ქართველი მხატვრების გამოფენა ნიუ-იორკში — Madatart 2016 წლის საგამოფენო სეზონს გრანდიოზულად დახურავს | Jolo.ge


ქართველი მხატვრების გამოფენა ნიუ-იორკში — Madatart 2016 წლის საგამოფენო სეზონს გრანდიოზულად დახურავს

ქართველი მხატვრების გამოფენა ნიუ-იორკში — Madatart 2016 წლის საგამოფენო სეზონს გრანდიოზულად დახურავს

 

შეიძლება ითქვას რომ 2016 წელს ამერიკას ქართველი ხელოვანების რეკორდული რაოდენობა სტუმრობდა. ნიუ -იორკის გალერეებში წელს 30- მდე ქართველი მხატვარი  იყო წარმოდგენილი,  როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, წლის ბოლოს მათი რიცხვი ორმოცდაათს მიაღწევს.  Madatart ქართველი მხატვრების და გრანდიოზული გამოფენით ნიუ იორკის სეზონის დახურვას გეგმავს.  გამოფენა 6-11 დეკემბერს ნიუ- იორკის ისტორიულ ქუჩაზე Orchard Streetზე  მდებარე  Artifact გალერიში  გაიმართება.  უფრო ვრცლად გამოფენის დეტალებზე გამოფენის კურატორს მარიტა დამენიას ვესაუბრეთ;

მარიტა დამენია: „Madatart განაგრძობს ნიუ-იორკის საუკეთესო გალერეებთან თანამშრომლობას. ალბათ თქვენს მკითხველს ემახსოვრება, ნიუ- იორკის შემოდგომის საგამოფენო სეზონი ქართველი მხატვრების ჯგუფური გამოფენით  ემანუელ ფრემინ გალერიმ გახსნა. ეს გალერეა საკმაოდ პოპულარულია ნიუ- იორკში და მასში მსოფლიო დონის არტისტები იფინებიან. ისეთი როგორიცაა ცნობილი ტაივანელი სკულპტორი  Hung Yi . ამავე ავტორის ნამუშევრები  Emmanuel Fremin Gallery იმ ნამუშევრების ნაწილი მანჰეტენის ცენტრში განათავსა. Fancy Animal Carnaval ძალიან პოპულაურია ნიუ — იორკში და ამ ქანდაკებებს ყველა ტურისტის ფოტოებში შეხვდებით. აი ასეთი დონის გალერეა გვმასპინძლობდა სექტემბერში და ჩვენმა გამოფენამაც საკმაოდ წარმატებულად ჩაიარა.

მომდევნო გამოფენას Artifact Gallery უმასპინძლებს. გამოფენა 6-11 დეკემბერს გაიმართება, ხოლო გახსნის საზეიმო საღამო 7 დეკემბერს იგეგმება.

marita2Orchard street  ნიუ იორკისთვის დაახლოებით შარდენის მსგავსი ადგილია  განთქმული გალერეებით, რესტორნებითა და კაფე-ბარებით. ქუჩაზე მუდმივად ხალხმრავლობაა, განსაკუთრებით დეკემბერში, როცა საშობაოდ ქალაქი ტურისტების რეკორდულ რაოდენობას მასპინძლობს. აქვე არის ცნობილლი ემიგრაციის მუზეუმი Tenement მუზეუმი. სადაც პირვანდელი სახით არის შემორჩენილი ნიუ იორკში საუკუნის დასაწყისში ჩამოსული ემიგრანტების საცხოვრებელი ოთახები. საერთოდ ეს ქალაქის ისტორიული ნაწილია და მუდმივად ყურადღების ცენტრში ექცევა. გალერეა ორსართულიანი, დიდი ვიტრინები პირდაპირ ქუჩაზე გადმოდის და მუზეუმის გვერდით მდებარეობს. ჩვენი გამოფენა ნიუ -იორკის საგამოფენო სეზონის დახურვას დავამთხვიეთ. დაახლოებით 20 დეკემბრიდან ერთი თვის განმავლობაში გალერეები იხურება. გამოფენები კი ქვეყნის სამხრეთით ინაცვლებს.

— ვინ მონაწილეობს გამოფენაში და როგორ ხდება მხატვრების შერჩევა?

-პირველი რაც მინდა გამორჩეულად ავღნიშნო ბატონი გია ბუღაძის მონაწილეობაა. ძალიან გამიხარდა რომ დამთანხმდა. ჩვენს გამოფენაში ჩართულები არიან ემიგრანტი მხატვრები ამერიკიდან, გერმანიიდან, საბერძნეთიდან რა თქმა უნდა საქართველოდან. გამოფენაში მონაწილეობენ; ციური ჩაჩუა, ცირა ახობაძე, ნანა გაგოშიძე, ნინო ქურდაძე, ნინო კიკვაძე, ლაშა ბერაია, პაპუნა დაბრუნდაშვილი მეუღლესთან თიკა გზირიშვილთან ერთად, დავით არბოლიშვილი, ნინო პაიჭაძე, ავთანდილ გახოკიძე, ალეკო აჭარაძე და ქალბატონი ირმა ქვლივიძე საბერძნეთიდან რომელიც არაჩვეულებრივ პორტრეტებს ქმნის და გარდა ამისა გახლავთ ნიჭიერი ხატმწერი. მედეთარტმა გადაწყვიტა ხელი შეუწყოს ნიჭიერ ხელოვანებს საქართველოდან, რომლებსაც შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობები აქვთ. მოგეხსნებათ ასეთი ადამიანების ადაპტაციისთვის საქართველოში ძალიან ცუდი პირობებია შექმნილი, მათ ხშირად ხელი აქვთ  მომავალზე ჩაქნეული და სტიმული ყველაზე მეტად სჭირდებათ. ბატონი რეზო მექვაბიშვილი ძალიან ნიჭიერი და რაც მთავარია ოპტიმისტი ადამიანია. არაჩვეულბრივად ხატავს და დეკემბრის გამოფენაზე ის ამერიკელ დამთვალიერებელსაც გააცნობს საკუთარ შემოქმედებას.

-ჯგუფის შედგენა დასრულებულია?

-მალე დასრულდება,თუმცა მსურველებს კიდევ შეუძლიათ შემოგვიერთდნენ, შესარჩევ ჯგუფში მოსახვედრად საჭიროა გამოგვიგზავნონ ბიოგრაფია და სამი ნამუშევარი შემდეგ მისამართებზე; marita@madatart.com an dameniaart@gmail.com

ამ გამოფენისთვის კატალოგსაც ვამზადებთ და სასურველია მონაწილეობის მსურველები დროულად დარეგისტრირდნენ, რომ კატალოგშიც მოხვდნენ.

marita3

— რას გვეტყვით თქვენს სამომავლო გეგმებზე და გაგრძელდება თუ არა ამერიკაში ქართველი მხატვრების გამოფენები?

— რა თქმა უნდა გააგრძელდება. ამ ზამთარს გვსურდა გამოფენა ფლორიდაში გაგვეკეთებინა, თუმცა იქ დატრიალებული სტიქიური უბედურებების გამო წელს ალბათ თავს შევიკავებ და შესაძლოა ზამთრის სეზონის გამოფენა ლოსანჯელესში გაიმართოს. ხოლო მარტიდან კვლავ განახლდება ნიუ იორკის გამოფენების ციკლი, გარდა ამისა ვაპირებთ მონაწილეობა მივიღოთ რამოდენიმე არტფესტივალში. მომავალი წელი კიდევ უფრო დატვირთულიი და საინტერესო გვექნება. ასე რომ წინ ბევრი საინტერესო სიახლე გველოდება.

დამატებითი ინფორმაციების მისაღებად გთხოვთ ესტუმროთ ჩვენს ვებგვერდს ან ფეისბუქს

www.madatart.com

https://www.facebook.com/Madatart-864438133679029/?fref=ts

 

 

ნანახია:(636)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ერთმა კაცმა სოკრატეს ჰკითხა…

ერთმა კაცმა სოკრატეს ჰკითხა: -იცი, რა მითხრა შენზე შენმა მეგობარმა? -მოიცადე- შეაჩერა სოკრატემ, -სანამ რამეს იტყოდე, სამ საცერში გაცერი და


ნინო ჩაკვეტაძის შემოქმედება. ნახატები, რომლებიც გულს გაგითბობთ

                                       ნინო ჩაკვეტაძე ნანახია:(385)-ჯერ Comments


„რძალ-დედამთილიანი“

ერთ ქალს საშინელი ურთიერთობა ჰქონდა დედამთილთან. ისინი გამუდმებით ჩხუბობდნენ. ერთხელ რძალი ერთ ჯადოქართან მივიდა და საწამლავი სთხოვა:  – ცხოვრება ჯოჯოხეთად მექცა, არ შემიძლია მეტი. დამეხმარეთ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*