„გული დამეწვა და თან საშინლად გავბრაზდი!“ — ქეთი მიქაძე | Jolo.ge


„გული დამეწვა და თან საშინლად გავბრაზდი!“ — ქეთი მიქაძე

„გული დამეწვა და თან საშინლად გავბრაზდი!“ — ქეთი მიქაძე

„ბატონო პოლიტიკოსებო! ასეთი საქმეები უნდა აკეთოთ და არა გრანდიოზული ყრილობები თუ შეხვედრები ტორტის თანხლებით!“ — წერს „ფეისბუქის პირად გვერდზე“ ჟურნალისტი ქეთი მიქაძე… და იმ ტკივილიან სურათებსა და თხოვნებს ეხმაურება, რომელთაც სოციალურ ქსელში უხვად ნახავთ.

ქეთი მიქაძე: „ახლა გადავხედე „ფეისბუქს“ და ერთმანეთის მიყოლებით 10-12 სურათი — დავეხმაროთ… ტარდება საქველმოქმედო კონცერტი, მას ჩვენი დახმარება სჭირდება…

გული დამეწვა და თან საშინლად გავბრაზდი! მილიონებს ვხარჯავთ კონცერტებზე, ათასებს პარტიების ყრილობებზე და დარბაზების ქირაობებზე, კიდევ მეტს სამომავლოდ მსოფლიო დონის ფეხბურთელის ჩამოყვანის მოთხოვნაზე… კიდევ რამდენ ფუჭ რაღაცაზე… ამ ადამიანებს კი დახმარება სჭირდებათ და იმ გაფლანგული თანხებით შეიძლება სიცოცხლეც კი შეუნარჩუნდეთ.

ბატონო პოლიტიკოსებო! ასეთი საქმეები უნდა აკეთოთ და არა გრანდიოზული ყრილობები თუ შეხვედრები ტორტის თანხლებით! აი, ეს არის საქმე და გარანტირებული ხმა, თორემ მიკროფონიდან რაც არ უნდა მითხრა, როგორ დაგიჯერო??? და კიდევ, იქნებ ყველამ დავდოთ თითო აგური, ასე უფრო მალე ავაშენებთ!!!

ნანახია:(50)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„ვისზეც ხმა მიმიწვდება, კი ვაფრთხილებ და ვმოძღვრავ“…

წარამარა მესმის ხოლმე სმენითი ტრავმების შესახებ სტუდენტებსა და კოლეგებში…  ვისზეც ხმა მიმიწვდება, კი ვაფრთხილებ და ვმოძღვრავ, მაგრამ მათშიც კი აღმოჩნდება


ქუჩის მუსიკოსის ნატვრა და დიდი მიზნები

ვისაც თავისუფლების მოედანზე, პუშკინის ქუჩაზე გაუვლია შეუძლებელია ყურადღება არ მიექციოს იმ ახალგაზრდა ქუჩის მუსიკოსისთვის, რომელიც მთელი ენერგიითა და გრძნობით  სხვადასხვა


კახა ბენდუქიძის „ერთი ბიჭის ისტორია“

ერთი ბიჭის ისტორია ავტორი, — კახა ბენდუქიძე მინდა ერთ ბიჭზე მოგიყვეთ. ქუთაისელი იყო. თბილისი ბავშვობიდან არ უყვარდა. ცხენები უყვარდა. ოცნებებში


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*