პუტინი უმაგრესი «პიარშიკია», ნამდვილად ეკუთვნის ჰონორარი | Jolo.ge


პუტინი უმაგრესი «პიარშიკია», ნამდვილად ეკუთვნის ჰონორარი

პუტინი უმაგრესი «პიარშიკია», ნამდვილად ეკუთვნის ჰონორარი

პუტინი უმაგრესი «პიარშიკია». ნამდვილად ეკუთვნის ჰონორარი😊😊😊
რა უნდა გაეკეთებინა საქართველოს ისეთი და რა თანხები უნდა გადაეხადა, რომ ასე დაერაზმა მსოფლიო ჩვენს მხარდასაჭერად.

სხვადასხვა ქვეყანის მოქალაქეები ზოგი საქართველოს დროშას ფენს თავის სახლზე, ზოგი ქუჩაში დგამს ბანერს და მოუწოდებს წადით საქართველოშიო, ზოგი უკვე გზაშია. …

და როგორც წესი, წერენ, რომ საქართველო განუმეორებელი და ყველასგან განსხვავებულიაო.

ამდენი სიყვარული, ამდენი პოზიტივი, ამდენი თბილი კი არა, აღფთოვანებული სიტყვა ალბათ მთელი ცხოვრების მანძილზე არ მომისმენია არათუ უცხოელებისგან, თვით ქართველებისგანაც კი. უფრო სწორად, მით უმეტეს ქართველებისგან😉😉

ეს ჯგუფი, იდეაში უცხოელებისთვის შეიქმნა, რომ მხარი დაეჭირათ ჩვენთვის. მაგრამ ჩემი აზრით, ტურისტების მოზიდვაზე ბევრად მნიშვნელოვანი შედეგის მოტანა დაიწყო.

ეს სერიოზული ტრენინგია ეროვნული თვითშეფასების ასამაღლებლად, გასაერთიანებლად, საკუთარი ღირსებების დასანახად და ასევე, ზრდის წერტილების მოსანიშნად — სად, რა და როგორ შეიძლება გავაკეთოთ კიდევ უფრო უკეთ საკუთარი თავისთვის, საკუთარი ქვეყნისთვის და ჩვენი საუკეთესო სტუმრებისთვის

ერთხელ, ერთი პოსტის ქვეშ, სადაც უკვე მერამდენედ, მიწაში ჩადეს და ამოიღეს საქართველო, ათრიეს და ლანძღეს, დავწერე, რომ მე მგონი, არავისი აზრის ასე განზოგადება არ შეიძლება, არ შეიძლება მიწასთან გაასწორო მთელი ერი და თან ამბიცია გქონდეს, რომ ყველას სახელით «ღაღადებ». დავწერე, რომ ჩემი საქართველო, ან საქართველო ჩემს ირვლივ ბეეეევრად უკეთესია და მე მიყვარს ის.

რასაკვირველია, სასწრაფოდ დამიკომენტარეს ქალბატონო, დაბრმავებულხართ და ვერ გაგიგიათო.😃😃 ან ვარდისფერი სათვალე გიკეთიათ და მოიხსენითო😂😂

მოვიხსენი😂😂 და კიდევ უფრო შემიყვარდა.

ზოგი ეძებს კარგს და პოულობს, სხვები ეძებენ ცუდს და პოულობენ.
განსხვავება მხოლოდ ხედვაშია 😍😍😍

სიყვარულთ თამარ საგინაშვილი

 Spend your summer in GEORGIA

ნანახია:(50)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ხელნაკეთი ნივთები სააღდგომოდ

კიდევ ერთი ლამაზი და სიკეთით სავსე დღე. სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ და ააიპ „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება“ გიწვევთ სააღდგომო გამოფენა-გაყიდვაზე,


„შენი ქვეყანა შენ ხარ, იქ სადაც წახვალ!“ — ნესი რობაქიძე

„ბერძნები გვეფერებოდნენ, გულში გვიკრავდნენ და მადლობას გვეუბნებოდნენ, ამაყი ვარ იმით, რომ გუშინდელი ჩვენი ჩართულობით საქართველოს სახე დაინახეს ბერძნებმა!“ — წერს


გოგა ჩანადირის თხოვნა

სულ მალე, საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ შევალთ. თუმცა, ევროკავშირმა სავიზო რეჟიმის დაჩქარებულად შეჩერების პროცესიც დაამტკიცა. ამიტომ, რამდენადაც უვიზო მიმოსვლის


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*