ქალბატონები მშობლებზე ადრე დაბერდებიან?

by admin | 27 апреля, 2013 16:27

ასაკი ნებისმიერ ქალისთვის საკმაოდ მტკივნეული თემაა. ნაოჭები, მომხიბვლელობის დაკარგვა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები სიბერესთან მიახლოების ნიშნებია, რაც შეუძლებელია ქალს არ აწუხებდეს. სულ ცოტა ხნის წინ ევროპელმა მეცნიერებმა ქალბატონებისთვის მეტად მტკივნეული დასკვნა დადეს. როგორც ისინი ირწმუნებიან, 45 წლის ქალბატონი ჯანმრთელობის მდგომარეობით 60 წლის ქალბატონს უტოლდება. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ თანამედროვე ახალგაზრდები წინა თაობას 15 წლით ჩამორჩებიან.

 

სიახლე ბუნებრივია არცთუ სასიამოვნოა, თუმცა მეცნიერები ქალბატონებს რეკომენდაციებსაც აძლევენ, თუ როგორ შეინარჩუნონ ახალგაზრდობა:

 

იმოძრავეთ ბევრი

 

რეგულარული ვარჯიში და ფიზიკური აქტივობა როგორც ყველასთვის ცნობილია სისხლის მომიქცევას უწყობს ხელს და სხეულს მომხიბვლელობას უნარჩუნებს.

 

იკვებეთ ჯანსაღად

 

ნამცხვრებისა და ზოგადად ტკბილეულის ჭამა რომ ორგანიზმისთვის სასარგებლო არ არის ეს საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს.

 

გამორიცხეთ სოდა (გამაგრილებელი სასმელები)

 

გამაგრილებელი სასმელი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოს თითქმის არაფერს შეიცავს და უფრო მეტიც, ხელს უწყობს მეტაბოლური სინდრომის განვითარებას, რაც ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის დარღვევას გულისხმობს. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც გამაგრილებელი სასმელი დიეტურია ის შეიცავს ორგანიზმისთვის საზიანო ნივთიერებებს.

ნანახია:(59)-ჯერ


Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/qalbatonebi-mshoblebze-adre-daberdebian/