ქალის სიყვარულის ხანგრძლივობა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით | Jolo.ge


ქალის სიყვარულის ხანგრძლივობა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ქალის სიყვარულის ხანგრძლივობა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

რა სურთ ქალებს ალბათ ეს კითხვა ნებისმიერ მამაკაცს აწუხებს. თუ არ აწუხებს აინტერესებს მაინც როგორაა ქალის ტვინი მოწყობილი.  ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე ქალები სხვადასხვა ფსიქოლოგიური მახასიათებლების მქონე ინდივდებად იყოფიან. ხასიათი და შეხედულებებიც სხვადასხვაგვარი აქვთ. ზოგიერთს გვიან უყვარდება და ხანგრძლივი ერთგულება შეუძლია, ნაწილს კი პარტნიორების ხშირი ცვლა მიაჩნია ბუნებრივ მოვლენად და თვლის რომ ყველა მორიგ ჯერზე ახლებურად და უკეთესად უყვარს..

ვერძს მხურვალედ, მაგრამ რამოდენიმეჯერ უყვარს ცხოვრებაში. მისი გრძნობები უცებ აალებადი და ქრობადია. მამაკაცმა იგი მუდმივ ინტერესში უნდა ამყოფოს.

კუროს ძნელად უჩნდება სიმპათიები, მაგრამ თუკი ვინმე შეუყვარდა ხანგრძლივად და ერთგულად უყვარს. იშვიათად იცვლის ბევრ პარტნიორს ცხოვრებაში.

ტყუპს ხშირად და მარტივად უყვარდება. მისთვის საინტერესო კაცი უკვე ნიშნავს ახალი რომანის დასაწყისს. ასეთი მამაკაცები კი მის ცხოვრებაში მინიმუმ სამზე მეტია.

კირჩხიბს ძნელად უყვარდება, ხშირად ერთხელ და სამარადჟამოდ. უყვარს იმის შემდეგაც კი როცა მამაკაცი საბოლოოდ მიატოვებს და სხვაზე გაცვლის. ან უბრალოდ აღარ იქნება ამ ქვეყნად.

ლომს უსიყვარულოდ ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. ყოველ ჯერზე უყვარს მთელი გულით და ემოციების სიმძაფრით. თუმცა გულისსწორს მეწვრილმანეობას და ღალატს ვერ პატიობს.

ქალწულთან ძალიან რთულად მოდის სიყვარული, იმიტომ რომ გონება ყოველთვის უსწრებს წინ გრძნობას. უყვარს იშვიათად თუმცა ერთგულად და ხანგრძლივი ვადით.

სასწორს თავად სიყვარული უყვარს, ამიტომ კონკრეტული ობიექტი ხშირად არც კი ესაჭიროება. შესაძლოა ლიტერატურულ გმირზე ან ფილმის პერსონაჟზეც იყოს შეყვარებული. უყვარს ხშირად, თუმცა მოკლევადიანი ფლირტის სახით.

მორიელს შუალედური გრძნობები არ გააჩნია. ამიტომ ან ძალიან უყვარს ვინმე, ან დასანახად ვერ იტანს. უყვარს იშვიათად, თუმცა მთელი გულით და არსებით. თუმცა სიყვარულის ობიექტის ასეთივე ძალით შეძულებაც მარტივად ეხერხება.

მშვილდოსანი იდეალისტია, ამიტომ იდეალთან მიახლოვებულ კაცს თუ ხვდება (ასეთი კი მის ცხოვრებაში ბევრია) უპირობოდ უყვარს. მაგრამ ყოველ ჯერზე მყარად სწამს რომ ეს ბოლო და ყველაზე ნამდვილი სიყვარულია მის ცხოვრებაში.

თხის რქას პრეტენზიული გემოვნება აქვს. გონებით ირჩევს მამაკაცებს. უყვარს იშვიათად თუმცა ერთგულად. მაგრამ ემოციების ზედმეტი აფიშირების გარეშე.

მერწყულს ყველა უყვარს, მთელი კაცობრიობა და ღიზიანდება იმ ფაქტით რომ ერთი ადამიანის სიყვარულით უნდა შემოიფარგლოს. უყვარს ბევრჯერ, თუმცა ნაკლებად ღრმად და მოკლე ხანგრძლივობით.

თევზებს საკუთარი თავი უყვართ სიყვარულში. ხშირად ტანჯვაშიც პოულობენ სიამოვნებას. უყვართ ხშირად, თუმცა ზოგჯერ ცალმხრივად და უიმედოდ.

წყარო : cacao.ge

ნანახია:(16271)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

დაეუფლეთ თვითქოუჩინგს — ბესო კაიშაური

სცადეთ ყოველ დილით საკუთარ თავს დაუსვათ შემდეგი შეკითხვები: 1. ცხოვრებაში რა მაძლევს ბედნიერების განცდას? (ეს ხაზს უსვამს მიზანს და განგაწყობს სასიამოვნოზე);


ზოდიაქოს რომელ ნიშანს ზუსტად რაში უმართლებს?

ბევრი მიიჩნევს და თავგამოდებით ამტკიცებს, რომ წარმატება სულაც არ არის დამოკიდებული ზოდიაქოს ნიშანზე. მაშ, რატომ არის, რომ სამსახურის კოლექტივში ბილეთების


როგორი დედა ხართ ჰოროსკოპის ნიშნის მიხედვით?

დედა-ვერძი საკუთარ თავსა და მთელ თავის ცხოვრებას ოჯახსა და შვილებს უძღვნის, ყველაფერს მხოლოდ მათთვის აკეთებს. ეძებს ახალ იდეებს, კითხულობს უამრავ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*