რა არის ფსიქოსომატიკა — თამარ კვარაცხელიას სასარგებლო პოსტი | Jolo.ge


რა არის ფსიქოსომატიკა — თამარ კვარაცხელიას სასარგებლო პოსტი

რა არის ფსიქოსომატიკა — თამარ კვარაცხელიას სასარგებლო პოსტი

თუ ვინმე გეტყვისმინდა ვიყო ჯანმრთელიჯერ ჰკითხე მას: არის თუ არა ის მზად დაემშვიდობოს თავის ავადმყოფობის მიზეზებს. მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლია გაუწიო დახმარება. 

არ მახსოვს  ვის ეკუთვნის ეს აზრი, მაგრამ მე ამას ვეთანხმები.

ყველას გაგვიგია ცნობილი საოპერო მომღერლის მარია კალასის ისტორია. მის ბიოგრაფიაში ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს არისტოტელე ონასისთან რომანს.  მარია კალასს მთელი გულით შეუყვარდა (მიუხედავად იმისა, რომ გათხოვილი იყო) მილიონერი. მათი ურთიერთობები იყო რთული და ტრაგიკული. მაგრამ, მე ამ თემით, ხაზი მინდა გავუსვა იმ ფაქტს, რომ მათი ურთიერთობის პერიოდში, მარია კალასმა შეამჩნია – ის, ნელ-ნელა კარგავდა უმშვენიერეს ხმას…  ფაქტობრივად მათი რომანის პირველივე დღეებიდან, მის ხმას მოსდიოდა გაუგებარი რამ. მიუხედავად იმისა, რომ დადიოდა მსოფლიოს საუკეთესო ექიმებთან,  ამ ფაქტისთვის ახსნა ვერ მოეძებნა. ექიმები იჩეჩავდნენ მხრებს და ამბობდნენ, რომ ყველაფერი წესრიგში იყო…

როცა მოგვიანებით მარიამ საერთოდ დაკარგა ხმა, ის ამბობდა: „მე ყოველთვის ვგრძნობდი, შინაგან კავშირს მარია მაგდანელთან. მხოლოდ მისგან განსხვავებით, მე თავიდან ვიყავი ერთგული, მერე გავხდი ცოდვილი. შესაძლებელია, ამიტომაც ღმერთმა მას აპატია, მე კი – არა“… აქედან აშკარად ჩანს, რომ მარია კალასის ტრაგედია მდგომარეობდა იმაში, რომ მან თავად არ აპატია თავს, ეს რომანი.

რა არის ფსიქოსომატიკა?

ეს ღრმა და საინტერესო საკითხია, მაგრამ მე მცირედით შემოვიფარგლები:

ის არის მიმართულება მედიცინასა და ფსიქოლოგიაში, რომელიც სწავლობს ავადმყოფობის წარმოშობის და განვითარების ფსოქოლოგიურ ფაქტორებს . ფსიქოსომატურ დაავადებებს უწოდებენ ფიზიკურ ავადმყოფობებს და დარღვევებს, რომლის გამომწვევ მიზეზებსაც წარმოადგენს ემოციური დაძაბულობა. ეს შეიძლება  იყოს – კონფლიქტები, ტანჯვა, აგრესია, წყენა, შიში, რომელსაც ვერ აცნობიერებს ადამიანი, მაგრამ დარჩენილია მის არაცნობიერში…

შეიძლება თავისუფლად ითქვას, რომ ფსიქოსომატიკა  – არის სულის ტკივილი და ტანჯვა , რომლებმაც ვერ ნახეს სხვა გამოსავალი ფიზიკური სხეულში – ტკივილად და ტანჯვად გამოვლენის გარდა.

ეს სულის თხრობაა მის მდგომარეობაზეუფრო მეტიცსულის კივილია.

ფსიქოლოგიაში ხშირად აქცენტი გადააქვთ ფსიქოსომატური დაავადების 8 ძირითად წყაროზე.

პირველი წყარო – ეს შინაგანი კონფლიქტები. კონფლიქტი ცნობიერს და ქვეცნობიერს შორის, რომლის დროსაც ერთი ჯაბნის მეორეს.

მაგ: ზედმეტი წონის შემთხვევაში. ერთი ნაწილი ნაყროვანების დროს გეუბნება: „მე საჭმლით განიჭებ სიამოვნებას, გამშვიდებ, გაწყნარებ და გეფერები“ , მეორე ნაწილი – „ახლავე დაანებე ჭამას თავი, ჩაიხედე სარკეში – რა მახინჯი ხარ!“

 მეორე წყარო — შეიძლება დავარქვათ „პირობითი სარგებელი“. ეს ძალიან სერიოზული მიზეზია,რადგან ხშირად ავადმყოფობა ატარებს დაფარულ სარგებელს ავადმყოფისთვის.

მაგ: თავის ტკივილის „შაკიკის“ მოსაცილებლად საჭიროა, „თვალის გახელა“ შენს გარშემო არსებულ ბევრ პრობლემაზე, რომელთა დანახვაში ხელს გიშლის თავის ტკივილი და თუ „გაახილე თვალები“ მოგიწევს მათი გადაჭრა.

 მესამე წყარო – სხვა ადამიანისგან შთაგონების ეფექტი.

მაგ: ბავშვობაში… და არა მარტო ბავშვობაში, ხშირად ესმის ადამიანს მშობლებისგან: სულელი ბავშვი, ძუნწო, ფართხუნა, უვარგისი, დებილი, შტერი, ყველაფერი ხელიდან გივარდება, შენ ხომ არ შეგიძლია რამე გააკეთო ნორმალურად… ა.შ. ცნობილია თუ ბავშვს ამას ხშირად გაუმეორებთ, მაშინ ის იწყებს შესაბამისად ქცევას და იმის დემონსტრირებას, რაზეც ლაპარაკობთ.  რაც მთავარია რასაც ბავშვობაში უნერგავთ ის, დიდობაშიც გადასდის ავტომატურად.

 მეოთხე წყარო – ეს „შეზღუდული მეტყველების ელემენტებია“.

მაგ: წინადადება: „გული მტკივა, ისე მეცოდება“, „მას ჭკუიდან გადავყავარ“, „ძალა გამოცლილი ვარ“… ამ სიტყვებს შეუძლიათ გადაიქცნენ რეალურ სიმპტომებად.

 მეხუთე წყარო — მცდელობა ჰგავდე ვინმეს, ვიღაც იდეალს. თუ თქვენ ახდენთ იდეალის იმიტირებას  მთელი ცხოვრება, უარს ამბობთ თქვენს სხეულზე, ცხოვრობთ რა „სხვის ტყავში“ , მაშინ ამისგან დაიტანჯებით.

 მეექვსე წყარო — თავის დასჯა. თუ ადამიანი, მისი აზრით, სჩადის არაკეთილშობილურ საქმეს, ის ზოგჯერ არაცნობიერად ისჯის თავს.

მაგ: ბავშვს შთააგონეს „პატივი უნდა სცე მშობლებს და მოიქცე ისე, როგორც ისინი გეტყვიან“. თუ ის გადაწყვეტს იცელქოს, მას უჩნდება დანაშაულის გრძნობა, რადგან მას  უთხრეს თავის დროზე:„დამნაშავე უნდა დაისაჯოს“. და დამნაშავის შეგრძნება, მარტო ბავშვობაში არ რჩება… ეს დაემართა მარია კალასს.

მეშვიდე წყარო — ემოციური რეაქცია – ტრაგიკულ, ტრამვირებად, შოკისმომგვრელ მოვლენებზე. ეს შეიძლება იყოს ახლობლის დაკარგვა, საცხოვრებელი სახლის დაკარგვა, ძალადობა, სამსახურის დაკარგვა და ა.შ.

მერვე წყარო — უფრო ღრმა მიზეზები. ტრამვა, ტრაგედია, შოკი წარსულში, ბავშვობაში რომლის შედეგებიც ზრდასრულ ასაკში ვლინდება. თუ არ მოხდა მისი განეიტრალება, გაწმენდა, გაშვება, პატიება, ის ჰპოვებს გამოვლენას ავადმყოფობის სახით….

ავადმყოფობები ვლინდება იმ წუთიდან, როცა ადამიანში მისი ემოციური და ფიზიკური მდგომარეობა აღწევს ზღვარს. ეს ზღვარი ყველასთვის ინდივიდუალურია. დრო ამ ზღვარის მიღწევის დამოკიდებულია, რა მარაგი აქვს ადამიანს ენერგიის და რამდენჯერ გადაიტანა მან ერთი და იგივე, როგორ განიცადა ტკივილი და რა გადაწყვეტილება მიიღო (პატიება, გაშვება, ცხოვრებით ხალისი…), მეტწილად არაცნობიერად მიდის ეს პროცესები.

არსებობს ცხრილი, სადაც მოცემულია, რომელი დაავადებები, რომელ ემოციურ ფონზე ჩნდება. ნეხეთ და მოიპოვეთ მათზე ინფორმაცია, ეს უშუალოდ ჩემი თემა არ არის.

მე უბრალოდ, მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ფიქრები, აზრები, შეხედულებები, მტკიცებულებები, ემოციები ვლინდება რეალობაში და მათ შინაარსზეა დამოკიდებული თუ როგორ ფორმას და სახეს მიიღებენ ისინი.

იყავით ჯანმრთელნი….

                                            ქოუჩი და წარმატების ექსპერტი თამარ კვარაცხელია

https://zrda.wordpress.com/

ნანახია:(990)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ოცნებები სრულდება —— გადაწყვეტილება = რესურსს ….

…როდესაც გადავწყვიტე, რომ ახალ სახლში გადავიდოდი საცხოვრებლად ოჯახის განსხვავებული შემადგენლობით, გამეცინა კიდეც საკუთარ გადაწყვეტილებაზე, იმდენად არ ჩანდა იმ წუთიერად ამ


დაიწყე შესაძლებლობების დანახვა, რომლითაც სავსეა ჩვენი სამყარო

რატომ აწყობს სისტემას [მატრიცას] მოლოდინის აგენტების არსებობა? დაფიქრებულხარ ამაზე? საბავშვო ბაღიდან ველოდებით სკოლის დაწყებას. სკოლაში შევალთ და უმაღლესში ჩაბარების მოლოდინის


„ცხოვრებისადმი ისეთი დამოკიდებულება იქონიეთ, როგორც ზეიმისადმი, რადგან“…

— ცხოვრების აზრი რა არის? — ცხოვრება – გზა, მიზანი და ჯილდო არის. ცხოვრება – სიყვარულის ცეკვაა. თქვენი დანიშნულება –


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<