ქართველი ექიმების უვიცობა თუ გულგრილობა? — წერილი სტამბოლიდან

by admin | Май 25, 2018 16:51

ათამდე არა, ათასამდე დავითვალე ცხელ გულზე ნათქვამი რომ არ გამომსვლოდა , სულ გაჩუმებაც ვარჩიე, მაგრამ ჭირი მალეს ჭირმა თავი არ დამალაო გამიგონია.

თურქეთში 2 მილიონ 482 ათასმა ადამიანმა წერა კითხვა არ იცის .

საქართველოში, მოსახლეობის დიდი ნაწილი, სულ ცოტა ორ ენაზე წერს და კითხულობს .

ქართველები განათლებული ერი ხართ , ასე ამბობენ თურქები .

მიხარია ამის გაგონება და ამაყი ვხდები ამ დროს , მაგრამ

როდესაც საქართველოდან ჩამოტანილ დიაგნოზის პასუხს არაფერი საერთო არ აქვს , აქ ხელმეორედ გადამოწმებულ ანალიზებთან , როდესაც საქართველოში სიმსივნის დიაგნოზს სვამენ და ქიმიოთერაპიას ნიშნავენ , მე გულგახეთქილი დედა მოვარბენინებ აქეთ ჩემ შვილს და აღმოჩნდება რომ სრულიად ჯანმმთელია და ის ჯირკვალი რომელიც სასწრაოდ ამოჰკვეთეს ჩვენთან , თურმე ხელიც არ უნდა ხლებოდა არათუ ქიმიები დაენიშნათ ,

როდესაც ახლობელ ახალგაზრდა გოგონას სასწრაფო ოპერაციას უნიშნავენ ჩვენთან და აქეთ მხრებს იჩეჩავენ . აბსოლიტურად ჯანმრთელიაო და ჯანმრთელ ადამიანს რის ოპერაციას უპირებდნენო .

როდესაც ხელმეორედ კეთდება ანალიზები და არანაერად არ შეესაბამება იმ გულისგასახეთქ ანალიზების პასუხს რომლის გამოც ერთი კვირაა წნევაა აწეული დავბორიალობ .

როდესაც საქმე შვილებს , მეგობრის შვილებს , შენი ქვეყნის შვილებს ეხება . იმ სიხარულს რომ საქართველოში დასმული დიაგნოზი არასწორი იყო თან ახლავს აღშფოთება კი არა გაცოფება , რას გვერჩით ხალხო . მედმუშაკებო . მედპერსონალო , ექიმებო , ლაბორანტებო . ვისაც ჩვენი ჯანმრთელობა აბარია და ვინც უპასუხისმგებლოდ და უგულოდ იქცევა , რატომ გკიდიათ ფეხებზე ასე ძალიან ადამინები , პაციენტები .

ყველას ხომ არ აქვს საშუალება გადაამოწმოს .

მე აქ ვარ სტამბულში, ისედაც აქ ვარ და შემიძლია ჩემიანებს გამოვადგე . ვისაც არ შეუძლია იმან რა ქნას ? დაწვეს დანის ქვეშ . ჯანმრთელი ადამიანის გამოჯანმრთელება ძალიან ადვილია .

ხალხო რა ვქნა როგორ მოვიქცე, რა გირჩიოთ . მე იმას არ ვამბობ ჩვენი ექიმები ცუდებია არიან . აგერ მედავება ჩემი შვილი. ექიმმა რა ქნას , ლაბორატორიიდან მოსული ანალიზის პასუხის მიხედვით დამინიშნა მკურნალობაო . არასწორი ანალიზის პასუხი . უამრავი ანტიბიოტიკი . სუულ ტყუილად და ეს არ არის პირველი შემთხვევა ამ უახლოესი პერიოდის განმავლობაში მეექვსე შემთხვევაა პირადად ჩემს ირგვლივ .

შვილი , მეგობრის შვილი . ნათესავი თუ ახლობელი . ლაბორატორიის კართან დადექით . ლაბორანტს მუხლზე დაუჩოქეთ . ყელი გამოუწიეთ , სხვისი ანალიზის პასუხი თქვენ არ გამოგატანონ . ის სხვაც ცოდვაა და თქვენც . არეული ვწერ , არეული და აღელვებული ვარ ძალიან . უიმედო და წყალწაღებულის შეგრძნებით . 

არა , ძალიან მიხარია ყოველი შემთხვევა ,როდესაც ფუჭი აღმჩნდება ხოლმე ნერვიულობა და გულის ხეთქვა , მაგრამ მერე, როდესაც ვიაზრებ რა დღეში ვართ . ხასიათი მეწამლება და უიმედო ვხდები ძალიან .

ცოტა მეტი ყურადღება ხალხო . ცოტა მეტი პასუხისმგებლობა რა მოხდება და ცოტაც ადამიანობა . აქ ცოდნა უცოდინრობაში არ არის საქმე . ელემენტარულ ყურადღება -ადამიანობაშია საქმე . მედმუშაკობა კი ყველას საქმე არ არის . განსაკუთრებული თვისებების მატარებელი ადამიანები უნდა შეირჩეს ამ სფეროში . გვყვავს კიდეც ,მაგრამ არასაკმარისი . უფრო მეტი ადამიანი ექიმები ესაჭიროება საქართველოს .

ნანა გოგოლაური

ნანახია:(67)-ჯერ


Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/qartveli-eqimebis-uvicoba-werrili/