ქართველი რეჟისორი, რომელმაც მარკესს 12 წლიანი ურჩობა დააძლევინა | Jolo.ge

ქართველი რეჟისორი, რომელმაც მარკესს 12 წლიანი ურჩობა დააძლევინა

„მარკესმა მითხრა: შვილო, გეტყობა, რომ მაღალი კულტურის ქვეყნიდან ხარო. ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შეფასება იყო“- ამბობს უცხოეთში მცხოვრები ქართველი რეჟისორი დავით პაპავა-გურჯი.

მარკესმა მითხრა: შვილო, გეტყობა, რომ მაღალი კულტურის ქვეყნიდან ხარო. ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შეფასება იყო“- ამბობს უცხოეთში მცხოვრები ქართველი რეჟისორი დავით პაპავა-გურჯი. ის ერთადერთი შემოქმედია, რომელსაც გაბრიელ გარსია მარკესმა თავისი ნაწარმოების „მარტოობის ასი წელიწადის“ დადგმის უფლება მისცა. ამ სპექტაკლზე მუშაობისას რეჟისორმა მარკესის ოჯახთან ერთად 2 თვე იცხოვრა. დათოს შუამდგომლობით მოახერხა დავით ტურაშვილმა მარკესის ერთ-ერთი წიგნის თარგმნაც…
რეჟისორის შემოქმედებას ქართული საზოგადოება ნაკლებად იცნობს, თუმცა მისი სპექტაკლები უცხოელი მაყურებლისთვის კარგადაა ცნობილი. უცხოეთში მას 25-ზე მეტი სპექტაკლი აქვს დადგმული.
დათო გურჯი: სპექტაკლები ძირითადად ლონდონის ცნობილ თეატრებში მაქვს დადგმული. უკვე 16 წელია, უცხოეთში ვცხოვრობ. ლონდონში წელიწადში 2-3 სპექტაკლს ვდგამდი. ამას მოჰყვა მარკესის პროექტი. ამიტომაც 4 წელი ვიცხოვრე სამხრეთ ამერიკაში.
– როგორც ვიცი მარკესს 12 წლიანი ურჩობა შენ დაარღვევინე
– მარკესის ოჯახიდან მოწვევა მივიღე და კოლუმბიაში გადავსახლდი. მარკესმა მართლაც 12-წლიანი ურჩობა დაარღვია და უფლება მომცა რომანის ადაპტაციის. მანამდე მას თხოვნით მიმართეს ფელინიმ, კუსტურიცამ და ჰოლივუდიდან რამდენჯერმე ჰქონდა შეთავაზება, მაგრამ ყველა უარით გაისტუმრა. ამაზე თანხმობა მისცა თავის ბიძაშვილს, რომელიც ჩემი მეგობარია. როდესაც რეჟისორს ირჩევდნენ, მარკესს ჩემი სპექტაკლები აჩვენეს და საბოლოოდ არჩევანი ჩემზე გაკეთდა.
მარკესი მხოლოდ პირველ ჩვენებას დაესწრო, პრემიერაზე მწერლის 100-ზე მეტი ნათესავი შეიკრიბა. საოცარი შეგრძნება იყო, როდესაც მარკესის და-ძმანი გმირებთან ერთად ტიროდნენ და იცინოდნენ. თავად კი, როდესაც პირველ რეპეტიციას დაესწრო, მითხრა: „შვილო, გეტყობა, რომ მაღალი კულტურის ქვეყნიდან ხარო“. ეს იყო ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შეფასება.
რთულია მარკესის გაცოცხლება სცენაზე, რადგან სპეციფიკური ენა აქვს, ძალიან პოეტურია. ბევრი ფილმია მარკესის ნაწარმოებებზე გადაღებული, მაგრამ კოლუმბიაში არ მოსწონთ. ამიტომაც ჩემს მიწვევას თავიდან დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა: რატომ უცხოელი, ისინი ვერ ხვდებიან ჩვენს უნიკალურობას, ჩვენს კულტურასო. მაგრამ მოიწონეს, გამოვიდა. ალბათ, იმიტომ, რომ ქართველი ვარ და ჩვენი კულტურა მაინც რეალური და ირეალური სამყაროების შერწყმაა, არა ვართ პრაგმატულები. სხვა ქვეყანაში რომ გამეკეთებინა და არა კოლუმბიაში, შეიძლება, ასეთი არ გამოსულიყო. 2 თვე კარტახენაში, მარკესის ოჯახთან ერთად ვცხოვრობდი, რამაც საქმე გამიიოლა.
– როგორც ვიცი, ესპანეთის მეფე და კოლუმბიის პრეზიდენტიც დაესწრნენ პრემიერას, საგრიმიოროშიც შემოვიდნენ და მოგილოცეს, რა შეგრძნება გქონდა?
– მარკესთან მოვიდნენ, თუმცა პრემიერა მოეწონათ და მომილოცეს. უცნაურად ვგრძნობდი თავს. აბსურდული მეჩვენებოდა, მაგრამ იმდენად აბსურდულია იქაური სამყარო, რომ ამ ყველაფერს ნორმალურად იღებ. ეს არის მაგიური რეალიზმი. თავისთავად ნერვიულობაც ახლდა, მაგრამ ბედნიერების შეგრძნება მუდმივად იყო – სარეპეტიციო პროცესი, პრემიერა, ოჯახის შეკრება… ისინი ძალიან იშვიათად ხვდებიან ერთმანეთს. უცნაური ოჯახია, მარკესის ავტობიოგრაფიაშიც იგრძნობა, რომ ოჯახში დაძაბულობაა, ზოგიერთი ერთმანეთს წლობით არ ელაპარაკება. პრემიერის დღეს კი მათი შეკრება მოხერხდა.

ის ერთადერთი შემოქმედია, რომელსაც გაბრიელ გარსია მარკესმა თავისი ნაწარმოების „მარტოობის ასი წელიწადის“ დადგმის უფლება მისცა. ამ სპექტაკლზე მუშაობისას რეჟისორმა მარკესის ოჯახთან ერთად 2 თვე იცხოვრა. დათოს შუამდგომლობით მოახერხა დავით ტურაშვილმა მარკესის ერთ-ერთი წიგნის თარგმნაც…

რეჟისორის შემოქმედებას ქართული საზოგადოება ნაკლებად იცნობს, თუმცა მისი სპექტაკლები უცხოელი მაყურებლისთვის კარგადაა ცნობილი. უცხოეთში მას 25-ზე მეტი სპექტაკლი აქვს დადგმული.

დათო გურჯი: სპექტაკლები ძირითადად ლონდონის ცნობილ თეატრებში მაქვს დადგმული. უკვე 16 წელია, უცხოეთში ვცხოვრობ. ლონდონში წელიწადში 2-3 სპექტაკლს ვდგამდი. ამას მოჰყვა მარკესის პროექტი. ამიტომაც 4 წელი ვიცხოვრე სამხრეთ ამერიკაში.
– როგორც ვიცი, მარკესს 12 წლიანი ურჩობა შენ დაარღვევინე…

– მარკესის ოჯახიდან მოწვევა მივიღე და კოლუმბიაში გადავსახლდი. მარკესმა მართლაც 12-წლიანი ურჩობა დაარღვია და უფლება მომცა რომანის ადაპტაციის. მანამდე მას თხოვნით მიმართეს ფელინიმ, კუსტურიცამ და ჰოლივუდიდან რამდენჯერმე ჰქონდა შეთავაზება, მაგრამ ყველა უარით გაისტუმრა. ამაზე თანხმობა მისცა თავის ბიძაშვილს, რომელიც ჩემი მეგობარია. როდესაც რეჟისორს ირჩევდნენ, მარკესს ჩემი სპექტაკლები აჩვენეს და საბოლოოდ არჩევანი ჩემზე გაკეთდა.

მარკესი მხოლოდ პირველ ჩვენებას დაესწრო, პრემიერაზე მწერლის 100-ზე მეტი ნათესავი შეიკრიბა. საოცარი შეგრძნება იყო, როდესაც მარკესის და-ძმანი გმირებთან ერთად ტიროდნენ და იცინოდნენ. თავად კი, როდესაც პირველ რეპეტიციას დაესწრო, მითხრა: „შვილო, გეტყობა, რომ მაღალი კულტურის ქვეყნიდან ხარო“. ეს იყო ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შეფასება.

რთულია მარკესის გაცოცხლება სცენაზე, რადგან სპეციფიკური ენა აქვს, ძალიან პოეტურია. ბევრი ფილმია მარკესის ნაწარმოებებზე გადაღებული, მაგრამ კოლუმბიაში არ მოსწონთ. ამიტომაც ჩემს მიწვევას თავიდან დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა: რატომ უცხოელი, ისინი ვერ ხვდებიან ჩვენს უნიკალურობას, ჩვენს კულტურასო. მაგრამ მოიწონეს, გამოვიდა. ალბათ, იმიტომ, რომ ქართველი ვარ და ჩვენი კულტურა მაინც რეალური და ირეალური სამყაროების შერწყმაა, არა ვართ პრაგმატულები. სხვა ქვეყანაში რომ გამეკეთებინა და არა კოლუმბიაში, შეიძლება, ასეთი არ გამოსულიყო. 2 თვე კარტახენაში, მარკესის ოჯახთან ერთად ვცხოვრობდი, რამაც საქმე გამიიოლა.

– როგორც ვიცი, ესპანეთის მეფე და კოლუმბიის პრეზიდენტიც დაესწრნენ პრემიერას, საგრიმიოროშიც შემოვიდნენ და მოგილოცეს, რა შეგრძნება გქონდა?

– მარკესთან მოვიდნენ, თუმცა პრემიერა მოეწონათ და მომილოცეს. უცნაურად ვგრძნობდი თავს. აბსურდული მეჩვენებოდა, მაგრამ იმდენად აბსურდულია იქაური სამყარო, რომ ამ ყველაფერს ნორმალურად იღებ. ეს არის მაგიური რეალიზმი. თავისთავად ნერვიულობაც ახლდა, მაგრამ ბედნიერების შეგრძნება მუდმივად იყო – სარეპეტიციო პროცესი, პრემიერა, ოჯახის შეკრება… ისინი ძალიან იშვიათად ხვდებიან ერთმანეთს. უცნაური ოჯახია, მარკესის ავტობიოგრაფიაშიც იგრძნობა, რომ ოჯახში დაძაბულობაა, ზოგიერთი ერთმანეთს წლობით არ ელაპარაკება. პრემიერის დღეს კი მათი შეკრება მოხერხდა.

ავტორი: დეა თავბერიძე

ნანახია:(62)-ჯერ

Comments

comments

Related Articles

ის დღე, წიგნად შემიძლია გამოვცე, იმდენი რამ მომცა, გამააზრებინა და დამანახა….

…ერთხელ ( ლამის ბავშვობაში) გადავწყვიტე რიგი პოეტებისათვის მეკითხა აზრი ჩემი ლექსების შესახებ. ასე მოვხვდი ოტია იოსელიანთან სახლში სტუმტად ჩემი «ფურცლებით»

პლაცებო — ინერტული აბის მორფინის ეფექტი

პლაცებო ერთ-ერთი ამოუხსნელი და უცნაური ფენომენია, მისი საშუალებით შეგვიძლია ავადმყოფობისაგანაც განვიკურნოთ, მხოლოდ იმიტომ რომ გვჯერა ასე მოხდება. პლაცებო ინდიფერენტული ნივთიერებაა, რომელსაც

„პირველ რიგში ჩვენთან ბავშვები სწავლობენ პატივისცემას და თავაზიანობას“

იაპონიაში, ვიდრე სენსეი მოსწავლეს აიყვანდა, ის მას გარკვეული დროის მანძილზე თავის სახლში აცხოვრებდა, როგორც დამხმარეს, იმისთვის, რომ უკეთ გაეცნო მისი

No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*