ქალებს ქმრებისგან მხოლოდ ეს ერთი რამ სურთ… | Jolo.ge


ქალებს ქმრებისგან მხოლოდ ეს ერთი რამ სურთ…

ქალებს ქმრებისგან მხოლოდ ეს ერთი რამ სურთ…

ერთხელ ერთი აზარტული თამაშების მოყვარული ადამიანი ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩავარდა უზარმაზარი ვალის გამო. თუ ის ვალს არ გადაიხდიდა კრიმინალური ჯგუფი მას განადგურებით ემუქრებოდა.

 

ვინაიდან მას საკმარისი ფინანსები არ გააჩნდა შესთავაზა, რომ სხვა ფორმით გადაეხადა მათთვის ვალი. კრიმინალებმა შესთავაზეს, რომ თუ დაქორწინდებოდა მათი ბოსის ქალიშვილზე გაათავისუფლებდნენ. საქმე ის გახლდათ, რომ ბოსის ქალიშვილი ერთი მახინჯი ჯადოქარი იყო.

 

კაცი, რასაკვირველია, დათანხმდა და დაქორწინდა ქალზე. ქორწილის დღეს აღმოაჩინა, რომ პატარძალი ძალიან ლამაზი იყო და სულაც არ ჰგავდა მახინჯ ჯადოქარს. თავგზაარეულმა ქალს სთხოვა ცერემონია მალე დატოვებინათ და სასტუმროში წასულიყვნენ.

 

მამაკაცი აბაზანაში შევიდა, რათა დრო გაეჭიმა და დაფიქრებულიყო იმაზე, რაც მის თავს ხდებოდა. აბაზანიდან გამოსულს საწოლზე ლამაზი ქალის ნაცვლად მახინჯი არსება დახვდა. გაოცებულმა ჰკითხა სად იყო მისი ცოლი.

 

„მე ვარ შენი ცოლი“, — უპასუხა ქალმა — „ახლა, როდესაც ჩემი ქმარი ხარ უნდა იცოდე, რომ ჯადო მაქვს გაკეთებული. დღისით ლამაზი ქალი ვარ, დაბნელებისთანავე კი მახინჯი ჯადოქარი ვხდები. მითხარი, გირჩევნია ლამაზი ვიყო დღისით სხვების დასანახად და ღამით მახინჯი, თუ პირიქით, დღისით მახინჯი და ღამით მხოლოდ შენთვის ლამაზი?“

 

მამაკაცმა არ იცოდა რა უნდა ეპასუხა და ერთდერთი რაც მოიფიქრა იყო:

 

„გააკეთე ის, რაც შენ გაგაბედნიერებს.“

 

ამ სიტყვების საპასუხოდ მამაკაცმა მოულოდნელი პასუხი მიიღო:

 

„შენ მე ჯადოსგან გამათავისუფლე. ამის შემდეგ ყოველთვის ლამაზი ვიქნები.“

 

რას ნიშნავს ეს ისტორია? მამაკაცები ხშირ შემთხვევაში ვერ ხვდებიან, რომ როდესაც ქალებს თავიანთ მონებად აქცევენ სრულიად გაუცნობიერებლად მათთვის უინტერესოს ხდიან. ერთადერთი, რასაც სუსტი სქესი ითხოვს არის საკუთარი ცხოვრება, დამოუკიდებელი არჩევანი.

 

ქალებისთვის, რომლებსაც სურთ იყვნენ სრულფასოვნები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჰქონდეთ საკუთარი ცხოვრება და არ იყვნენ დიასახლისები, რომლებიც მხოლოდ მეუღლის სახლში მისვლას ელოდებიან.

 

 

ნანახია:(4135)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ადამიანები, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას ცვლიან

…მჯერა, რომ სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ შეიძლება შეგხვდეს ადამიანი, რომელიც შენს ცხოვრებას ძირფესვიანად შეცვლის…და მოხდება ისე, რომ იტყვი: მანამდე და მის


„მე შენ დამარცხებულიც მეყვარები“…

შენ გამახსენდი ეს პაწაწინა გვირილა რომ დავინახე. კიდევ კარგი ძირს დავიხედე, თორემ ფეხს დავაბიჯებდი. აქ, ირგვლივ, არსად, სხვა გვირილები არ


იქ, სადაც ქალს სცემენ თაყვანს, ღმერთები ცხოვრობენ …

სწავლება ებრაული კაბალიდან მამაკაცებისთვის ქალების შესახებ. …. ღმერთმა, ვიდრე ევას ქმარს ჩააბარებდა, ადამი გააფრთხილა: «ფრთხილად იყავი! ნურასოდეს ატირებ მას, რადგან


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*