„ქმარი გაოგნებული უყურებდა, ყველაფერი სულ უფრო და უფრო უარესდებოდა“… | Jolo.ge


„ქმარი გაოგნებული უყურებდა, ყველაფერი სულ უფრო და უფრო უარესდებოდა“…

„ქმარი გაოგნებული უყურებდა, ყველაფერი სულ უფრო და უფრო უარესდებოდა“…

ერთ კაცს სურდა შეემოწმებინა, უყვარდა თუ არა ცოლს და მისწერა გამოსამშვიდობებელი წერილი, თითქოს ტოვებდა. ბარათი ტუმბოზე დადო, თვითონ კი საწოლის ქვეშ შეძვრა და ცოლს დაელოდა.

ქმარს ესმოდა, რომ ეს ცოტა ბავშვური საქციელი იყო, მაგრამ სურდა სცოდნოდა, რას გრძნობდა მის მიმართ ცოლი. იმედი ჰქონდა, დაინახავდა, როგორ დადარდიანდებოდა ცოლი, დაიწყებდა ტირილს, დარეკავდა ნაცნობებთან…

როცა ცოლი, ბოლოს და ბოლოს დაბრუნდა სახლში, დაინახა ბარათი და წაიკითხა. რამდენიმე წუთიანი მდუმარების შემდეგ კალამი აიღო და წერილში რაღაც მინაწერების გაკეთება დაიწყო. მერე ტანსაცმელი გამოიცვალა, თან მხიარულ მელოდიებს ღიღინებდა და ნარნარით ცეკვავდა. უფრო ბედნიერი ჩანდა, ვიდრე დადარდიანებული ან დათრგუნული.

ქმარი გაოგნებული უყურებდა. მაგრამ ყველაფერი სულ უფრო და უფრო უარესდებოდა.
ცოლი ტელეფონთან მივიდა და ნომერი აკრიფა. ქმარმა ყური დაუგდო, როგორ ელაპარაკებოდა ცოლი ვიღაცას:
— გამარჯობა, ძვირფასო. უკვე გავემზადე და მოვდივარ შენკენ. რაც შეეხება იმ სულელს, ბოლოს და ბოლოს, ამოვუყვანე ყელში და წავიდა. ან როგორ გავყევი ასეთს? სამწუხაროა, რომ უფრო ადრე არ შევხვდით ერთმანეთს.

შევხვდებით, საყვარელო!
ყურმილი დადო და ოთახიდან გავიდა.

მცირე ხნის შემდეგ ქმარმა გაიგონა, როგორ გაიღო და დაიკეტა კარი. – ცოლი გავიდა… თვალცრემლიანი ქმარი გამოძვრა სამალავიდან და ბარათს დასწვდა. აინტერესებდა, რა მიაწერა ზედ ცოლმა.
აცრემლებულმა წაიკითხა: «შენს ფეხებს ვხედავ, ლოგინის ქვეშ ჩანს… მაღაზიაში გავდივარ, პურზე…» )))

წყარო: Motherly Love ❤️

ნანახია:(464)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„შენ გინდა გაიგო რა არის ბედნიერება, მე გასწავლე, მაგრამ შენ უნიჭო აღმოჩნდი“…

ოღონდ დროებით… შენ ჩემი არ გესმის, არც გინდა გაგეგო. მე შენი ბოლომდე მესმის, ვცდილობ, კიდე უფრო კარგად გაგიგო. შენ გონებით


მომაკვდავის „უკანასკნელი“ სურვილი …

უკურნებელ სენთან ბრძოლამ დაკარგა აზრიო, ექიმისგან იყო პასუხი. გამიჭირდა მომაკვდავისკენ გახედვა, შევამჩნიე, როგორ ჩაიმალა ხმაამოუღებლად საბანში, თვალებაწყლიანებული, რომ არ დამენახა.


როგორ გავუგოთ ქალებს?

…მამაკაცები ხშირად იყენებენ ფრაზას: “ქალებს რას გაუგებ!”… არა და ძალიან მარტივია ქალების გაგება  …მაინც როგორ გავუგოთ ქალებს? 1. მამაკაცს უნდა ახოვდეს,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*