fbpx

ქალის ოთხი მდგომარეობა (როლი) – მხოლოდ ქალებისთვის

ავტორი ჟოლო
293 ნახვა

ქალის 4 მდგომარეობა, უფრო გასაგები იქნება თუ ვიტყვი – ქალის ოთხი როლი.

ირველ რიგში, განვიხილავ როლს რომელიც თანამედროვე საქართველოში მეტად პოპულარულია ან ქალების დიდი ნაწილი ოცნებობს – „დედოფლის“ მდგომარეობა.

ამ მდგომარეობაში ქალბატონი დამოუკიდებელი და უზრუნველყოფილია მატერიალურად. აქვს მაღალი შემოსავალი. ფიზიკურად – მოვლილია. გააჩნია მაღალი თვითშეფასება – საკუთარ თავში და ძალებში რწმენა. იმყოფება კარიერული ზრდის პიკზე ან გააჩნია საკუთარი ბიზნესი. დახმარებას ითხოვს? არასოდეს! არავითარ შემთხვევაში. დახმარებაზე პასუხობს – “მე თვითონ…“  საზოგადოებაში თავი უჭირავს ღირსეულად. გარშემომყოფებში იწვევს აღფრთოვანებას – ჭკვიანი, პირადპირი და სწორხაზოვანია. იცის რა უნდა და როგორ მიაღწიოს (ძირითადად: კარიერაში, ბიზნესში, ფინანსებში…)

„დედოფალი“  მიმღები ენერგიაა ანუ „მე ვარ „მაგარი გოგო“ და ველოდები რომ მომესმსახურებიან, ცხოვრების თანამგზავრიც მჭირდება რომელიც მომცემს, ჩადებს ჩემში, გამაკვირვებს (მომიპოვებს, იზრუნებს და ა. შ.)“. საქმე იმაშია, რომ ასეთი ქალბატობების დიდ ნაწილს, საერთოდ არ ჰყავს (დიდი ხანი არ უჩერდება) ან გვერდით ჰყავს სუსტი (მათზე ნაკლები შემოსავლით, სოც. სტატუსით ან საერთოდ „არაფრის მაქნისი“) მამაკაცი.

მიზეზები სხვა დროს განვიხილოთ. თუმცა, შეიძლება ადვილად მისახვედრია რატომაც…

“პოპულარობით“ მეორე ადგილი უჭირავს — ქალი „დიასახლსი“.

ეს ენერგია გამცემია. ამ როლის ეფექტურობა განსაკუთრებით მატუობს, როდესაც ოჯახში ჩნდება ბავშვები. ასეთი ქალი ალაგებს, ასუფთავებს, უსმენს, გაუჩერებლად ფუსფუსებს… დედასავით ზრუნავს. მის გვერდით მამაკაცი მშვიდდება და თავს გრძნობს კომფორტში.

ქალის მესამე  როლია — „გოგონა“. ის მიმღებია – სიცოცხლით სავსე და ამავე დროს ნაზი. „გოგონა“ ყოველთვის აღწევს საწადელს, მარტო იმიტომ რომ მას ასე უნდა (განსხვავდება დედოფლისგან, რომელიც ცხოვრებაში ყველაფრს თავად აღწევს). ამ ტიპის ქალების გვერდზე ყოველთვის აღმოჩნდება ხოლმე, ისეთი მამაკაცი რომელიც დახმარების ხელს გაუწვდის, დაიცავს, იზრუნებს, გაანებივრებს. მუდმივი მეოცებეა და ამ ოცნებებს მამაკაცის დახმარებით მარტივად ინხორციელებს.

მეოთხე — „საყვარლის“ როლი. გაცემის ენერგიაა – ვნებიანი, თავისუფალი, სექსულაური. აქ, სექსის დახმარებით ქალი მამაკაცს გადასცემს უდიდეს ენერგიას, აძლევს ძალას. ასეთი ქალი სასურველია და ადვილადაც იზიდავს მამკაცს.

ეს ოთხივე როლი თანაბრად უნდა იყოს ქალში გადანაწილებული, რათა ჰპოვოს ჰარმონია და ბედნიერება.

როგორ ფიქრობთ, რა ხდება როდესაც ერთი რომელიმე მათგანი სჭარბობს?

განვიხილილოთ, ენერგიების დისბალანსი:

1. მოჭარბებული „დედოფლის“ მდგომარეობა
„დედოფალი“ ქალი მარტოა, არავინ არ მოსწონს, შინაგანად ცივია. თვლის: მამკაცების დიდი ნაწილი სუსტი, „უვარგისი“ და უღირსები არიან, ის ყველაფრს მათ გარეშეც შეძლებს.

2.  “დიასახლისის“ როლი ჭარბად
ქალი ზედმეტად მზრუნველია. მამკაცი, ასეთ ქალთან კარგად გრძნობს თავს. ქალი, დედის როლს ირგებს. ზედმეტი მზრუნველობის დროს, ხშირად,  მამკაცი უხეშდება და გადადის ჩაგვრაზე. ასეთი ქალი ჯაფაშია, სულ დარდში, ფუსფუსში, ზრუნვაში და საკუთარი თვისთვის დრო არ რჩება. რის გამოც, მამაკაცი ვერ ხედავს მასში ნამდვილ ქალს – ვერ მოდის აღფრთოვანებაში. არა და მამკაცის „თავალები ჭამს და სვამს“ და ის, აღფრთოვანებაში მოჰყავს „დედოფალს“, „გოგონას“ და „საყვარელს“. მას ზრუნვის, მოფერების, განებივრების სურვილი, სრულებითაც არ უჩნდება ქალი „დიასახლისის“ მიმართ.

3. როდესაც სჭარბობს „გოგონა“ 
ერთი მხრივ, მამაკაცს აქვს მოთხოვნილობა იზრუნოს, დაეხმაროს, გაანებივროს, გაახაროს ეს „გოგონა“, შთააგონოს განვითარებაზე, გამოიჩინოს მხარდაჭერა. მეორე მხრივ, თუ მსგავსი რამ ხდება მუდმივად, შეიძლება მობეზრდეს. ქალი ასეთ როლში, მხოლოდ ითხოვს და მიღების ენერგებზე იმყოფება.

4. „საყვარლის“ როლის სიჭარბე
ასე, ქალების ის კატეგორია აზროვნებს, ვინც ამბობს: “კაცებს მხოლოდ სექსი აინტერესებთ!”

დიახ, რა თქმა უნდა უნდა, აინტერესებთ.

დიახ, კაცი ცდილობს ქალის მოპოვებას (გარკვეულ მომენტამდე) ინტერესის დაკმაყოფილებემდე. მსგავს ქალთან, ოჯახს არ ქმნის. ქალი კი, მხოლოდ ამ როლით, მამკაცს დიდხანს ვერ შეინარჩუნებს..

გამოსავალი?

ქალურობა, გულისხმობს შეგეძლოს ამ ოთხივე მდგომარეობის მართვა, შეინარჩუნო მათ შორის ბალანსი, მოახერხო ლავირება.

გახსოვთ? ამ როლებში ორი არის გაცემის, ორი მიღების.

მაგ:

როდესაც მამაკაცს შია, რა აინტერესებს? მხოლოდ, ერთი რამ – ჭამა! ამ დროს ქალში უნდა ჩაირთოს „დიასახლისი“ს როლი. ერთი წუთით წარმოიდგინეთ, მშიერი კაცის წინ თუ დადგება ქალი „დედოფლის“ ან “საყვარლის“ პოზაში  ? ან „პატარა ბავშვის“ როლში?….  კარგად წარმოიდგინეთ? ამიტომ აჭამეთ (გემრიელად).

როდესაც, ოჯახში გააკეთა რამე ხელსაქმე ან შემოიტანა მატერიალური რამ, კარგი იქნება, თუ ქალი გადავა „ბავშვის“ როლში, რომლსაც გულწრფელად უხარია და აღფრთოვანებულია „მამის“  საქციელით ანუ აღფრთოვანდა თავისი ერთადერთი და განუმეორებელი მამაკაცით.

„საყვარელს“ შეუძლია მიიზიდოს, დააინტერესოს, მაგრამ სხვა როლების გარეშე ვერ შეინარჩუნებს ქალურობას.

„დედოფლის“ მდგომარეობა – თვითკმაყოფილების და უზრუნველობის შეგრძნებაა, საკუთარი თავის და სხეულის სიყვარულია (სხვების სიყვარული, თავიდან იწყება), სილამაზის სალონი, მოხდენილი ჩაცმა, ჰობი და თვითგანვითარება.

დააკვირდით, თუ გრძნობთ, რომ კაცი არ გაფასებთ, გადაერთეთ „დედოფლის“ მდგომარეობაზე. მიხედეთ თავს – სახეს, სხეულს, ჰობს და რეალიზაციას. მხოლოდ არა შურისძიების ან წყენიდან გამომდინარე, არამედ დაიბრუნეთ საკუთარი თავის პატივისცემა.

… და თავად ნახავთ, რაც მოხდება!

დასკვნა, ქალის ოთხი მდგომარეობა:

„დედოფალი“ (მიღების ენერგია)
„დიასახლისი“ (გაცემის)
„გოგონა“ (მიღების)
„საყვარელი“ (გაცემის)
ადრე, არ მქონდა ამაზე წარმოდგენა და დღესაც ქალების დიდი ნაწილი თავს კარგად გრძნობს ერთ ან ორ მდგომარეობაში. ზოგი, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, სხვადასხვა როლს ირგებს… ამიტომაც, საბოლოო ჯამში რასთან მივდივართ, დასკვნა თქვენთვის მომინდვია.

ნამდვილი ქალის ბედნიერების გასაღები ენერგიებს (ოთხივე) შორის ბალანსშია.

თუ კი ქალი რომელიმე ერთ როლს თამაშაობს კარგად, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა როლებში უნიჭოა. ქალი ნაზი, ბრძენი, მოქნილი და მგრძნობიარეა… მას სიტუაციიდან გამომდინარე, ადვილად შეუძლია გადაერთოს ერთი მდგომარეობიდან მეორეზე.

ჩათვალეთ – თქვენი ბედნიერბა მხოლოდ თქვენს ხელშია!

გისურვებთ ჰარმონიას, ბალანს და ქალურ ბედნიერებას!

გამიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

მოგეწონათ თემა, გაუზიარეთ მეგობრებას.

მოამზადა თამარ კვარაცხელიამ

წყარო: https://zrda.wordpress.com

მსგავსი სტატიები

Leave a Comment