Jacobs Startup Competition-ზე ქართველმა სტუდენტებმა გაიმარჯვეს | Jolo.ge


Jacobs Startup Competition-ზე ქართველმა სტუდენტებმა გაიმარჯვეს

Jacobs Startup Competition-ზე ქართველმა სტუდენტებმა გაიმარჯვეს

ბრემენის საერთაშორისო სტუდენტურ სტარტაფ Jacobs Startup Competition-ზე ქართველმა სტუდენტებმა პირველი ადგილი მოიპოვეს — ამ სასიხარულო ინფორმაციას თავისუფალ უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე ამოიკითხავთ. 

ბრემენის ყოველწლიურ საერთაშორისო სტუდენტურ სტარტაპების კონკურსზე დარეგისტრირებული 127 პროექტიდან ქართული გუნდი — InGlove ჯერ ტოპ 10-ულში მოხვდა, რის შემდეგაც სტუდენტები გერმანიაში გაემგზავრნენ, საფინალო პრეზენტაციის საჩვენებლად.

სტარტაფში ტრადიციულად მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები მონაწილეობენ — როგორებიცაა: MIT, Stanford, Yale და სხვა.

ქართულმა გუნდმა საბოლოო პრეზენტაცია პროექტით — «ინტერაქტიული ხელთათმანი» წარმოადგინა.

ჟიურის გადაწყვეტილებით პირველი ადგილი სწორედ მათ დაიკავეს და აჯობეს ყველა დანარჩენ დარეგისტრირებულ პროექტს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

გამარჯვებული სტუდენტები არიან:

დიმიტრი ცხოვრებაძე — თავისუფალი უნივერსიტეტი;

გიორგი გაბარაშვილი — აგრარული უნივერსიტეტი;

გიორგი მეშველიანი — თსუ.

გუნდის შესახებ მომზადებული სიუჟეტი შეგიძლიათ იხილოთ აქ 

 

dimitri

თავისუფალი უნივერსიტეტის ინფორმაციითვე დიმიტრი ცხოვრებაძე მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (MIT) სტუდენტი გახდა!
თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სტუდენტი სექტემბრიდან სწავლას აშშ-ში გააგრძელებს.
მსოფლიო რეიტინგის პირველმა უნივერსიტეტმა დიმიტრის ჩარიცხვა რამდენიმე საათის წინ ოფიციალურად დაადასტურა.

ნანახია:(37)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„ჩავეძიე და კანადელი სვანი ვარო“ — მარიტა დამენია აშშ-დან

ასეთი ადგილია მანჰეტენი, ყველაზე საინტერესო ადამიანებს შეხვდები. გამოფენაზე რომ მოვიდა, პირველად ვერც მივხვდი, მარკ ჰარისმა საქართველოზე ამდენი რატომ იცოდა, ჩავეძიე


„ძალიან მინდოდა იმ კაცის ვინაობა გამეგო“ …

მოსკოვში ვარ, ტაქსი გავაჩერე, მისამართზე და თანხაზე მოველაპარაკე, ჩავჯექი, დაძრა, ცოტა ხანში რაღაც უცნაურად შემომხედა, მარტო გამოლაპარაკების სურვილი არ ჩანდა


კოტეჯი რაჭაში  — იდეალური   გარემო  დაუვიწყარი დღეების გასატარებლად

თითოეული ჩვენთაგანი ოცნებობს დავისვენოთ იქ სადაც ზამთარი არის თოვლიანი და დაფიფქულია გარემო თეთრად.სადაც საოცრად ბარდნის და მუხლამდე გვაქვს თოვლი. კოტეჯი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<