პრაქტიკული სავარჯიშოები მეხსიერების გასაუმჯობესებლად | Jolo.ge


პრაქტიკული სავარჯიშოები მეხსიერების გასაუმჯობესებლად

პრაქტიკული სავარჯიშოები მეხსიერების გასაუმჯობესებლად

მეხსიერებას ყოველდღიური ვარჯიში სჭირდება. გთავაზობთ პრაქტიკულ სავარჯიშოებს, რომელთა ყოველდღიური შესრულება საგრძნობლად გააუმჯობესებს მეხსიერებას:

1. დახუჭეთ თვალები, დაასახელეთ რიცხვი და გამოთვალეთ მასზე ათით ნაკლები და ათით მეტი.

2.ზეპირად გადაამრავლეთ, გაყავით, შეკრიბეთ ან გამოაკლეთ ერთმანეთს ორი და სამნიშნა რიცხვები.

3. მეხსიერებას ააქტიურებს რაიმე ახლის, აქამდე უცნობის შესწავლა. მაგალითად, უცხო ენის ან რომელიმე მუსიკალური ინსტრუმენტის. სწავლა არასდროს არის გვიან. შეგიძლიათ, დაიზეპიროთ საყვარელი ლექსები ან ამონარიდები პროზაული ტექსტებიდან, მერე კი ხმამაღლა წაიკითხოთ – ლექსიკურ მარაგსაც გაიმდიდრებთ, მეტყველებასაც დაიხვეწთ და მეხსიერებასაც გაიუმჯობესებთ.

4. გაიმეორეთ ანბანი, თითოეულ ასოზე მოიფიქრეთ სიტყვა. თუ რომელიმე ასო დაგავიწყდათ ან შესაბამისი სიტყვა ვერ გაიხსენეთ, ნუ შეყოვნდებით – აქ მთავარია ტემპი.

5. აიღეთ ანბანის ნებისმიერი ასო და დაასახელეთ 20 სიტყვა, რომელიც ამ ასოზე იწყება.

6. საწოლში, ძილის წინ, მთელი დღე წარმოსახვით უკან “გადაახვიეთ”. გაიხსენეთ ყველა დეტალი, რაც დღის განმავლობაში დაგამახსოვრდათ. ამ დროს ერიდეთ შეფასებას. ემოციური დამოკიდებულების გარეშე, უბრალოდ, ჩამოთვალეთ, რა მოხდა.

წყარო: aversi.ge

ნანახია:(460)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„ვიდრე ცოცხლები ვართ, უნდა ვეცადოთ, როგორმე უკვდავყოთ ერთმანეთის სული“

„ადამიანის სული გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე სხეული. იმდენად მძიმე, რომ ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია, ამიტომ, ვიდრე ცოცხლები ვართ,


აუტისტი ბიჭის ლექსი, რომელმაც მსოფლიო აატირა

10 წლის ბენჯამინს, რომელსაც აუტიზმი აქვს სკოლის მასწავლებელმა დაავალა დაეწერა ლექსი სახელად „მე ვარ“, ყოველი სტრიქონის პირველი სიტყვები მას მიცემული


იქნება ის ამინდი, რომელიც მომწონს…

მოგზაური მწყემსს ეკითხება: — რა ამინდი იქნება დღეს, შეგიძლიათ მითხრათ? მწყემსი პასუხობს: — აი, ისეთი როგორც მე მომწონს. — საიდან


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*