ქუჩაში ხელები გაშალა და აცეკვდა, სწორედ ისე როგორც ბავშვობისას…

გოგონა და წვიმა
წვიმდა, ისე საოცრად, როგორც ბავშვობისას. დიდხანს უცქირა ფანჯრიდან წვიმას, მერე უცნაური გადაწყვეტილება მიიღო, — ყველაზე ლამაზი კაბით შეიმოსა და ქუჩაში გავიდა…
ქუჩაში ხელები გაშალა და აცეკვდა, სწორედ ისე როგორც ბავშვობისას…
სახეზე ისეთი ბედნიერება და ნეტარება ეხატა რომ წვიმაზეც იმოქმედა დაა … აჩქარდა წვიმა…
ჯერ უნდოდა ეთქვა — გოგონა, გოგონა, შებრუნდი ფეხსაცმელები დაგვიწყებიაო, მაგრამ შეჩერდა, არაფერი უთხრა… იფიქრა გავჩერდებიო, მერე ესეც გადაიფიქრა და… პირიქით თავსხმა დაუშვა.
გოგონა წვიმის რიტმს აჰყვა. რამდენი ხანია ასეთი თავდავიწყება არ განუცდია… რამდენი ხანია ასეთი ბედნიერი არ ყოფილა.
მიყვარხარ წვიმა, სიგიჟემდე მიყვარხარ, მადლობა ამ წუთებისთვის…მადლობააა…. ჰაჰაა, რა მაგარიააა — კისკისებდა გოგონა.
-მომყევი — ჩაესმა წვიმის ხმა.
გოგონას არ გაჰკვირვებია — ეს ის ხმა იყო, ბავშვობისას რომ ჩაესმა ერთხელ და მას შემდეგ … ოოო, მას შემდეგ რამდენი წელი გავიდა და აი ისევ, ისევ ელაპარაკება წვიმა.
-მოგყვები, — უპასუხა ღიმილით, მოგყვებიიი… სადაც არ უნდა წამიყვანო. შენთან ვაარ…
და მაინც სად მიგყავარ ჩემო მონატრებულო?
-მზესთან, უპასუხა წვიმამ.
ავტორი: ნეინეი
ნანახია:(134)-ჯერ
Comments
Related Articles
ტრიუფოს ფილმების უსახო სტატისტი
„დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი ტრიუფოს ფილმებში რომელიმე უსახო სტატისტად, არანაირი პასუხისმგებლობა რომ არ გეკისრება იმაში, რაც შენ წინ ხდება. არც ნიჭი
სტივ ჯობსის სიტყვები სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში
სტივ ჯობსი — 21-ე საუკუნის ადამიანი, რომელმაც შეძლო წარმოუდგენელ წარმატებაშიც დარჩენილიყო შესანიშნავ და ჩვეულებრივ ადამიანად. მან სიცოცხლის ბოლო პერიოდი საავადმყოფოში
თმა რომ გვიან გაჭაღარავდეს
ორმოცი წლის ასაკიდან თმა ჭაღარავდება და ამით გვამცნობს, რომ უკვე სიჭარმაგეში შევაბიჯეთ. ნაადრევი ჭაღარა ზოგჯერ ოცი წლიდანაც შეინიშნება. მაგრამ ეს