„სინდისგამოშიგნული, სულიერად იმპოტენტი ადამიანების დროება“ | Jolo.ge


„სინდისგამოშიგნული, სულიერად იმპოტენტი ადამიანების დროება“

„სინდისგამოშიგნული, სულიერად იმპოტენტი ადამიანების დროება“

აი თურმე როგორი გამოდგა ჩვენი ყოფა. ნუთუ დავნებდით. ნუთუ ასე დავეცით“ — ამბობს დავით დეფი და დღევანდელ რეალობაზე საუბრობს.

დავით დეფი: „ბევრნაირ დროს გვიცხოვრია, ბევრი რამ გვინახავს და განგვიცდია, გვიბრძოლია და მიგვიღწევია, შეგვიქმნია და დაგვიგვირგვინებია, მაგრამ ასეთი სინდისგამოშიგნული, ფიზიკურად თუ შემოქმედებითად, მოქალაქეობრივად თუ სულიერად იმპოტენტი ადამიანებისა და გამაოგნებელი შეუგნებლობის, ზიზღისა თუ ბოღმის დროება მე პირადად არ მახსოვს.

ვფიქრობ უკვე სამარცხვინოცაა ამაზე წერაც, თუ დღეგამოშვებით როგორ კლავენ ქმრები ცოლებს, ახლა უკვე ცოლები ქმრებს და შვილებს და ბავშვებს გუდავენ და აუპატიურებენ და მერე წვავენ და თავს იხრჩობენ და ასე გაუთავებლად და ასე გაუთავებლად და ასე გაუთავებლად, დილიდან ღამემდე, ღამიდან დილამდე, ყოველ დღე. აი თურმე როგორი გამოდგა ჩვენი ყოფა. ნუთუ დავნებდით. ნუთუ ასე დავეცით… ისევ.

მესმის, დრო გავა და ჩვენც ფონსაც გავალთ, მაგრამ… ჯანდაბა, ნეტავ ეს «მაგრამ» საერთოდ არ არსებობდეს“.

ნანახია:(34)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ანიტა რაჭველიშვილს რჩეულმა ხელი ნავში სთხოვა

მეცო სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი და მისი რჩეული ოთო მაისურაძე მალე იქორწინებენ. ოთომ საყვარელ ქალს ხელი ბერლინში, ტიერგარტენის პარკში, მდინარეზე ნავით


„ჩვენმა საპატრულო პოლიციამ არ იმოქმედა სამწუხაროდ“ — ოთო ნემსაძე

„კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ამას ქვია — სიკვდილის რბოლა !!!“ — წერს სოციალურ ქსელში მომღერალი ოთო ნემსაძე და გადაჭარბებული სიჩქარით


მამაკაცით აღფრთოვანება

ძალიან ხშირად ვუსვამდი საკუთარ თავს კითხვას: რატომ აქვთ გარკვეულ ოჯახურ წყვილებს ბედნიერი ურთიერთობები, იმ დროს როდესაც სხვები განიცდიან იმედგაცუებას და იტანჯებიან?


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<