«ქალებო! კარგად დაფიქრდით, სანამ ქართველ კაცს შეურაცხყოფას მიაყენებთ» | Jolo.ge


«ქალებო! კარგად დაფიქრდით, სანამ ქართველ კაცს შეურაცხყოფას მიაყენებთ»

«ქალებო! კარგად დაფიქრდით, სანამ ქართველ კაცს შეურაცხყოფას მიაყენებთ»

«ქალებო! კარგად დაფიქრდით, სანამ ქართველ კაცს შეურაცხყოფას მიაყენებთ. ქართველი კაცები იყვნენ, რომლებიც თავს არ ზოგავდნენ ოსმალების, სპარსელების, არაბებისა და ათასი მოსისხლე მტრისგან საქართველოს გადარჩენისთვის.

ქართველი კაცი იყო, რომელიც დედისა და ცოლის კულტს დღემდე ინახავს და მათი მხადაჭერითა და ძალის გარეშე არაფერნი ვართ.

ქალებო, კარგად დაფიქრდით, სანამ ასე გადაუვლით იმ კაცებს, რომელთა შვილებსაც ვზრდით და თაობებს, ქართველებს ვამრავლებთ.

ვწუხვარ, თუ არ გაგიმართლათ და გამწარებულები მსგავს სიტყვებს წერთ მათზე, მაგრამ ყველა ერთნაირი ვერ იქნება. კარგისა და ცუდის გამიჯვნისას კარგსაც ნუ «ჩარეცხავთ».

საბედნიეროდ ბევრია კარგი. ჩვენსას გავუფრთხილდეთ. ჩვენი შევინახოთ. ჩვენი დავმალოთ და გამოსწორებაზე ვიფიქროთ, ასე საჯაროდ გალანძღვაზე კი არა.

როცა გვიჭირს, ყოველთვის მამრობით სქესს ვუკავშირდებით. რატომ? იმიტომ რომ ისინი ძალანი არიან, ჩვენს სუსტ მხარეში ჩამდგარი»- წერს სოციალურ ქსელში თამუნა ხელაძე.

პოსტს პოეტის მეგობრები ეხმიანებიან.

«თამარ,სამწუხაროდ ხშირად სჭირდებათ ჩვენს მამაკაცებს შეხსენება იმისა, თუ ვისი გორისანი არიან, რომ ქალის პატივისცემა მოეთხოვებათ, რომ კაცობა მხოლოდ სასქესო ორგანოს ქონით არ ამოიწურება, რომ მამაკაცებს ქალების დაცვა მოეთხოვებათ და არა წვრთნა ან აღზრდა როგორც მხეცსა ან ცხოველს. ლანძღვა გამოსავალი რომ არაა, ამაზე ხომ ზედმეტია საუბარი, მარა ამ ქალებსაც უწყდებათ მოთმინების ფიალა და კონკრრტული კაცის გალანძღვის ნაცვლად ანზოგადებენ ხოლმე.«

«რა საწუხაროა თამარ, რომ ვერ ვიზიარებ შენს პათოსს განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მახსენდება რამდენი ქართველი «ვაჟკაცი» ელოდება დედის და ცოლის გზავნილს»…

ნანახია:(6377)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
თამუნა ხელაძე

Related Articles

თემები, რომლებზე საუბარიც განქორწინებულ ქალებს არ სურთ

ქორწინება სამწუხაროდ ყოველთვის წარმატებულად არ მთავრდება. განქორწინება კი წყვილისთვის საკმაოდ რთულად მისაღები გადაწყვეტილებაა. გარდა იმისა, რომ რთულია ოჯახური ცხოვრებიდან მარტოსულ


«საფულე გახსნა და 100 ლარიანი გაუწოდა» — გოგა ჩანადირი

«11 წლის ბიჭია სანდრო ტავალიუკი. სამგორში ცხოვრობს. მას ძველი თბილისის უბნებში ხშირად ნახავთ. უმეტესად რაღაცებს ჰყიდის, რომ საარსებო სახსრები იშოვოს.


სასიამოვნო ინფორმაცია: 2016 წელი იუნესკომ მსოფლიოში შოთა რუსთაველის წლად გამოაცხადა

„დღევანდელ დაძაბულ ფონზე მინდა, ერთი სასიამოვნო ინფორმაცია მოგაწოდოთ. დღემდე ამ საკითხის გადაჭრა პრობლემატური იყო.  სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოება კატეგორიულად მოითხოვდა


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<