პრობლემების მიზეზი თავშია | Jolo.ge


პრობლემების მიზეზი თავშია

პრობლემების მიზეზი თავშია

მასწავლებელმა ხელში აიღო წყლით სავსე ჭიქა და მოსწავლეებს ჰკითხა:

– რას ფიქრობთ, თქვენი აზრი მაინტერესებს – რამდენს იწონის ეს ჭიქა?

– დაახლოებით 200 გრამს – უპასუხეს მოსწავლებმა.

– როგორც ხედავთ, მას პატარა წონა აქვს – უთხრა მასწავლებელმა და ისევ იკითხა:

– რა მოხდება, თუ ამ ჭიქას დავიჭერ რამოდენიმე წუთი?

– თითქმის, არაფერი მოხდება.

– კარგით. თუ დავიჭერ ერთი საათის განმავლობაში?

– ხელი დაგეღლებათ.

– თუ დავიჭერ რამდენიმე საათის განმავლობაში?

– ხელი აგტკივდებათ.

– მართალია. თუ კი ასეთ მდგომარეობაში ჭიქას დავიჭერ ერთი დღე?

– ხელი გაგიშეშდებათ და შეიძლება მოხდეს მისი პარალიზებაც კი – უპასუხა ერთ-ერთმა მოსწავლემ.

– ძალიან კარგი – განაგრძნობდა მასწავლებელი – მაგრამ, შეიცვალა თუ არა ჭიქის წონა?

– არა – იყო პასუხი.

– მაშინ საიდან მოვიდა ხელში ტკივილი?

– ხანგრძლივი დაძაბულობისგან.

– რა უნდა გავაკეთო, რომ ტკივილისგან განვთავისუფლდე?

– ხელი უნდა გაუშვათ ჭიქას – იყო პასუხი.

– სწორედაც. ასე ხდება ცხოვრებისეულ პრობლემასთან მიმართებაშიც – განაცხადა მასწავლებელმა – გააჩერებთ პრობლემას თავში რაოდენიმე წუთი – ეს ნორმალურია. იფიქრებთ მასზე საათობით – შეიგრძნობთ ტკივილს და თუ კი მასზე იფიქრებთ დღე და ღამ შეუჩერებლივ, მაშინ ის მოახდენს თქვენს პარალიზებას, ვერაფერს სხვა საქმეს ვერ გააკეთებთ. იმისათვის, რომ განთავისუფლდეთ ტკივილისგან, უნდა გაანთავისუფლო თავი პრობლემისაგან.

წყარო: https://zrda.wordpress.com

ნანახია:(9965)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„გახდით კარგი კაპიტანი თქვენი ცხოვრების“…

„მარტო გამარჯვებებით წინ ვერ წახვალთ…დამარცხებაც უნდა გამოცადოთ….ანუ კარგმა კაპიტანმა შტორმის დროს იდეალურად უნდა მართოს ხომალდი“ — წერს ფსიქოლოგი ხათუნა მუზაშვილი


წარმატების ერთ-ერთი ფორმულა

როგორ მინდა ყველამ წაიკითხოს ბავშვობიდან დღემდე, როცა რამეს ვაკეთებ, ვმოქმედებ და ვქმნი, ყოველთვის ერთ ადამიანს ვუძღვნი. ის კონკრეტული ადამიანი ჩემი


„ აუცილებლად მივიღებთ იმას, რასაც დავიმსახურებთ“ …

ზოგიერთი ადამიანი იმასაც ვერ ხვდება, რატომ და რისთვის იტანჯება. თეორიულად კეთილი ადამინებით გაივსო ქვეყანა. გაშმაგებული იდეების ქურდობით გააქვთ თავი და


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*