ფსიქოლოგიური ცხოვრების 5 წესი

by admin | Ноябрь 13, 2016 10:33

სარკის კანონი

ადამიანები თქვენს გარშემო თქვენი სარკეა. მათში აისახება თქვენი პიროვნება, რომელსაც თქვენ ვერ აცნობიერებთ. მაგალითად თუ ვიღაც უხეშად გექცევათ მაშინ თქვენ ეს გინდათ და ამის უფლებას აძლევთ. თუ გამუდმებით გატყუებენ ესე იგი თქვენ ხართ ადამიანი რომელიც მზად არის დაუჯეროს ნებისმიერს.

არჩევანის კანონი

ყველაფერი რაც თქვენს ცხოვრებაში ხდება თქვენი საკუთარი არჩევანის შედეგია. საკუთარი ბედის ავტორი თავად ხართ და ნურავის ნუ წაუყენებთ პრეტენზიებს.

ცოდვის კანონი

შეეგუეთ, რომ უშეცდომო არავინაა, თქვენ შესაძლოა საკუთარი ქმედებები სწორად მიგაჩნიათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სხვაც უნდა გეთანხმებოდეს. ასევე გახსოვდეთ სამყარო არ არის მხოლოდ შავი და თეთრი, თქვენ შესაძლოა დაუშვათ შეცდომები, ეს ნორმალურია მთავარია მათი აღიარება და გამოსწორება შეგეძლოთ

შესაბამისობის კანონი

თქვენ გაქვთ ყველაფერი ზუსტად იმდენი რამდენიც შეგეფერებათ და იმსახურებთ, არც მეტი და არც ნაკლები. ეს ეხება ყველაფერს, სამსახურს, ფულს და ადამიანებს. თუ არ შეგიძლიათ ადამიანისთვის სანაცვლო გრძნობის დაბრუნება ნუ ითხოვთ მისგან სიყვარულს.

დასწრების/ყოფნის კანონი

ნუ კარგავთ დროს, თქვენ ცხოვრობთ აქ და ახლა, წარსული აღარ არსებობს, რადგან ყოველ წამს ახალი რეალობა დგება. სანამ ჩვენ ცხოვრებას ვუწყრებით და ამაში დროს ვკრგავთ ის გადის.

წყარო: წერილი ბრმებზე — თვალხილულთა ჭკუის სასწავლებლად.

ნანახია:(4866)-ჯერ


Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/psiqologiuri-cxovrebis-5-wesi/