ფუფუნება და უბრალოება | Jolo.ge


ფუფუნება და უბრალოება

ფუფუნება და უბრალოება

სუფია ჯუნაიდი თვალსაჩინოების გზით ასწავლიდა; მოწაფეებს საკუთარი ცხოვრების მაგალითით მიუთითებდა იმაზე, რის წარმოჩენაც სურდა.

ერთხელ მას ჭეშმარიტების მაძიებელთა ჯგუფი ეწვია. მოსულებმა ნახეს, რომ ჯუნაიდი ენით აუწერელ სიმდიდრეში ცხოვრობდა.

გაეცალნენ მას და ახლა ყველაზე მკაცრი ცხოვრების წესის მიმდევარი ასკეტი ბერის სამყოფს მიაშურეს, რომელიც უბრალოებით გამოირჩეოდა. ბერს არაფერი ებადა, გარდა ერთი საგებლისა და წყლის დოქისა.

ერთ-ერთმა მაძიებელმა უთხრა:

— აქაური ცხოვრების წესი და სამყოფის უბრალოება ჩვენთვის ბევრად უფრო მისაღებია, ვიდრე ჯუნაიდის საჩვენებელი და მყვირალა ფუფუნება. როგორც ჩანს, იგი ჭეშმარიტების გზას ასცდენია.

ასკეტმა მძიმედ ამოიოხრა და ცრემლმორეულმა უპასუხა:

— ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ძალიან იოლად მოუტყუებიხართ გარეგნულ მხარეს, რომელიც ადამიანს ყოველი ფეხის ნაბიჯზე უქმნის დაბრკოლებებს. დაიმახსოვრეთ ეს სიტყვები და ნუ იქნებით წარუმატებელნი და ბედუკუღმართნი. დიდი ჯუნაიდი ფუფუნებაში იმიტომ ცხოვრობს, რომ ის არ ექვემდებარება სიმდიდრეს. მე კი უბრალოდ ვცხოვრობ და ეს უბრალოება არ მაწევს ტვირთად.

წყარო: “სიბრძნე მინიატურაში”

ნანახია:(91)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„მთავარია, რომ საყვარელი ადამიანის გვერდზე ყოფნა შეიგრძნოთ»…

«სოფისტური ფილოსოფიის თანხმად, ბედნიერების ერთ-ერთი უცვლელი პირობა იმ მეგობართან თუ ახლობელ ადამიანებთან გვერდზე ჯდომის შესაძლებლობაა, რომლებიც გიყვართ. საჭიროა უბრალოდ ჯდომა,


თქვენ წარუმატებლად თვლით თავს? — მაშინ გილოცავთ — პირველი ტესტირება ჩათვალეთ რომ გავლილი გაქვთ!

…ვისაც არასოდეს განუცდია მარცხი, წარმატების მიღწევა გაუჭირდება… თქვენ წარუმატებლად თვლით თავს? — მაშინ გილოცავთ — პირველი ტესტირება ჩათვალეთ რომ გავლილი


6 სასარგებლო რჩევა ცხოვრების უკეთ წასამართად

„თუ თქვენ არ შეიცვლებით, მაშინ მუდამ გექნებათ მხოლოდ ის, რაც გაქვთ“, — ამბობს კორპორაცია «Jim Rohn International»-ის დამაარსებელი ჯიმ რონი.


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*