ქართველი მეცნიერის გიორგი გ. თუმანიშვილის საერთაშორისო აღიარება | Jolo.ge


ქართველი მეცნიერის გიორგი გ. თუმანიშვილის საერთაშორისო აღიარება

ქართველი მეცნიერის გიორგი გ. თუმანიშვილის საერთაშორისო აღიარება

ჩეხეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერი გიორგი გ. თუმანიშვილი მეცნიერებათა, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მსოფლიო აკადემიამ მის მიერ ბოლო წლებში განხორციელებულ კვლევებსა და შრომებზე დაყრდნობით, აკადემიის რედაქტორთა და რეცენზენტთა გამგეობის წევრად აირჩია — ერთდროულად სამი: ფსიქოლოგიის და ქცევათა მეცნიერებების, სამართლის მეცნიერებათა, ფიზიკისა და მათემატიკის მიმართულებებით.

პროფესორი გიორგი გ. თუმანიშვილი ბოლო დროს ახორციელებს ადამიანის ,,მე’’-ს შესწავლის კვლევებს და ვარაუდობს, რომ შესაძლებელია ადამიანის ცნობიერების ტრანსფერი (გადატანა/დიგიტალიზაცია) მექანიკურ მაჩვენებელზე.

დიდი გამოხმაურება მოჰყვა ასევე მის შრომებს სქესის რეგისტრაციის უნივერსალურ კონცეფცია/მოდელთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლებლობას აძლევს თანამედროვე მსოფლიოს დაცული და გარანტირებული იქნას თანასწორუფლებიანობის საკითხი ინტერსექს პირებთან დაკავშირებით, ასევე შესაძლებელს ხდის, ქირურგიული ჩარევის აუცილებლობის გარეშე, პირებმა  გამოხატონ და რეგისტრაციაში გაატარონ საკუთარი კუთვნილება სქესთან და გენდერთან მიმართებაში. კონცეფციის დასრულებული ვარიანტი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება უახლოეს მომავალში.

პროფესორი გიორგი გ. თუმანიშვილი 2016 წლამდე საქართველოში მოღვაწეობდა, იგი ასევე იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ერთ-ერთი შემქმნელი და ხელმძღვანელობდა ფაკულტეტს 2015 წლამდე.

2015 წლის შემოდგომიდან იგი მოღვაწეობს ჩეხეთში, მასარიკის უნივერსიტეტში. მას მიჰყავს საჯარო ლექციების ციკლი — მომავლის სამართალი.

ამჟამად, იგი ასევე მუშაობს მის მეორე სადოქტორო დისერტაციაზე, რომელიც მთლიანად ეხება ადამიანის მე-ცნობიერების შესწავლას.

membership-WASET-Psychology

 

ნანახია:(141)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

შაოლინის ტაძრის ლოდზე ამოტვიფრული სიტყვები

შაოლინის ტაძრის თავზე, დიდ ლოდზე ამოტვიფრულია: — ადამიანმა სხვისი ბუნების შეცნობისკენ კი არა საკუთარი თავის შეცნობისკენ უნდა ისწრაფვოს. ვინც სხვების


ვისი სურვილები ხდება სწრაფად და რატომ?

ყველაზე სწრაფად სურვილები იმას უსრულდება, ვის ენერგიასაც მაღალი ვიბრაციები აქვს. დღევანდელ დროს მე დავარქმევდი პერიოდს, როდესაც აზრების და ფიქრების მატერიალიზაცია


ის, რაც ქორწინებას უხილავად ანადგურებს…

გგონიათ ქორწინების მტერი მხოლოდ ჩხუბი და ფინანსური პრობლემებია? ამერიკელი ქორწინების ფსიქოლოგების აზრით, არსებობს კიდევ რამდენიმე მიზეზი, რომლებიც ნელა და უხილავად


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*