„ქალი რომლის გარშემოც ტრიალებს სამყარო“… | Jolo.ge


„ქალი რომლის გარშემოც ტრიალებს სამყარო“…

„ქალი რომლის გარშემოც ტრიალებს სამყარო“…

…იყო და არა იყო რა, იყო ერთი უცნაური კაცი….
მისი უცნაურობა გამოიხატებოდა იმაში, რომ იგი მთელი ცხოვრება დადიოდა, დამოგზაურობდა და ეძებდა ქალს, რომელსაც ცოლად შეირთავდა, მაგრამ ვერ იპოვნა.
90 წელს მიტანებული, სასიკვდილო სარეცელს მიჯაჭვული იწვა და ასრულებდა თავის ბოლო დღეებს ამ ქვეყნად….
…ახლობლებმა კითხეს:
„_შენ მთელი ცხოვრება ეძებდი ქალს, რომელსაც ცოლად შეირთავდი და ვერ იპოვნე იგი…. რატომ?“
— მე იდეალურ ქალზე მსურდა ქორწინება — მიუგო მოხუცმა.
— მერე და, ნუთუ მთელს პლანეტაზე არც ერთ ქალი არ აღმოჩნდა შენთვის იდეალური?
— კი, იყო ერთი, მაგრამ ისიც იდეალურ კაცს ეძებდა სამწუხაროდ- უპასუხა თვალაცრემლებულმა მოხუცმა.

…………………………..
ჩემო ძვირფასებო იდეალური ქალი და მამაკაცი არ არსებობს, მაგრამ არსებობს იდეალური ურთიერთობები მათ შორის))
სასიყვარულო ურთიერთობაში ჩენ ხშირად ვეძებთ იმას, რის დანაკლისსაც ბავშვობიდან მშობლებისაგან განვიცდიდით — ეს ხან ყურადღებაა,ხან შექება, ხან აღარება…..

თქვენ ვერ იპოვნით პარტნიორს, რომელიც ამ დანაკლისს შეგივსებთ, სანამ თავად არ შეავსებთ ამ დანაკლისს მშობლებთან ურთიერთობაში…

ვერავინ ვერ იგრძნობს თავს თქვენს გვერდით კომფორტულად, სანამ თქვენ არ იქნებით კომფორტულად ერთი ერთზე საკუთარ თავთან….

ყველაზე საუკეთესო, რაც ქალმა შეიძლება გააკეთოს, ეს არის იდეალური ოჯახი…ოჯახი, რომელიც ჯანსაღ თაობებს გაზრდის….
ამისათვის საჭიროა ვისწავლოთ, როგორ გვიყვარდეს მამაკაცი ისეთ როგორიც არის — გვიყვარდეს უპირობოდ….
მხოლოდ ასეთ სიყვარულს შეუძლია მოზარდისგან გაზარდოს — კაცი, უპასუხისმგებლო ბიჭუნასაგან — ღირსეული პიროვნება და „დონ ჟუანისაგან“ ოჯახის ერთგული მამა.

და ერთადერთი არსება ოჯახში, ვისაც ამინდის ამგვარად შეცვლა შეუძლია — ეს არის ქალი…..ქალი რომლის გარშემოც ტრიალებს სამყარო)))

ფსიქოლოგი ხათუნა მუზაშვილი

ნანახია:(1200)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

3 ნაბიჯი საღათას ძილიდან გამოსასვლელად

საუკეთესო მეთოდი საკუთარი რეალობისა და მსოფლმხედველობის შესაცვლელად — ეს არის ძალიან წარმატებული ადამიანების გარემოცვაში აღმოჩენა და მჭიდრო ურთიერთობა მათთან. სცადე,


იყავი ძლიერი და გააკეთე არჩევანი ყოველ წამს… ეს ერთადერთი გზაა იმისათვის, რომ …

უზომოდ მომინდა დამეწერა… რომ… ცხოვრება გაცილებით მარტივია, ვიდრე ჩვენ აღვიქვამთ მას… რომ ადამიანმა საკუთარ თავს თავად შეუქმნა პრობლემები, ისევ და


ყოველთვის გახსოვდეთ, ერთადერთი ვისაც შეუძლია მოახდინოს გამოჯანმრთელება — თქვენი სხეულია

…ვერავინ ვერ შეძლებს თქვენს გამოჯანმრთელებას, თქვენივე თავის გარდა…ისევე როგორც თქვენს მაგივრად ვერავინ შეჭამს ან გაიცინებს… მნიშვნელობა არა აქვს რამდენი ადამიანია


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*