონდეთ ცხოვრებაში, ანუ ვისაც არ გეშინიათ ცვლილების, მოდით.

დაგვირეკეთ. ტელ: 592 033 888

ჰოლოტროპული სუნთქვის სეანსი ტარდება 

ყოველ კვირას, 17 საათზე

ოთარ ჭილაძის ქ. №4 (ყოფ. ამბროლაურის ქ.)

I სადარბაზო, მე-4 სართული

ოლოტროპული სუნთქვის ჯგუფი

გადადით ბმულზე და გაეცანით 👉👉👉ჰოლოტროპული სუნთქვა — „შინაგანი მკურნალი“

 

ნანახია:(504)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

15 აზრი სასწაულის შესახებ

სასწაული – არსებობს, მხოლოდ მათთვის, ვისაც სჯერა სასწაულის. შეგიძლიათ იყო ის, ვინც გინდათ რომ იყოთ. გახდით სასწაული იმისთვის ვისაც თქვენი


ბედნიერება სიმდიდრეს არ მოაქვს …

ჩემი ბედნიერების ერთ-ერთი მიზეზი — ბავშვობიდან დღემდე, ფერად, ულამაზეს და საოცარ სიზმრებს ვხედავ. ვიღვიძებ ბედნიერი და ეს განწყობა მთელი დღე


შაოლინის ტაძრის ლოდზე ამოტვიფრული სიტყვები

შაოლინის ტაძრის თავზე, დიდ ლოდზე ამოტვიფრულია: — ადამიანმა სხვისი ბუნების შეცნობისკენ კი არა საკუთარი თავის შეცნობისკენ უნდა ისწრაფვოს. ვინც სხვების


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*