ქართველი მხატვრები უოლ-სტრიტზე და Madatart-ის ახალი პროექტი ამერიკის უმდიდრეს ქალაქში! | Jolo.ge


ქართველი მხატვრები უოლ-სტრიტზე და Madatart-ის ახალი პროექტი ამერიკის უმდიდრეს ქალაქში!

ქართველი მხატვრები უოლ-სტრიტზე და Madatart-ის ახალი პროექტი ამერიკის უმდიდრეს ქალაქში!

ამერიკაში მცხოვრებ არტ-კურატორს მარიტა დამენიას ჩვენი მკითხველი და ქართველი ხელოვანები უკვე კარგად იცნობენ. ის არაერთი გამოფენის და მასშტაბური პროექტის ავტორი ჯერ კიდევ საქართველოში ყოფნისას იყო. თუმცა, ცხოვრების სტილი, არც ნიუ იორკში გადასვლის შემდეგ შეუცვლია, უკვე მესამე წელია არტპრომოუშენ კომპანია Madatart-ს ხელმძღვანელობს და ამ დროის განმავლობაში მანჰეტენზე ოცზე მეტი გამოფენა გააკეთა.

ბოლო გამოფენა პარასკევს 27 აპრილს უოლ-სტრიტზე მდებარე მსოფლიო სავაჭრო ცენტრის გალერეაში გაიხსნა და სრული წარმატებით ჩაიარა.

მარიტა დამენია: გასული კვირა ძალიან დატვირთული იყო, როგორც ემოციურად, ისე ფიზიკურად. ვოლსტრიტზე 17 ქართველი ხელოვანის ნამუშევარი გამოვფინე. World Trade Gallery ასე ქვია გალერეას, რომელმაც ჩვენს გამოფენას Into the heart of the World უხელმძღვანელა.

სახელწოდება შემთხვევით არ შემირჩევია, ეს ადგილი მართლაც მსოფლიოს ცენტრია, როგორც ფინანსური ისე ტურისტული თვალსაზრისით, იქვე მდებარეობს 9/11 მემორიალი , რომელიც მსოფლიოს უდიდესი ტრაგედიის ადგილას არის გახსნილი, აქ არის მანჰეტენის გული, საინტერესო როგორც კულტურული, ისე ურბანული თვალსაზრისით. თავად გალერეას 30 წლიანი ისტორია აქვს და სმისების ოჯახის მეორე თაობა ხელმძღვანელობს.

— ვინ იღებდა გამოფენაში მონაწილეობას და როგორ მოხდა მათი შერჩევა?

— ვინაიდან მე საქართველოში ხუთ წელზე მეტია აღარ ვცხოვრობ, ვცდილობ სოცილურ ქსელებში ვიაქტიურო, რომ ხელოვანებმა მარტივად შეძლონ ჩვენთან დაკავშირება და ასეც არის. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს რომ გამოფენებში, უპირობოდ ყველას შეუძლია მონაწილეობის მიღება. ხელოვანები გვიგზავნიან აპლიკაციებს და კონკრეტული პროექტისთვის შესაბამის კანდიდატურას ვარჩევთ.

რაც შეეხება ამ გამოფენას, რადგან სივრცე საკმაოდ არაორდინალური და საინეტერესო იყო, შევძელით ბევრი სხვადასხვა ტიპის ხელოვანი და ნამუშევარი გაგვეერთიანებინა. გვყავდა მინანქრის ოსტატები; ნათია ბექაური, ანა ჯანუყაშვილი და ეკატერინე აბესაძე, აქსესაურები -ანანო გოგიტიშვილი. თექა-ლალი ხარებავა. მხატვრები; მაიკო ჯიმშელეიშვილი, ცირა ახობაძე, მაკა ბერაძე, ნინო ქურდაძე, ეკატერინე მერაბიშვილი, ნათია მაჭარაშილი, ნინო პატეიშვილი, ქეთევან მეზურნიშვილი, მერი შერვაშიძე, თინათინ გზირიშვილი. მოქანდაკე პაპუნა დაბრუნდაშვილი. დიზაინერები მარიამ კაპანაძე და სოლმაზ ფოოლადი, რომელიც საოცარ სკამებს აკეთებს და ვფიქრობ მისი შემოქმედება საქართველოშიც ძალიან მოეწონებათ.

— როგორ ჩაიარა გამოფენამ?

-ძალიან კარგად, სრული დასწრება იყო და სტუმრებიც და მონაწილეებიც ძალიან კმაყოფილები იყვნენ. განსაკუთრებით სასიამოვნო იყო, რომ არაჩვეულებრივ ნამუშევრებთან ერთად ჩვენ სტუმრებს ქართული უმაღლესი ხარისხის ღვინის მირთმევაც შეეძლოთ. ჩვენმა პარტნიორმა ღვინის კომპანია გიუაანმა ელიტარული ღვინით უმასპინძლა გამოფენის სტუმრებს. ამერიკელებთან ერთად გამოფენას ქართული ემიგრაციაც ესწრებოდა, მათთვის კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მსგავსი საღამოები.

— მომავლის გეგმების შესახებ რას გვეტყვით?

— მე ქართველი ხელოვანების გარდა სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთანაც ვმუშაობ. რვა ივნისს ამავე გალერეაში ამერიკელი არტისტის მარკო სტოატის გამოფენა მაქვს დაგეგმილი, ხოლო აგვისტოს დასაწყისში ვაპირებ Reveal ART FAIR ში ჩართვას. 50 მონაწილე გალერეას შორის, თავად ფესტივალის დამფუძნებლის ინიციატივით მოვხვდი.

 

Saragota SPRING ერთ-ერთი უმდიდრესი ქალაქია, რომელიც მინერალური წყლებით და სპასალონებითაა სახელგანთქმული. ჯგუფის შედგენა 5 მაისს დასრულდება ამიტომ მონაწილეობის მსურველებმა აპლიკაციები ამ კვირის განმავლობაში უნდა მოგვაწოდონ, მისამართზე dameniaart@gmail.com

 

ნანახია:(573)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„დედე“ სვანი ქალის ბედისწერით — ვოვა კაჭარავას განცხადება

უკვე რამდენიმე თვეა რეჟისორი მარიამ ხაჭვანი უშგულში ფილმს იღებს. ფილმში მთავარ გმირს საფრანგეთიდან ჩამოსული გიორგი ბაბლუანი ანსახიერებს. როგორც რეჟისორმა განაცხადა „დედე“, რეალურ ამბავს


ნიუ-იორკში ქართველი მხატვრების საიუბილეო გამოფენა გაიმართება

„ცენტრალ პარკის კარიბჭესთან“  2015 წლის ოქტომბერში ნიუ იორკში, ქართველმა ემიგრანტმა მარიტა დამენიამ არტპრომოუშენ კომპანია „მედეთარტი“ დააფუძნა. სამი წლის განმავლობაში Madatart


„არ დაეკარგოთ თქვენს ქვეყანას“ — კონსერვატორიის რექტორის ამაღელვებელი მიმართვა

„ეს ენერგია არ გამოგლეოდეთ, რომელიც სამშობლოში დასაბრუნებლადაა საჭირო, რომ მთლად არ წახვიდეთ და არ დაეკარგოთ თქვენს ქვეყანას“ — ამბობს საქართველოში


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*