ქალი-ეს არის კაცის ანარეკლი, როგორც ეპყრობი მას, ისეთი ხდება ის … | Jolo.ge


ქალი-ეს არის კაცის ანარეკლი, როგორც ეპყრობი მას, ისეთი ხდება ის …

ქალი-ეს არის კაცის ანარეკლი, როგორც ეპყრობი მას, ისეთი ხდება ის …

მაშინ, როდესაც ცოლთან 7 წლიანი ცხოვრების შემდეგ ურთიერთობაში კრიზისი დაგვეწყო, მომეწონა ერთი გოგო, რომელიც ჩემზე რამდენიმე წლით უმცროსი და ჩემს ცოლზე ბევრად უფრო მიმზიდველი და შინაგანად ნათელი იყო, მას არ ჩამოსტიროდა სახე ყოველდღიური ყოფითი საკითხებისგან.

აქედან გამომდინარე დიდი სურვილი გამიჩნდა მასთანაც გამება რომანი, მაგრამ როდესაც წარმოვიდგინე, რომ  ამას მოყვებოდა: პაემნები, სეირნობა, მისი მოხიბვლის მცდელობა, სიურპრიზების გაკეთება და ამ ყველაფრის მოწყობა მომიწევდა ცოლისგან და ხალხისგან ფარულად.

რაღაც მომენტში დავფიქრდი: რისთვის მჭირდება ეს ყველაფერი?

რა მოხდება თუ ამ ყველაფერს ცოლის მიმართ გამოვავლენ?  მასთან ერთად წავალ კინოში, პაემნებზე, მას გავუკეთებ სიურპრიზებს და შევეცდები ვასიამოვნო.

როგორც კი ამ ყველაფრის კეთება დავიწყე შედეგმა არ დააყოვნა, მისი სახე ისევ ძველებურად გაბრწყინდა, მე ისევ დავინახე მასში ის ლამაზი გოგონა, რომელმაც ერთ დროს თავბრუ დამახვია. დღეს უკვე მრცხვენია იმ აზრების და სურვილების, რომელიც მაშინ გამიჩნდა, მაგრამ საკუთარ თავზე გამოვცადე ეს ყველაფერი და მივედი ერთ უტყუარ დასკვნამდე: ქალი-ეს არის კაცის ანარეკლი, როგორც ეპყრობი მას, ისეთი ხდება ის. ეს არის მთელი საიდუმლო…. 

ნანახია:(680)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

როცა სიყვარულის დაკარგვა საკუთარი თავის პოვნის ერთადერთი გზაა

უნდა გაუშვა, ორივესთვის ასე აჯობებს……… ერთხელ ერთ ქალს შევხვდი, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა. მის გარეშე, ალბათ, არ ვიქნებოდი ის ადამიანი,


14 რჩევა საუკეთესო ურთიერთობის შექმნისთვის

წყვილებთან მუშაობისა და ურთიერთობების აღდგენის ხერხების კვლევის 30 წლის თავზე, უცებ მივხვდი, რომ საკვანძო მომენტს მივაღწიე; ჩვენმა ყველა კვლევამ, ამბავმა


„ქმარი გაოგნებული უყურებდა, ყველაფერი სულ უფრო და უფრო უარესდებოდა“…

ერთ კაცს სურდა შეემოწმებინა, უყვარდა თუ არა ცოლს და მისწერა გამოსამშვიდობებელი წერილი, თითქოს ტოვებდა. ბარათი ტუმბოზე დადო, თვითონ კი საწოლის


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*