პრობლემების მიზეზი თავშია

by admin | Февраль 28, 2017 11:14

მასწავლებელმა ხელში აიღო წყლით სავსე ჭიქა და მოსწავლეებს ჰკითხა:

– რას ფიქრობთ, თქვენი აზრი მაინტერესებს – რამდენს იწონის ეს ჭიქა?

– დაახლოებით 200 გრამს – უპასუხეს მოსწავლებმა.

– როგორც ხედავთ, მას პატარა წონა აქვს – უთხრა მასწავლებელმა და ისევ იკითხა:

– რა მოხდება, თუ ამ ჭიქას დავიჭერ რამოდენიმე წუთი?

– თითქმის, არაფერი მოხდება.

– კარგით. თუ დავიჭერ ერთი საათის განმავლობაში?

– ხელი დაგეღლებათ.

– თუ დავიჭერ რამდენიმე საათის განმავლობაში?

– ხელი აგტკივდებათ.

– მართალია. თუ კი ასეთ მდგომარეობაში ჭიქას დავიჭერ ერთი დღე?

– ხელი გაგიშეშდებათ და შეიძლება მოხდეს მისი პარალიზებაც კი – უპასუხა ერთ-ერთმა მოსწავლემ.

– ძალიან კარგი – განაგრძნობდა მასწავლებელი – მაგრამ, შეიცვალა თუ არა ჭიქის წონა?

– არა – იყო პასუხი.

– მაშინ საიდან მოვიდა ხელში ტკივილი?

– ხანგრძლივი დაძაბულობისგან.

– რა უნდა გავაკეთო, რომ ტკივილისგან განვთავისუფლდე?

– ხელი უნდა გაუშვათ ჭიქას – იყო პასუხი.

– სწორედაც. ასე ხდება ცხოვრებისეულ პრობლემასთან მიმართებაშიც – განაცხადა მასწავლებელმა – გააჩერებთ პრობლემას თავში რაოდენიმე წუთი – ეს ნორმალურია. იფიქრებთ მასზე საათობით – შეიგრძნობთ ტკივილს და თუ კი მასზე იფიქრებთ დღე და ღამ შეუჩერებლივ, მაშინ ის მოახდენს თქვენს პარალიზებას, ვერაფერს სხვა საქმეს ვერ გააკეთებთ. იმისათვის, რომ განთავისუფლდეთ ტკივილისგან, უნდა გაანთავისუფლო თავი პრობლემისაგან.

წყარო: https://zrda.wordpress.com[1]

ნანახია:(4810)-ჯერ


Endnotes:
  1.  https://zrda.wordpress.com: https://zrda.wordpress.com

Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/problemebis-mizezi-tavshia/