ქოლგა თბილისი ფოტო 2016 და სიახლეები წელს | Jolo.ge


ქოლგა თბილისი ფოტო 2016 და სიახლეები წელს

ფოტოკვირეული „ქოლგა თბილისი ფოტო“- საზეიმოდ გაიხსნება 2016 წლის 12 მაისს. მის ფარგლებში, კონკურსში გამარჯვებული ფოტოების გამოფენასთან ერთად, საქართველოს დედაქალაქი სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ გამოფენას უმასპინძლებს, რომლებზეც წარმოდგენილი იქნება როგორც ისტორიულად მნიშვნელოვანი ფოტოები, ისე თანამედროვე ფოტოგრაფიის სხვადასხვა პოზიციის ამსახველი ფოტონამუშევრები.

kol2

2016 წელს ფოტოკვირეულის ფორმატი კიდევ უფრო მრავალფეროვანი იქნება. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ, როგორც მსოფლიოში სახელგანთქმული კლასიკური, ისე თანამედროვე საერთაშორისო ფოტოგრაფების ინდივიდუალურ და ჯგუფურ გამოფენებს.

kol3

ფოტოკონკურსს წელს პირველად დაემატა ახალი პრემია: KOLGA NEWCOMER PHOTO AWARD. ეს პრემია გადაეცემა 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდა ფოტოგრაფს, რომლის ფოტოსერია ამოირჩევა შემდეგ ნომინაციებში გასული ფოტოპროექტებიდან: დოკუმენტური სერია, რეპორტაჟი და კონცეპტუალური ფოტოპროექტი.

KOLGA NEWCOMER PHOTO AWARD 2016 დაწესებულია ფოტოკვირეულის თანაორგანიზატორის, თეონა გოგიჩაიშვილის და მისი გერმანელი კოლეგების, ხელოვნების მეცენატის მაქს შონის (ცნობილი გერმანელი ექსპერტი განახლებადი ენერგისს კუთხით, Deutsche Club of ROME–ის პრეზიდენტი) და ეტაბლირებული გერმანელი ფოტოგრაფების დირკ გებჰარდტის და თეოდორ ბარტის მიერ. მათი მიზანია ეს პრემია დამკვიდრდეს და ყოველ წელს გადაეცეს ჩვენს ფოტოკონკურსში მონაწილე ახალგაზრდა ფოტოგრაფის საუკეთესო სერიას. პრემიალური თანხა არის 500 €.

KOLGA NEWCOMER PHOTO AWARD-ის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა ფოტოგრაფებს განვითარებაში და გზის გაკვლევაში ფოტოგრაფიის სამყაროში.

«ქოლგა თბილისი ფოტოს» ფარგლებში გაიმართება უფასო ვორქშოფები, სემინარები და პორტფოლიოების განხილვები. საგანმანათლებლო ღონისძიებები ჩატარდება ფოტოექსპერტების, კურატორების და ფოტოგრაფების ხელმძღვანელობით მთელი მსოფლიოდან. განათლების სექციის განვითარება «ქოლგა თბილისი ფოტოს» ფარგლებში ხაზს უსვამს ჩვენს ხედვას, რაც ფოტოხელოვნების, როგორც საქართველოში მედიის ერთ-ერთი ახალი ფორმის, კიდევ უფრო პოპულარიზაციასა და განვითარებას გულისხმობს.

წყარო: http://www.kolga.ge/

ნანახია:(34)-ჯერ


Comments

comments


Related Articles

ალენ დელონის შენიშვნა ქართველ ჟურნალისტს

„თქვენ ბატონო იმის მაგივრად, რომ დაწეროთ შეგიძლიათ ქალბატონს დაუთმოთ ადგილი», — ასე შენიშვნით დაიწყო ალენ დელონის შეხვედრა ქართველ ჟურნალისტებთან.  


ლიტერატურული პრემია «ლიტერას» გამარჯვებულები გამოვლინდნენ

დღეს, მწერალთა სახლში გაიმართა ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ დაჯილდოების ცერემონიალი. ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ შოთა იათაშვილი, მანანა კვაჭანტირაძე, მანანა დუმბაძე, თეონა


»ქართული ტემპერამენტი გადამდებია»

ქართული სიმღერა, ქართული ცეკვა და ქართული ღვინო. ამ “ინგრედიენტებისგან“ შედგებოდა საღამო რომელიც უცხოელებმა პარიზში დააგემოვნეს. „მთავარი კულინარი“ უცხოეთში მოღვაწე ხელოვანი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<