პუტინი უმაგრესი «პიარშიკია», ნამდვილად ეკუთვნის ჰონორარი

by admin | Июнь 30, 2019 13:07

პუტინი უმაგრესი «პიარშიკია». ნამდვილად ეკუთვნის ჰონორარი😊😊😊
რა უნდა გაეკეთებინა საქართველოს ისეთი და რა თანხები უნდა გადაეხადა, რომ ასე დაერაზმა მსოფლიო ჩვენს მხარდასაჭერად.

სხვადასხვა ქვეყანის მოქალაქეები ზოგი საქართველოს დროშას ფენს თავის სახლზე, ზოგი ქუჩაში დგამს ბანერს და მოუწოდებს წადით საქართველოშიო, ზოგი უკვე გზაშია. …

და როგორც წესი, წერენ, რომ საქართველო განუმეორებელი და ყველასგან განსხვავებულიაო.

[1]ამდენი სიყვარული, ამდენი პოზიტივი, ამდენი თბილი კი არა, აღფთოვანებული სიტყვა ალბათ მთელი ცხოვრების მანძილზე არ მომისმენია არათუ უცხოელებისგან, თვით ქართველებისგანაც კი. უფრო სწორად, მით უმეტეს ქართველებისგან😉😉

ეს ჯგუფი, იდეაში უცხოელებისთვის შეიქმნა, რომ მხარი დაეჭირათ ჩვენთვის. მაგრამ ჩემი აზრით, ტურისტების მოზიდვაზე ბევრად მნიშვნელოვანი შედეგის მოტანა დაიწყო.

ეს სერიოზული ტრენინგია ეროვნული თვითშეფასების ასამაღლებლად, გასაერთიანებლად, საკუთარი ღირსებების დასანახად და ასევე, ზრდის წერტილების მოსანიშნად — სად, რა და როგორ შეიძლება გავაკეთოთ კიდევ უფრო უკეთ საკუთარი თავისთვის, საკუთარი ქვეყნისთვის და ჩვენი საუკეთესო სტუმრებისთვის

ერთხელ, ერთი პოსტის ქვეშ, სადაც უკვე მერამდენედ, მიწაში ჩადეს და ამოიღეს საქართველო, ათრიეს და ლანძღეს, დავწერე, რომ მე მგონი, არავისი აზრის ასე განზოგადება არ შეიძლება, არ შეიძლება მიწასთან გაასწორო მთელი ერი და თან ამბიცია გქონდეს, რომ ყველას სახელით «ღაღადებ». დავწერე, რომ ჩემი საქართველო, ან საქართველო ჩემს ირვლივ ბეეეევრად უკეთესია და მე მიყვარს ის.

რასაკვირველია, სასწრაფოდ დამიკომენტარეს ქალბატონო, დაბრმავებულხართ და ვერ გაგიგიათო.😃😃 ან ვარდისფერი სათვალე გიკეთიათ და მოიხსენითო😂😂

მოვიხსენი😂😂 და კიდევ უფრო შემიყვარდა.

ზოგი ეძებს კარგს და პოულობს, სხვები ეძებენ ცუდს და პოულობენ.
განსხვავება მხოლოდ ხედვაშია 😍😍😍

სიყვარულთ თამარ საგინაშვილი

 Spend your summer in GEORGIA

[2]

ნანახია:(63)-ჯერ


Endnotes:
  1. [Image]: http://www.jolo.ge/wp-content/uploads/2019/06/tt.jpg
  2. [Image]: http://www.jolo.ge/wp-content/uploads/2019/06/საქ-2.jpg

Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/putini-umagresi-piarshiki/