ქალებსა და კაცებს განსხვავებული მორალური კომპასი აქვთ | Jolo.ge


ქალებსა და კაცებს განსხვავებული მორალური კომპასი აქვთ

ქალებსა და კაცებს განსხვავებული მორალური კომპასი აქვთ

განსხვავდება თუ არა ქალის და კაცის ქცევა რთული მორალური დილემის გადაწყვეტის დროს? მაგალითად, როცა ჩარევა დაეხმარება ერთს, მაგრამ აზიანებს მეორეს. კიოლნისა და ტეხასის უნივერსიტეტების მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალებისათვის რთულია ემოციებზე უარის თქმა, მათ არ შეუძლიათ მხოლოდ გონებით გადაწყვიტონ და გაიღონ მსხვერპლი უკეთესი გამოსავალის სასარგებლოდ.

,,ქალები გადაწყვეტილების მიღების პროცესში თითქმის თანაბრად რთავენ ემოციებსა და გონებას, განსაკუთრებით რთულდება ყველაფერი, თუ ამ კონკრეტული გადაწყვეტილების შედეგად ვინმე ვინმე უნდა დაზარალდეს.” — განმარტავს კვლევის ერთ-ერთი ავტორი რებეკა ფრიდსდორფი.

ორმოცამდე ქალსა და მამაკაცს ანკეტებში მოცემული ფსიქოლოგიური დილემების გადაწყვეტა თხოვეს, რომლებიც თავის თავში ქცევის მხოლოდ ორ ვარიანტს მოიცავდა. ექსპერიმენტის მონაწილეებს უნდა დაესვათ პლიუსები და მინუსები მოწონებული და დაწუნებული ვერსიებისათვის.

ბოლოს კი მკვლევარებმა გააანალიზეს ანკეტების მონაცემები.

საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა, რომ ყველა მამაკაცი და ქალი განიხილავდა თავიანთი გადაწყვეტილების პოტენციურ შედეგებს. მაგალითად, ვინ დაზარალდებოდა მათი მოქმედებისა თუ უმოქმედობისაგან, როგორ აისახებოდა ეს ქმედება გარემოცვაზე და ადამიანებთან მათ ურთიერთობებზე. მაგრამ ქალები განსხვავებით მამაკაცებისაგან გაცილებით მეტად ითვალისწინებდნენ საკუთარ ემოციურ დამოკიდებულებებს –,, რას ვიგრძნობ, როცა ამ გადაწყვეტილებას მივიღებ.” მათთვის განსაკუთრებით ძნელი იყო ისეთი გამოსავალის პოვნა, რომელიც მოითხოვდა მორალის ნორმებზე გადაბიჯებას, თუნდაც სამომავლო სარგებელისათვის — მოეკლა ტირანი, რათა გადაერჩინა მილიონობით ადამიანი.

აი, ფრიდსდორფის მიერ ჩამოყალიბებული ერთ-ერთი მორალური დილემა. გაითვალისწინეთ, რომ დილემა არ მოიაზრებს სხვა ვარიაციებს, ეს ექსპერიმენტი რომ შედგეს მას უნდა უპასუხოთ კი ან არა.

თქვენ ფლობთ მიწის პატარა ნაკვეთს ღარიბ ქვეყანაში, მეორე წელია მიყოლებით მოსავალი არ იყო და თქვენ არ გაქვთ არაფერი საკუთარი ოჯახის გამოსაკვებად ( ორი ვაჟი და გოგონა), ერთი სიტყვით, შიმშილით სიკვდილის საფრთხის წინაშე დგახართ. ბიჭები ძალიან პატარები არიან, რომ ქალაქში წავიდნენ და იმუშაონ, იმედი მხოლოდ ქალიშვილია. ქალაქში გყავთ ერთი ნაცნობი, თქვენი ყოფილი მეზობელი, იგი პორნოგრაფიის მწარმოებელია და მასში ახალგაზრდა გოგონებს იღებს. ერთხელ, როცა თქვენი შვილი ნახა, მან თქვა, რომ მის სტუდიაში მხოლოდ ერთი წელი მუშაობის შედეგად იგი გამოიმუშავებს მთელი ოჯახისათვის რამდენიმე სეზონი სამყოფ ფულს. რამდენად დაუშვებთ ქალიშვილმა იმუშავოს პორნო ინდუსტრიაში საკუთარი ოჯახისათვის შიმშილით სიკვდილის ასარიდებლად?

ეთიკის თვალსაზრისით ისინი, ვინც მზად არიან გაიღოს ეს მსხვერპლი ოჯახის გამოსაკვებად, ითვლებიან უტილიტარისტებად, საერთო სარგებლისათვის ორი ცუდიდან ნაკლებად ცუდს ირჩევენ, შედარებით მარტივად მიდიან მსხვერპლზე, თუ იგი გამართლებულია გაცილებით ღირებული მოტივით. კვლევის შედეგმა აჩვენა, რომ მამაკაცები მეტად უტილიტარისტები არიან. ისინი, ვინც ქალიშვილის სახელს ოჯახის შიმშილით სიკვდილზე მაღლა აყენებს დეონტოლოგიური ეთიკის მიმდევრებად ითვლებიან, ნებისმიერი ქმედების მორალურ ღირებულებას აყენებენ უმაღლეს საფეხურზე, მიისწრაფვიან რა მოიქცნენ სწორად აქ და ახლა.

როცა უკვე იცით კვლევის შედეგები, დაფიქრდით, თქვენ რომელ კატეგორიას მიაკუთვნებთ თავს?

წყარო: mental.ge

ნანახია:(268)-ჯერ


Comments

comments


Related Articles

როგორ მუშაობს ქალის თვითშეფასების მექანიზმი

ქალის თვითშეფასება –  ძალიან პრობლემატური საკითხია და მრჩება შთაბეჭდილება,  რომ დაბალი თვითშეფასება ეპიდემიასავით არის  მოდებული. თითქმის ყველას  ჰქონია სიტუაცია: — თიკა დღეს,


სხეულის ენა და სექსუალური ჟესტები

სხეულის ენა არის ენა, რომლითაც საუბრობს ყველა, ისიც კი, ვინც არ იცის ამ ენის არსებობის შესახებ. ასეთი ხერხი ადამიანს ურთიერთობაში და


საინტერესო ფაქტები სიყვარულის შესახებ

ამერიკული გამოცემა Life Style სიყვარულის შესახებ რამდენიმე საინტერესო მეცნიერულ ფაქტს გვთავაზობს:   1. ადამიანი კოცნის დროს იხრება უფრო მარჯვნივ,  ვიდრე


istanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escort
ataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escort
dubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escorts
ataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escort
london escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escorts
istanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escort
london escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escorts
istanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escort