„ფული (სიმდიდრე) ზომაში ზრდის იმას, რაც ადამიანშია“ | Jolo.ge


„ფული (სიმდიდრე) ზომაში ზრდის იმას, რაც ადამიანშია“

„ფული (სიმდიდრე) ზომაში ზრდის იმას, რაც ადამიანშია“

სულ ვიმეორებ, ფული ზრდის ზომაში იმას, რაც უკვე არის.
ანუ მდიდრები არ არიან ცუდები, ბოროტები. ეს არის მითი.
ამიტომ არ დაიჯეროთ.

არსებობენ:

* ბოროტი მდიდრები და ბოროტი ღარიბები;
* კეთილი მდიდრები და კეთილი ღარიბები;
* ბრძენი მდიდრები და ბრძენი ღარიბები;
* ბრიყვი მდიდრები და ბრიყვი ღარიბები.

მოკლედ, ფული (სიმდიდრე) ზომაში ზრდის იმას, რაც ადამიანშია.
და ეს არ ეხება მხოლოდ სიმდიდრეს. ეს ეხება სიღარიბესაც, გაჭირვებას.
მინახავს გაჭირვებისგან გაბოროტებული ადამიანი და ასევე გაჭირვებისგან გაღიმებული ადამიანი.

აი საღამოს რომ დაჯდება ზურაბ ქაფიანიძის გმირივით საკუთარ ვახშამს შვილებს გაუნაწილებს და თვითონ მშიერ კუჭზე ღიმილით ფანდურს დაუკრავს.
იყავით მზე და ანათეთ და არ აქვს მნიშვნელობა თქვენს საფულეში (ჯიბეში) არცერთი თეთრი არ არის თუ თქვენს საბანკო ანგარიშზე რამდენიმე მილიონი დოლარია.
იყავი მზე — მეგობარო!

რამაზ გიგაური

ნანახია:(408)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

რაც არ უნდა მოხდეს, დარჩით თქვენი ოცნების მიზიდულობის ზონაში!

მინდა დაფიქრდეთ და უპასუხოთ საკუთარ თავს, თუ არის ის, რასაც შეუძლია მოგცეთ იმაზე მეტი ენერგია და ბედნიერება, რასაც მიიღებთ თქვენი


გურჯიევის რჩევები ქალიშვილს

მთელი ყურადღება საკუთარი თავისკენ მიმართე. ყოველთვის აცნობიერე ფიქრები, გრძნობები, სურვილები და ქმედებები. ყოველთვის დაასრულე ის რასაც დაიწყებ. რასაც აკეთებ, გააკეთე


სამი ნაბიჯი პრობლემის მოგვარებისკენ

1. დაარქვით ყველაფერს თავისი სახელი, ანუ «ბუას» ჩახედეთ თვალებში»:)) და უთხარით: მე შენ გხედავ და შენ ხარ…( რაც არის). 2.


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<