ქოუჩინგისა და სპიკერობის სკოლა — სრულიად ახალი სიტყვა ქართულ რეალობაში | Jolo.ge


ქოუჩინგისა და სპიკერობის სკოლა — სრულიად ახალი სიტყვა ქართულ რეალობაში

ქოუჩინგისა და სპიკერობის სკოლა — სრულიად ახალი სიტყვა ქართულ რეალობაში

ფსიქოლოგიური სავარჯიშოები, უამრავი საინტერესო ტექნიკა და ქეისები მათთვის ვისაც სურვილი აქვს საჯარო გამოსვლის ხელოვნებას დაუფლოს და არა მარტო საკუთარი, არამედ სხვების ცხოვრება უკეთესობისკენ წარმართოს.

მსურველები ამ ცოდნას, სხვა საჭირო უნარებთან ერთად, ძალიან მალე, ქოუჩინგისა და სპიკერობის სკოლაში პროფესიონალი ფსიქოლოგისაგან მიიღებენ.

ნანა გოგიჩაშვილი ერთ-ერთია იმ 6 ტრენერთა შორის, რომლებიც ფსიქოლოგ ხათუნა მუზაშვილის ინიციატივით  31 მაისიდან საქართველოში სწავლების ახალ სტილს დანერგავენ.

ნანა გოგიჩაშვილი, ფსიქოლოგი: ქოუჩინგისა და სპიკერობის სკოლა არის სრულიად ახალი სიტყვა ქართულ რეალობაში, რომელიც თავისი არსით, წარმოადგენს ისეთ საგანმანათლებლო სისტემას, რომელიც ორიენტირებულია მასში მონაწილე პირების(მსმენელების) მიერ ცხოვრებისეული და პროფესიული მიზნების დასახვასა და მიღწევებზე.

აღნიშნული  სკოლა, განსხვავებით სხვადასხვა ტიპის ფსიქოლოგიური სერვისებისაგან, ორიენტირებული და ფოკუსირებულია არა ზოგადპიროვნულ  განვითარებაზე, არამედ კონკრეტულად დასახულ ამოცანებსა და მიზნებზე და მათ განხორციელებაზე ანუ ქოუჩინგის მიზანი არის მიზნისკენ ეფექტურად  სწრაფვა და მიღწევის შემთხვევაში, საკუთარი თავის რწმენა, რომ მან სწორედ ის აირჩია, რაც მოცემულ მომენტში მისთვის ყველაზე სასურველი და ეფექტურია. ფსიქოთერაპიისაგან განსხვავებით, ქოუჩინგის პროცესი ორიენტირებულია აწმყოზე და არა წარსულ გამოცდილებასა და  დარღვეული ფსიქიკის  სიჯანსაღის ხარისხზე.

ქოუჩინგი ეს არის პროფესიული პარტნიორობა კლიენტთან, რომელიც ორიენტირებულია კლიენტის პირად ან პროფესიულ  სფეროში განსაკუთრებული დადებითი და პოზიტიური ცვლილებების განხორციელებაზე. ეს არის, ასე ვთქვათ, ელეგანტური ცვლილებების დრო ღირებულებების გადაფასების თვალსაზრისით.

 სპიკერ სკოლის მონაწილეები რას მიიღებენ თქვენგან?

პირადად ჩემგან მსმენელები მიიღებენ პროფესიულ ინფორმაციას თანამედროვე ფსიქოლოგიის ისეთი  მიმდინარეობების შესახებ, როგორიცაა სიღრმის ფსიქოლოგია, პოსტფროიდიზმი, გეშტალტფსიქოლოგია, ჰუმანისტური ფსიქოლოგია,  ეგზისტენციალური ფსიქოლოგია და სხვ.

შევეხებით და განვიხილავთ  მასის, როგორ ფენომენის  ფსიქოლოგიურ ასპექტებს, აზროვნების სტერეოტიპებს, ინდივიდისა და მასის ურთიერთობის სახეებს. ასევე  ემოციების ჰიგიენას და მართვას და კიდევ უამრავ საინტერესო ტექნიკებს, ფსიქოლოგიურ სავარჯიშოებსა და ქეისებს.

 რამდენი ხანია რაც ფსიქოლოგიით ხართ დაკავებული და ახლა სად მოღვაწეობთ?

დაახლოებით 18-20 წელი. ვმუშაობ რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელში და სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტებს(სამართალი, ბიზნესი, ფსიქოლოგია)  ვასწავლი ფსიქოლოგიის საგნებს. ასევე ვმუშაობ სკოლა-პანსიონ ,,მთიებში“ ფსიქოლოგად. გარდა ამისა, ვატარებ სხვადასხვა სახის ტრენინგებს საგანმანათლებლო კუთხით და ამავე დროს, მაქვს კერძო პრაქტიკა.

 როგორ ჩაერთეთ ქოუჩინგისა და სპიკერობის სკოლაში?

ჩემსა და ხათუნა მუზაშვილის ფსიქოლოგიურ ცენტრს შორის გასულ წელს შედგა სხვადასხვა ტიპის საქმიანი ურთიერთობები, რომელთა ეფექტურობამაც განაპირობა აღნიშნულ  შემოთავაზებაზე ჩემი თანხმობა.

რატომ არის საჭირო , რომ ამ სახის სკოლა გვქონდეს საქართველოში?

ქოჩინგისა და სპიკერობის სკოლა მსმენელებს ჩამოუყალიბებს და განუვითარებს ისეთ უნარ-ჩვევებს, რომლებიც რეალურად დაეხმარება მათ ისეთი პიროვნული მახასიათებლების ფორმირებაში, როგორიცაა პირადი ან პროფესიული  მარცხის გაცნობიერება და მოტივაციის არდაკარგვა, საკუთარი ინდივიდუალობის ძლიერი და სუსტი მხარეების აღიარება, ეფექტური კომუნიკატორული უნარ-ჩვევების ფორმირება, პირადი ფინანსური რესურსების მოზიდვა და ზრდა, ბალანსის დაცვა პირად და პროფესიულ ცხოვრებაში, პროფესიული ჰორიზონტების ზრდა, უსაფრთხო კომფორტის ზონის შექმნა სოციუმში  სხვადასხვა ფსიქოტიპის ადამიანებს შორის, ემოციების მართვა, ეფექტური საჯარო პრეზენტაციების უნარი და უამრავი სხვა რამ.

აღნიშნული სკოლა მსმენელებს მისცემს საშუალებას გააცნობიერონ ის ფაქტები და მოვლენები, რაც ხდება მათ პიროვნულ თუ პროფესიულ სფეროში, გაუზრდის საკუთარი თავის მიმღებლობას, საკუთარი უნიკალურობის შეგრძნებას და უნარ-შესაძლებლობების რწმენას, სოციუმისადმი  ნდობის მაღალ ხარისხს, მოქნილ აზროვნებას, სამყაროში მიმდინარე ცვლილებებისადმი მიმღებლობას და ა.შ.

ჩემი დიდი სურვილია ჩვენს ქვეყანაში ჯანსაღი ფსიქიკის, სწორი ღირებულებების (ეროვნულობა და ზნეობრიობა) მქონე, პოზიტიური, თვითაქტუალიზირებული და თვითრეალიზებული ადამიანების სიმრავლე.

ავტორი დეა თავბერიძე

ქოუჩინგისა და სპიკერობის სკოლის გახსნა — 31მაისი 2018

სკოლის დახურვა 22 დეკემბერი 2018

ტელ. 593 94 50 08

სკოლა მოიცავს  როგორც ეფექტურად მიწოდებულ თეორიულ ცოდნას, აგრეთვე პრაქტიკულ ძირითად ნაწილს, რომელიც შედგენილია დაჩქარებული სწავლების მეთოდის გამოყენებით.

სკოლის პროგრამის დასკვნითი ნაწილი მოიცავს სამოტივაციო, წინა საახალწლო ტრენინგ -ტურნეს საქართველოს ქალაქებში.

 

 

ნანახია:(115)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

როგორ „გავყიდოთ“ საკუთარი თავი – გიორგი კალატოზიშვილის ვორქშოფი პროფესიონალებისთვის (ვიდეო)

მედიაჰოლდინგ „კვირას“ ორგანიზებით, 10 -11 ივნისს,  სასტუმრო Vere House-ში (გურამ რჩეულიშვილის ქუჩა 13), 15:00 საათიდან 19:00 საათამდე, ჩატარდება პიარკონსულტანტის, ქოუჩის


ხათუნა მუზაშვილი ქალთა ონლაინ კურსის შესახებ

ქალთა კურსი, რომელიც ქალებისათვის ყველაზე აქტუალურ თემებს დაეთმობა, 9 სექტემბერს დაიწყება და ონლაინ რეჟიმში, მთელი სექტემბრის განმავლობაში გაგრძელდება. (დაწვრ.ინფ.იხ. აქ  „სექსუალურობის 40


უჯრედული გაახალგაზრდავების,ჯანმრთელობის და დღეგრძელობის საიდუმლო

გაუკეთეთ საკუთარ თავს განსაკუთრებული საჩუქარი! ✅გსურთ დაამარცხოთ სტრესი, შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა და ახალგაზრდობა? ✅გახდეთ უფრო ენერგიული და პროდუქტიული? ✅ დაეუფლოთ დღეგრძელობის


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<