15 ქართველი მხატვარი ნიუ-იორკის დიდ საგამოფენო სივრცეში | Jolo.ge


15 ქართველი მხატვარი ნიუ-იორკის დიდ საგამოფენო სივრცეში

15 ქართველი მხატვარი ნიუ-იორკის დიდ საგამოფენო სივრცეში

ვინ არის საქართველოდან წასული ემიგრანტი, რომელიც უცხოეთში ქართველების წარმოჩენაზე ზრუნავს და ნიუ -იუორკის პრესტიჟულ გალერეაში ნიჭიერ ქართველ ხელოვანთა გამოფენას აწყობს?  ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული ინფორმაციით ძალიან მალე, ამერიკაში 15 მხატვარი გაემგზავრება და საკუთარ ნამუშევრებს ჩელსიში, „Emmanuel Fremin Gallery-ში გამოფენს.

marita1როგორც  „ჟოლოსთვის“ გახდა ცნობილი ამ კეთილი საქმის ინიციატორი არტ-პრომოუშენ კომპანია Madatart — ის პრეზიდენტი მარიტა დამენია გახლავთ. საქართველოში ცხოვრების პერიოდში სწორედ მისი დამსახურებით განხორციელდა ერთ-ერთი მაშტაბური პროექტი გიგო გაბაშვილზე. საზოგადოება გაეცნო გიგო გაბაშვილის უნიკალურ და უცნობ ფოტოებს, რომელთა ნეგატივებიც მარიტა დამენიამ ამ პროექტის თანაავტოთან, მკვლევარ გოგი სარაჯიშვილთან ერთად აღმოაჩინა. ეს რამდენიმე წლის წინ იყო… დღეს კი  ნიჭიერი ქართველი მხატვრების აღმოჩენითა და მსოფლიოში მათი პოპულარიზაციით არის დაკავებული.

„ჟოლოს“ მკითხველი თავად მარიტა დამენიასგან შეიტყობს თუ როგორ გაჩნდა ამერიკაში გამოფენის მოწყობის იდეა და რა სიახლე ელოდებათ სამომავლოდ იმ მხატვრებს, რომლებიც პირველ გამოფენაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

მარიტა დამენია, არტ-პრომოუშენ კომპანია Madatart ის პრეზიდენტი: ეს იდეა ერთ დღეში არ მომწიფებულა. ნიუ იორკში სამი წელია ვცხოვრობ. ვინაიდან საქართველოში რამდენიმე სერიოზული გამოფენა და პროექტი მქონდა გაკეთებული, გადავწყვიტე რომ აქაც ამ საქმით დავკავებულიყავი. გამიმართლა და ნიუ არტ ფესტივალზე ამიყვანეს, შემდეგი ნაბიჯი ამერიკელი არტისტის მარკო სტოატის სტუდიაში მუშაობა იყო, კონკრეტული პროექტის „ჩელსი გერლზ“ ის ფარგლებში მარკოს გაყიდვებში და გამოფენების ორგანიზებაში ვეხმარებოდი. გარდა ამისა, ვუკეთებდი პრომოუშენს ნიუ იორკის ყველა გალერეაში, გალერეების მფლობელებს ვაცნობდი მის ნამუშევრებს. ასეთი ტიპის შეხვედრა 2000 ზე მეტ გალერეაში მაქვს მოწყობილი. ამან საშუალება მომცა ვფლობდე უნიკალურ მონაცემებს  ქალაქის ყველა გალერეასა და მის მეპატრონეზე.

პროექტის დასრულების შემდეგ გადავწყვიტე შემექმნა საკუთარი არტ პრომოუშენ კომპანია. „Madatart“ აწყობს სოლო და ჯგუფურ გამოფენებს ამერიკის მასშტაბით, ასევე ეხმარება ნიჭიერ არტისტებს პირველი ნაბიჯები გადადგან თანამედროვე ხელოვნების უდიდესი ბაზრის დასაპყრობად.

— სად გაიმართება გამოფენა, როდის იწყება, რამდენ ხანს გასტანს და რამდენი ქათველი მხატვარი მიიღებს მონაწილეობას?

-პირველი გამოფენა გაიმართება 31 მაისიდან-6 ივნისამდე  ჩელსიში, ემანუელ ფრემინ გალერიში და მასში თხუტმეტი მხატვარი მიიღებს მონაწილეობას: ვანო აბულაძე, ნოდარ გიუნაშვილი, დეიკო ალუღიშვილი, თორნიკე აბულაძე, ბადრი ფილიშვილი, სოფო ბარნოვი, თეოდორა კოხოძე, ირაკლი ჩიქოვანი, ლევან აბრამიშვილი, ბექა სვირავა, სოსო ქუმსიაშვილი, გურამ ხეცურიანი, მიშა არბოლიშვილი, ანა ქურციკიძე და ვან ზაკ(ვანო ზაქაიძე).

დადგენილია მომდევნო გამოფენის თარიღიც. რომელიც 21 ივლისს, ასევე ჩელსიში, ქალაქის ერთ-ერთ ძველ და კოლორიტულ ფოენიქს გალერიში გაიმართება. ეს გამოფენაც ქართველი მხატვრების ჯგუფით იქნება დაკომპლექტებული, თუმცა კონკრეტულად ვინ მიიღებს მონაწილეობას ამ ეტაპზე ზუსტდება და მოგვიანებით შეგატყობინებთ.

-რამდენად დაინტერესდნენ ქართველი მხატვრები და არის თუ არა ეს მათთვის შანსი ნიუ-იორკის საგალერიო სივრცეში თავის დამკვიდრების?

-დაინტერესება იმაზე დიდია ვიდრე ველოდი, მეხმაურებიან არამარტო საქართველოდან, არამედ მთელი მსოფლიოდან. ემიგრაციაში მყოფი ქართველი მხატვრებიც. ქართველი ებრაელები ისრაელიდან. რაც შეეხება თავის დამკვიდრებას, ეს ნიუ იორკში ადვილი არაა, არტისტმა აქტიურად უნდა იზრუნოს საკუთარ მარკეტინგზე, გამოფენებზე და ა.შ. რადგან აქ არამხოლოდ მხატვრის ნიჭიერება, არამედ მისი ბიოგრაფიაც ძვირად ფასობს და ნამუშევრების ღირებულებას და გაყიდვების სიხშირეს ეს  განსაზღვრავს. ცხადია ეს თითოეული მხატვრისთვის უდიდესი შანსია, რადგან არასდროს იცი, ვის შეხვდები ნიუ იორკში.

marita2-როგორ მოხდა მხატვრების შერჩევა და რა პირობებით უნდა ჩაერთოს მსურველი ?

-შევარჩიეთ კარგი თანამედრივე ქართველი მხატვრები, მართლა საუკეთესო ჯგუფია, უნიჭიერესი ახალგაზრდებით და უფროსი თაობის წარმოამდგენლებით.

-როგორ ნახატებზე კეთდება აქცენტი?

-რა თქმა უნდა კარგ და საინტერესო ნამუშევრებზე … ისეც ხდება რომ მხატვარს ძლიერი ტექნიკური მხარე აქვს, მაგრამ შეიძლება ეს ის არ არის რაც ნიუ იორკში გაიყიდება. ასეთ შემთხვევაში მათ მიმართულებას ვაძლევ. ვუხსნი რა არის დღეს ბაზარზე მოთხოვნადი და ისინიც მომყვებიან. როცა მხატვარი ნიჭიერია და ძლიერია, ამას ბევრი საინტერესო რამის შექმნა შეუძლია.

-რა მოსწონთ და რას ყიდულობენ უცხოელი კოლექციონერები?

-ყვავილები პეიზაჟები და ჰიპერრეალიზმი უკვე ძალიან ბანალურად მიაჩნიათ. ძალიან არის მოდაში დიდი ზომის ტილოები, მუშაობისას რამოდენიმე განსხვავებული ტექნიკის და მასალის გამოყენებით შესრულებული ნამუშევრები. არაორდინალური სკულპტურები. ალუმინზე გადატანილი და რეზინით შესრულებული ნამუშევრები. თუმცა აქ მაინც ყველაფრის გაყიდვა შეიძლება.

-როგორც ვიცი თქვენც ხატავთ, გამოფენთ თუ არა თქვენს ნამუშევრებსაც?

-ამ ეტაპზე თავს ვიკავებ. ზოგადად ძიების პროცესში ვარ და საკუთარი ადგილიც ვიცი( იცინისJ), იმხელა ამბიციები არ მაქვს რომ ასეთი ნიჭიერი მხატვრების გვერდზე საკუთარი ნამუშევრებიც გამოვჭიმო, მარტო  იმიტომ რომ ორგანიზატორი ვარ. ყველაფერს თავისი დრო აქვს… თუმცა, ერთ გამოფენაში უკვე მივიღე მონაწილეობა ჯერსი სითიში და მომდევნოსთვის მინდა უფრო საფუძვლიანად მოვემზადო.

— რამდენად სწორია გამოთქმა — ამერიკა ოცნებებს ასრულებს?

-შრომა, მოთმინება და სწორ გზაზე სიარული ნაყოფს გამოიღებს, თუმცა ბევრი ადამიანი აქ იმიტომ ცხოვრობს რომ ოჯახი შიმშილით სიკვდილს გადაარჩინოს. ისინი ძალიან ნიჭიერი და განათლებული ადამიანები არიან, მაგრამ იმის ფუფუნება არა აქვთ რომ საკუთარი შრომის ნაყოფს ორი-სამი წელი ელოდონ. მათ ფული ჭირდებათ და ფიზიკურად შრომობენ და ხშირად ამ ჩაკეტილ წრეს თავს ვერ აღწევენ, რადგან ოჯახის წინაშე აქვთ პასუხისმგებლობა. ზოგადად ემგრანტების ცხოვრება რთულია, ყველაფერი ისე არ არის როგორც შორიდან ჩანს. თუმცა, ბევრ წარმატებულ ქართველსაც შევხვდი და ეს ძალიან მახარებს.

-ამერიკიდან როგორია საქართველო და ქართველების ცხოვრება?

-აქედან რასაც თვალს ვადევნებ ძალიან მაშინებს, ქვეყანა ძალიან ნეგატიურ ტალღაზეა. ხალხი დაღლილი, განერვიულებული. ყველა კუთხიდან სიძულვილი იფრქვევა და ეს ქვეყანას უფრო და უფრო ძირავს. შორიდან ისე ჩანს რომ ქევეყანა ერთი დიდი ქვაბია, სადაც მხოლოდ უბედურება იხარშება და ეს ძალიან მტკენს გულს.

რა გენატრებათ ყველაზე მეტად?

-ნოსტალგია სულ მაქვს და მექნება. აქ ყველას საქართველოზე ვუყვები, ფოტოებს ვაცნობ, მის ისტორიას, ვუხსნი რომ ეს არ არის რუსეთი, ეს არის უძველესი კულტურის და ტრადიციების ქვეყანა, რომელიც აუცილებლად უნდა ნახონ.

არამარტო საქართველოს, არამედ მთელს მსოფლიოში მცოხვრებ ქართველებს მინდა ვუთხრა, ვთხოვო, უყვარდეთ და უხაროდეთ ერთმანეთი. სამწუხაროა რომ ბევრი ქართველი უკადრისობს ქართველობას, შეიძლება გამარჯობაზე დამტვრეული რუსულით, ან ინგლისურით გიპასუხონ გაოცებული სახით; უი ისევ ქართველს ვგავააარ? ამ დროს მაქსიმუმ ათი წელია რაც აქ ცხოვრობენ და უკვე მოახერხეს რომ შვილებს ენა დაავიწყეს და ქართველობა ეუკადრისებათ. ცხადია ეს ყველას არ ეხება, მაგრამ 50 % ასე იქცევა. ამასწინათ ფერეიდნელ ქართველებზე ვუყურებდი სიუჟეტს, საოცარი წნეხის მიუხედავად 400 წელი რომ შეინარჩუნეს ენა. ვფიქრობ ყველას ვინც უკადრისობს ქართველობას უნდა რცხვენოდეს მათი.

ჩემს ქვეყანას მინდა ვუსურვო გაიწმინდოს იმ შავი ღრუბლისგან რომელიც მის თავზეა მოქუფრული. დაუდგეს მშვიდობა, გათავისუფლდეს თავსმოხვეული კლიშეებისგან. ადამიანები გახდნენ მეტად ერუდირებულნი და ლაღები, მეტი გაიცინონ და ყველაფერს ეშველება.

 

ავტორი: დეა თავბერიძე

ნანახია:(1436)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

თუ გსურთ იყოთ კარგი მშობელი…

იყო მშობელი იოლი საქმე არ არის. ეს არის სამსახური, რომელიც არასდროს მთავრდება. რამდენად კარგად აღზრდი შვილს ეს არა მხოლოდ სხვების


„შედეგად შვილი ჩვენს მეგობრად გაიზრდება, ჩვენ ის გაგვიგებს“ …

👨‍👩‍👧ჩვენ — შვილები და მშობლები — ბუნებამ რამოდენიმე კვანძით შეგვკრა. 👦ბავშვი თანდათანობით წამოგვეზრდება. ბუნება იძალებს მასში თავისი დიდობისა და თავისუფლების


»რომ არ დამეწერა გული გამისკდებოდა ალბათ» წერს რიგითი ბათუმელი დედა — თეონა ზოიძე

ე.ი რომ არ დამეწერა გული გამისკდებოდა ალბათ მყავს შვილი, თედო. 11ის არაა ჯერ, მარტში გახდება…. 4 წლის წინ თავისით, 6


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*