რითი იკვებებოდა ხალხის პრინცესა — ლედი დის მზარეული ჟურნალისტებთან საუბრობს | Jolo.ge


რითი იკვებებოდა ხალხის პრინცესა — ლედი დის მზარეული ჟურნალისტებთან საუბრობს

რითი იკვებებოდა ხალხის პრინცესა — ლედი დის მზარეული ჟურნალისტებთან საუბრობს

პრინცესა დაიანა ბოლო დროის ყველაზე პოპულარული და საყვარელი პრინცესაა, სწორედ ამიტომაც შეარქვეს მას ხალხის პრინცესა. მიუხედავად იმისა, რომ მისი გარდაცვალებიდან საკმაოდ დიდი დრო გავიდა ეს გენიალური ადამიანი აქტუალობას არ კარგავს და ნებისმიერი სიახლე მის შესახებ საზოგადოებისთვის ყოველთვის საინტერესოა.

 

ალბათ ბევრ ადამიანს უოცნებია ლედი დისთან საუბარზე სამეფო სუფრასთან. გაინტერესებთ როგორ იკვებებოდა პრინცესა? სამეფო ოჯახის მზარეული ამის შესახებ Daily Mail-ს უყვება.

 

დარენ მაკგრედი ბუკინგემის სასახლეში 11 წლის მანძილზე მზარეულად მუშაობდა და პირადად ემსახურებოდა ლედი დიანას. მას შემდეგ კი რაც პრინცესა პრინც ჩარლზს გაეყარა ის სამუშაოდ პრინცესასთან დარჩა.

 

„პრინცესა ძალიან ჯანსაღად იკვებებოდა,“ — ამბობს მზარეული — „ის ხშირად მეუბნებოდა: შენ მიხედე ჩემს ცხიმებს, მე მივხედავ ნახშირწყლებს სავარჯიშო დარბაზში“.

 

მაკგრედის თქმით, პრინცესას ერთადერთი სისუსტე იყო კარაქიანი პურის პუდინგი. მას ასევე ძალიან უყვარდა მოთუშული წიწაკა, მაგრამ მხოლოდ მაშინ აძლევდა თავს მათი ჭამის უფლებას, როდესაც სტუმრები ჰყავდა. მისი ყოველდღიური საკვები კი იყო მოხარშული კარტოფილი კვერცხის ცილასთან ერთად და მოხარშული ქათამი.

 

1461199627-syn-ghk-1461187079-gettyimages-76214568

 

მიუხედავად იმისა, რომ თავად ბევრ რამზე ეუბნებოდა თავს უარს, ბავშვებს არასდროს აიძულებდა ყოფილიყვნენ მკაცრ კვებაზე.

 

„ბავშვებს უყვარდათ ხორციანი ღვეზელი და ბანანის ბლინი. ისინი იყვნენ სამეფო ოჯახის წევრები, მაგრამ პირველ რიგში ისინი ბავშვები იყვნენ.“ — ამბობს მაკგრედი. მისივე თქმით, პრინც უილიამსა და ჩარლზს უყვარდათ პიცა და ყველით დატენილი კარტოფილი, ასევე თევზის სტეიკი.

 

1461199629-syn-ghk-1461187393-gettyimages-111145871

 

ყველაზე მნიშვნელოვანი, მზარეულის თქმით, იყო ის, რომ პრინცესა დაიანას არ ჰყავდა საჭმლის გამსინჯავი (ადამიანი, რომელიც სინჯავს საკვებს რათა არ იყოს მოწამლული), რადგან ის ენდობოდა საკუთარ მზარეულს.

ნანახია:(74)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
ლედი დიანა

Related Articles

12 შესანიშნავი ფილმი საახალწლო განწყობის შესაქმნელად

ყველაზე კარგი საშუალება საახალწლო განწყობის შესაქმნელად ესა არის ფილმი, რომელიც მთლიანად ცვლის ჩვენს დამოკიდებულებას ამ დღესასწაულის მიმართ. ამასთან, თუ თქვენ


10 ყველაზე საჭირო რჩევა გარუჯვის დროს (video)

ამ ვიდეოში მოისმენთ ყველაზე საჭირო და აუცილებელ რჩევებს, რომელიც დაგეხმარებათ რუჯის სწორად და სწრაფად მიღებაში.   https://www.youtube.com/watch?v=J0vN-8TUEuY ნანახია:(47)-ჯერ FacebookLinkedinComments comments


გაუფრთხილდით ხოლმე იმათ, ვისაც შეუძლია უყვარდეთ

ძნელი გადასატანია, როცა შენზე უარს ამბობენ. და ყოველთვის გაუგებარი, რატომ. არასოდეს არცერთი პასუხი ამ კითხვაზე საკმარისი არ არის. ზიხარ და


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<