ქუდზე კაცი სიყვარულისთვის, რომ გადავრჩეთ, ახლა ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას! | Jolo.ge


ქუდზე კაცი სიყვარულისთვის, რომ გადავრჩეთ, ახლა ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას!

ქუდზე კაცი სიყვარულისთვის, რომ გადავრჩეთ, ახლა ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას!

როგორ მინდა კარდაკარ ჩამოვიარო მთელი საქართველო, მივუაკუნო უცხო კარებს, ნაცნობს, ჩემსას, სხვისას და თითოეულ ადამიანს ვინც კარს გააღებს ვთხოვო რომ მაპატიონ ….

აპატიონ ყველას, შეუნდონ და გულში ჩაიკრან თუ შეუძლიათ და თუ არ შეუძლიათ ხელი ჩაკიდონ და არ გაუშვან არასდროს არავინ ნაწყენი, ან თითონ არ სჭამდეთ წყენა და ღვარძლი, და თუ ესეც არ შეუძლიათ უბრალოდ სიკეთე უსურვონ თითოეულს, და თუ ესეც არ შეუძლიათ, უბრალოდ არაფერი არ უსურვონ….

ვთხოვო არ იყვნენ ნაწყენი და არ ყავდეთ ნაწყენი ადამიანები ირგვლივ…

არ დაიბოღმონ ცხოვრებაზე და არც ჩაიქნიონ ხელი მასზე ძალაგამოცლილებმა….

როგორ მინდა ვუთხრა თითოეულს უბრალოდ ერთმანეთი უხაროდეთ და თუ არ უხარიათ არ სწყინდეთ მაინც ….

როგორ მინდა კარდაკარ ჩამოვიარო მთელი საქართველო და ვუთხრა თითოეულს რომ ცხოვრებას რომელიც ნაღმზე ერთ წამში ფეთქდება გაუფრთხილდნენ ერთმანეთს…

გავუფრთხილდეთ ერთმანეთს!

ღმერთო ისე სიცხადით მესმის ეს სიტყვები, როგორ მინდა კარდაკარ ჩამოვიარო ყველა სახლი და ვთხოვო თითოეულს!

ვუსამძიმრებ საქართველოს ტრაგედიებს!!!

არ ვიცი რითი უნდა დავიწყოთ
ალბათ ლოცვით იწყება ყველაფერი და ახლა ჩემი ლოცვა ასეთია
უფალმა მოგვცეს მიტევების უნარი და სიყვარულის განცდა!

ქუდზე კაცი მარტო ომის განგაში როდია…
ქუდზე კაცი სიყვარულისთვის, რომ გადავრჩეთ, ახლა ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას!

თამარ ბოკერია-მაღლაკელიძე

📷:Francis Prymerski

ნანახია:(97)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

«10 გავრცელებული ქართული სიტყვა და მათი შესატყვისები სამზარეულოს თემაზე»

10 გავრცელებული არაქართული სიტყვა და მათი შესატყვისები სამზარეულოს თემაზე: 1. ბუბლიკი — ბლითი 2. პეროგი, პერაშკი — ღვეზელი 3. ხრენი


«ეტყობა მეც დამეუფლა ფეისბუქზე მიჯაჭვულობის და ყურადღების მიქცევის ერთგვარი სისუსტე»_ ნიკოლოზ რაჭველი

«რა არის არა ფეისბუქი?! თავისი დადებითი და უარყოფითი თვისებებით… უფრო უცნაური თვისებები აქვს ჩვენთვის, ვისი ბავშვობაც საბჭოთა პერიოდში მიმდინარეობდა… ალბათ


გოგა ჩანადირის თხოვნა

სულ მალე, საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ შევალთ. თუმცა, ევროკავშირმა სავიზო რეჟიმის დაჩქარებულად შეჩერების პროცესიც დაამტკიცა. ამიტომ, რამდენადაც უვიზო მიმოსვლის


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*