ქართული ყველის ფესტივალი წელს მცხეთაში გაიმართება | Jolo.ge


ქართული ყველის ფესტივალი წელს მცხეთაში გაიმართება

ქართული ყველის ფესტივალი წელს მცხეთაში გაიმართება

ქართული ყველის რიგით მე-11 ფესტივალი წელს მცხეთაში გაიმართება. ფესტივალი დაიწყება 17 ივლისს 11:00 საათზე და 22:00 საათამდე გაგრძელდება. მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან: პროექტი «ქართული ყველი» და მცხეთა-მთიანეთის მხარის ადმინისტრაცია.

რატომ მცხეთა?

გასულ წელს გამართულ კავკასიური ყველის ფესტივალზე დამკვიდრდა ტრადიცია, რომ ფესტივალზე გამოვლენილი საუკეთესო რეგიონი იქნებოდა შემდეგი ქართული ყველის ფესტივალის მასპინძელი.

შესაბამისად, წლევანდელი მასპინძელი შეირჩა და გამოვლინდა შეჯიბრობითობის პრინციპით. კავკასიურ ფესტივალზე მცხეთა-მთიანეთის რეგიონი იყო ყველაზე ორიგინალური, ორგანიზებული და გემრიელი.

აქედან გამომდინარე ქართული ყველის ფესტივალის სიმბოლური გასაღებიც მას გადაეცა.
წელს მასპინძელი რეგიონი სრულად წარადგენს საკუთარ სამეურნეო კულტურას და სტუმრად მიიწვევს სხვა დანარჩენი რეგიონის წარმომადგენლებს.

ნანახია:(38)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
ყველის ფესტივალი

Related Articles

13 რამ, რაც არ ახასიათებთ შინაგანად ძლიერ ადამიანებს

ამერიკელმა ფსიქოთერაპევტმა ემი მორინმა განსაზღვრა 13 წესი, რომელსაც გაუცნობიერებლად იცავენ ძლიერი და წარმატებული ადამიანები. გარდა მტკიცე ხასიათისა, შეუპოვრობისა და გონივრული ოპტიმიზმისა,


31 ივლისს ჯოან როულინგის მერვე წიგნი «ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი» გამოვა

«ჰარი პოტერის» ახალი წიგნის გამოსვლამდე 5 დღე დარჩა. ბრიტანელი მწერლის ჯოან როულინგის მიერ ჰარი პოტერზე შექმნილი რომანების მერვე ამბავს მკითხველი


„შვილო, ახლა ზამთარი და სუსხია ჩვენთან“ …

«შვილო, ახლა ზამთარი და სუსხია ჩვენთან, მაგრამ შეშა ჯერ ბევრი გვაქვს, არ ინერვიულოთ. მე და მამაშენი ყოველ დილით 6 საათსა


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*