ქართველი მხატვარი მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტის გრანტით და ემიგრანტის ემოციური თხოვნა | Jolo.ge


ქართველი მხატვარი მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტის გრანტით და ემიგრანტის ემოციური თხოვნა

ქართველი მხატვარი მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტის გრანტით და ემიგრანტის ემოციური თხოვნა

„დამიჯერეთ გავა დრო და თქვენც იამაყებთ იმით რომ თედოსთვის რაღაც გააკეთეთ“ — წერს საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ნესი რობაქიძე და ამჯერად თანადგომას ახალგაზრდა ნიჭიერი მხატვრისთვის თედო რეხვიაშვილისთვის ითხოვს.

ნესი რობაქიძე: მეგობრებო არაერთი საქველმოქმედო აქციის ორგანიზატორი, თანაორგანიზატორი და მხარდამჭერი- უშუალოდ მონაწილე ვყოფილვარ.
აქციები ძირითადად ვინმეს გადასარჩენად ან დასახმარებლად ჩაგვიტარებია.
ახლა რაზეც ვწერ ესეც ქველმოქმედებაა, დახმარება სჭირდება ადამიანს, თანადგომა იმისათვის რომ მიიღოს განათლება.

თედო რეხვიაშვილი ახალგაზრდა ნიჭიერი მხატვარია, რომელიც ჩაირიცხა ნიუ იორკის უნივერსიტეტში, სტუდენტებიდან 10 საუკეთესო გამოარჩიეს, ერთ-ერთი კი თედოა საქართველოდან. განათლება ყოველთვის ფინანსებთანაა დაკავშირებული, თედოს არ აქვს საკმარისი თანხა რომ ამერიკაში წავიდეს. ამისთვის საჭიროა დახმარება და თანადგომა.
ვიცი ბევრი მეტყვის ახლა ამდენი გაჭირვებულია და მას დაეხმარეთო. თუმცა განათლება ისეთი რამეა, რაც პირველ რიგში ჭირდება ჩვენს ქვეყანას.
ქართულ-ბერძნული ახალგაზრდული გაერთიანების ჯგუფი გვერდით უდგას თედოს და იგეგმება 26 აგვისტოს აქცია თედოსთვის! ზუსტ ინფორმაციას მალევე დავდებთ.
ვისაც გაქვთ სურვილი დახმარების შემოგვიერთდით.
მე ვიცნობ თედოს და ამაყი ვარ რომ ჩემი მეგობარია!
დამიჯერეთ გავა დრო და თქვენც იამაყებთ იმით რომ თედოსთვის რაღაც გააკეთეთ.
მე მჯერა რომ ის წავა ამერიკაში, აისრულებს მის სურვილებს და სამშობლოში ახალი ძალით და განათლებით დაბრუნდება.
მისი მიღებული რესურსი მთლიანად ქვეყანას მოხმარდება.
შემოგვიერთდით.
ყველა ერთისათვის.
მე მჯერა ერთიანობის.

 

თედო რეხვიაშვილმა ჩააბარა ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში(New York Art Academy) ფერწერის ფაკულტეტზე, მოხვდა განსაკუთრებით ნიჭიერთა საუკეთესო ათეულში, რის საფუძველზეც მიიღო გრანტი 15000 დოლარის ოდენობით, თუმცა ეს არ არის საკმარისი აღნიშნულ აკადემიაში სწავლის გასაგრძელებლად და მას სჭირდება ჩვენი ფინანსური მხარდაჭერა, რათა შეძლოს სწავლის საფასურის ძირითადი ნაწილის (23 936 დოლარი) დაფარვა. გთხოვთ, დავეხმაროთ ნიჭიერ მხატვარს საკუთარი მიზნის მიღწევაში.

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია შემდეგ რეკვიზიტებზე:

მიმღების ბანკი: ს.ს. „თიბისი ბანკი“
ბანკის კოდი: TBCBGE22
მიმღების ანგარიში: GE98TB4919645062100001
მიმღების სახელი: თედორე რეხვიაშვილი

Tedo Rekhviashvili Art

 

 

თედო რეხვიაშცილი: „ახლა ყველაზე მეტად მჭირდება თქვენი დახმარება იმისთვის, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში სწავლის შანსი არ დავკარგო და ბოლომდე მივყვე ჩემთვის უძვირფასეს მიზანს… მჭირდება დახმარება იმისთვის, რომ მივიღო ახალი ცოდნა, გამოცდილება, რომელსაც აუცილებლად დავუბრუნებ ჩემს სამშობლოს“

 

 

ნანახია:(185)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ნოდარ დუმბაძის საახალწლო (მი)ლოცვა

„ბუნების ძალავ, შემოქმედო ყოვლისა, შენ გაუთენე ჩემ ხალხს, ჩემს სამშობლოს ბედნიერი ახალი წელი. განკურნე ყოველგვარი სენისგან, მიეცი ჯანი მრთელი. ღონე


პროდუქტები, რომლებიც 5 წლამდე ბავშვს არ უნდა აჭამოთ

როდესაც ბავშვი ძალიან პატარაა, მშობლები ცდილობენ, მის რაციონში მხოლოდ დიეტური პროდუქტი იყოს. სუპები და ფაფები, ხორცი, რძის ნაწარმი – ყველა


„ქვეყანა, სადაც გადაგვარდა ყველა, აღარ არის ჩემი სამშობლო“ — ჩუბიკა

„ჯობია დავკარგო ყველაფერი ფსევდო და ვიცოდე, რომ სინამდვილეში ვარ, ვიდრე ვიცხოვრო ტოტალურ ტყუილში“ — წერს ცნობილი დიზაინერი ნინო ჩუბინიშვილი, ჩუბიკა და


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*