ფსიქოლოგიის 7 წესი, რომელთა გააზრებაც თქვენს ცხოვრებას შეცვლის | Jolo.ge


ფსიქოლოგიის 7 წესი, რომელთა გააზრებაც თქვენს ცხოვრებას შეცვლის

ფსიქოლოგიის 7 წესი, რომელთა გააზრებაც თქვენს ცხოვრებას შეცვლის

დაარწმუნეთ საკუთარი თავი შემდეგი კანონების სისწორეში და სამყაროს სულ სხვა თვალით შეხედავთ.


სარკის კანონი. ადამიანები თქვენს გარშემო თქვენი სარკეა. მათში აისახება თქვენი პიროვნება, რომელსაც თქვენ ვერ აცნობიერებთ. მაგალითად, თუ ვიღაც უხეშად გექცევათ მაშინ თქვენ ეს გინდათ და ამის უფლებას აძლევთ. თუ გამუდმებით გატყუებენ ესეიგი თქვენ ხართ ადამიანი რომელიც მზად არის დაუჯეროს ნებისმიერს.

არჩევანის კანონი. ყველაფერი რაც თქვენს ცხოვრებაში ხდება თქვენი საკუთარი არჩევანის შედეგია. საკუთარი ბედის ავტორი თავად ხარ და ნურავის ნუ წაუყენებთ პრეტენზიებს.


ცოდვის კანონი. 
შეეგუეთ, რომ უშეცდომო არავინაა, თქვენ შესაძლოა საკუთარი ქმედებები სწორად მიგაჩნიათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სხვაც უნდა გეთანხმებოდეთ. ასევე გახსოვდეთ, სამყარო არ არის მხოლოდ შავი და თეთრი, თქვენ შესაძლოა დაუშვათ შეცდომები, ეს ნორმალურია მთავარია მათი აღიარება და გამოსწორება შეგეძლოთ.

შესაბამისობის კანონი. თქვენ გაქვთ ყველაფერი ზუსტად იმდენი, რამდენიც შეგეფერებათ და იმსახურებთ, არც მეტი და არც ნაკლები. ეს ეხება ყველაფერს, სამსახურს, ფულს და ადამიანებს. თუ არ შეგიძლიათ ადამიანისთვის სანაცვლო გრძნობის დაბრუნება ნუ ითხოვთ მისგან სიყვარულს.

დამოკიდებულების კანონი. თქვენი არავის არაფერი მართებს. მოინდომეთ სხვებისთვის სიკეთის უანგაროდ გაკეთება და გახსოვდეთ იმისათვის, რომ იყო კეთილი საჭიროა იყო ძლიერი. თუმცა ზედმეტი არ მოგივიდეთ და არას თქმის უნარიც დაიტოვეთ.


დასწრების/ყოფნის კანონი. 
თქვენ ცხოვრობთ აქ და ახლა, წარსული აღარ არსებობს, რადგან ყოველ წამს ახალი რეალობა დგება. მომავალი ჯერ არ დამდგარა, იცხოვრეთ დღევანდელი დღით და ამჟამინდელი წამით.

ოპტიმიზმის კანონი.
 სანამ ჩვენ ცხოვრებას ვუწყრებით და ამაში დროს ვკარგავთ ის გადის. ნუ კარგავთ დროს იცხოვრეთ და გქონდეთ მომავლის იმედი.

წყარო:http://www.cideas.ge/

ნანახია:(3687)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

«ცოლად ისეთ ქალს ნუ აირჩევ, რომელთანაც არ იმეგობრებდი, მამაკაცი რომ ყოფილიყო»

პოლ ოსტერის წერილი ჯონ კუტზეეს — ქორწინება, უპირველეს ყოვლისა, ორი ადამიანის საუბარია და თუ ცოლ-ქმარმა დამეგობრება ვერ მოახერხა, მათ კავშირს,


ლოგიკის ტესტი – ებრაული იგავი

ერთმა ახალგაზრდამ თალმუდის შესწავლა გადაწყვიტა და ცნობილ რაბინს მიმართა დასახმარებლად. — არამეული ენა თუ იცი? — არა. — ივრითი? —


4 ჩვევა მეტი წარმატებისთვის

საკმაოდ რთულია მიზნებზე კონცენტრირება და მათი განხორციელება, თუმცა რაც უფრო დიდია მიზანი, მით მეტია მოტივაცია. არსებობს რამდენიმე პრინციპი, რომლებიც მეცნიერების


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*