«რა აკლია ქართველს?»- დიმიტრი უზნაძე | Jolo.ge


«რა აკლია ქართველს?»- დიმიტრი უზნაძე

«რა აკლია ქართველს?»- დიმიტრი უზნაძე

ქართველს აკლია დაჟინებითი მისწრაფება ერთხელ დასახული მიზნის განხორციელებისაკენ, რომელსაც ვერავითარი დაბრკოლება და სიძნელე ვერ სპობს; მუდმივი, დაუღალავი შრომის უნარი, თავდავიწყებითი ჭაპანის წევა… პატარა საქმეების ისეთივე სერიოზულობით კეთება, როგორც დიდი საქმეებისა…

ქართველ ხალხს ეს თვისება არ აქვს. მისი გული და მისი ნება ჰარმონიულად ფეთქს. გული აინთება-ნებაც მოქმედებს, მაგრამ გული მალე ცივდება და ნების მაჯისცემა უმალვე წყდება. იშვიათია ჩვენში ისეთი ადამიანი, რომელიც ენერგიის გამძლეობის მხრივ საგრძნობლად არ კოჭლობდეს.
პატარა საქმეები ჩვენს გულს არ ანთებენ და უამისოდ კი ჩვენი ნება არ იძვრის; დიდი საქმეები კი გვაფეთქებენ, მაგრამ გული მანამდე ცივდება, სანამ საქმე სრულქმნის დონეს მიაღწევდეს, და გულთან ერთად ნებაც დუნდება და დაწყებული საქმე ანაზდად წყდება…

ამიტომ არის, რომ ჩვენი არსებობის ნიადაგს ჩვენვე ვანიავებთ და ბედნიერი მეტოქესთან ბრძოლაში მუდამ ვმარცხდებით. …
საკუთარ საქმეს კი გამბედაობა და ინიციატივა ეჭირვება და ჩვენს ხალხს ეს აკლია; უამისობაა, რომ ჩვენ სხვის საწველ ფურად გვაქცევს და საკუთარ დოვლათს სხვების საკეთილდღეოდ გვადებინებს. აქტიური ხასიათი, ძლიერი ნება – აი, რა აკლია ქართველობას და ჩვენი აღზრდის სისტემაც მარტო აქეთ უნდა იყოს მიმართული.

ჩვენ მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ გლახები და მონები იმიტომ კი არა ვართ, რომ ღატაკნი ვართ, არამედ ღატაკნი მიტომ ვართ, რომ გლახები და მონები გახლავართ, და თუ რამ გვჭირია, ყოვლის უწინარეს, აქტიური ხასიათია ჩვენთვის საჭირო.

დიმიტრი უზნაძე

ნანახია:(565)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
დიმიტრი უზნაძე

Related Articles

გაცოცხლებული შენობები

პატრიკ კომესი ფრანგი მხატვარია, რომელმაც სახელი ორიგინალური გადაწყვეტილების გამო გაითქვა. მან გადაწყვიტა უსახური შენობებისთვის ახალი სიცოცხლე მიეცა. მან ცარიელ კედლებზე


«ადამიანი ზუსტად იმდენს გატკენს, და ზუსტად იმდენ შეურაცხყოფას მოგაყენებს, რამდენის უფლებასაც თავად მისცემ»

ალბათ ყველა იცნობს ამ ქალს და მის პერფომანსებს. მისი ყველაზე ცნობილი პერფომანსი იყო «რიტმი 0», სადაც ყველა ადამიანს ჰქონდა უფლება,


როგორ «კლავენ» ცოლები ქმრებში მამაკაცს

დღევანდელ რეალობაში, აშკარად იკვეთება ურთიერთობების პრობლემა ქალსა და მამაკაცის შორის. ქალების უმრავლესობა საყვედურს გამოთქვამს: – კაცები, სულ უფრო და უფრო


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<