პრაქტიკოსების მახე! (ანუ რატომ არ გვაქვს ადეკვატური შედეგები) | Jolo.ge


პრაქტიკოსების მახე! (ანუ რატომ არ გვაქვს ადეკვატური შედეგები)

პრაქტიკოსების მახე! (ანუ რატომ არ გვაქვს ადეკვატური შედეგები)

არსებობს ასეთი მოსაზრება რომ რაც არის შიგნით, ის არის გარეთ! (ანუ როგორიც ვართ ჩვენ შინაგანად, ისეთი არის ჩვენი გარე სამყაროც)

და ნებისმიერი ცვლილება, ჯერ ხდება ჩვენს შიგნით, (შინაგან სამყაროში) და შემდეგ გარე სამყაროში პოვებს ასახვას.

ასევე გასათვალისწინებელია რომ თავიდან, როდესაც ცვლილებები ხდება ჩვენს შიგნით ეს რთული შესამჩნევია და გარკვეული დრო (საკმაოდ დიდი დრო) არის საჭირო, სანამ ეს ცვლილება გარე სამყაროში აისახება.

მაგალითად დავრგეთ ხე. სანამ ხე ამოსვლას დაიწყებს დიდი დროა საჭირო. თავიდან ხე ფესვებს იდგამს, (ანუ ცვლილებები მიდის მის შიგნით) და არაფერი არ არის შესამჩნევი. ჩვენ ვერ ვხედავთ ხის ზრდას. ამ დროს საჭიროა ლოდიდნი. (რადგან თუ ამოვთხრით მიწას, იმის შესამოწმებლად იზრდება თუ არა ფესვები, ამით შეიძლება ხე გააფუჭოთ)

შესაბამისად როდესაც ვიწყებთ პიროვნულ განვითარებას, საკუთარ თავზე მუშაობას და რაღაც ისეთის კეთებას, რაც ადრე არასდროს არ გვიცდია, დიდ მონდომებასა და ენთუზიაზმთან ერთად საჭიროა მოთმინება და იმის ცოდნა, რომ საწყის ეტაპზე შეიძლება არაფერი არ გამოვიდეს.

რადიკალური ცვლილებებისთვის დროა საჭირო!

მაშინაც კი, თუ ნიჭიერი ხართ და ბევრს მუშაობთ, სასურველი რეზულტატის მიღწევას დრო უნდა: თქვენ ვერ გეყოლებათ შვილი ერთ თვეში იმ შემთხვევაშიც კი, თუ 9 ქალს ერთდროულად დააფეხმძიმებთ! (უორენ ბაფეტი)

ახლა კი მინდა ჩემი გამოცდილება და მოსაზრებები გაგიზიაროთ:

ხშირად ვისმენ რომ მთავარია პრაქტიკა. (ანუ არა ის, რასაც მოისმენ და წაიკითხავ, არამედ ის, რასაც დანერგავ მოსმენილისგან და წაკითხულისგან ) რა თქმა უნდა, მთავარი პრაქტიკაა, მაგრამ:

აქ არის ერთი მაგრამ!

ზოგადად არის ორი მიზეზი, რის გამოც შედეგს ვერ იღებ:

1.რაღაცას ისე არ აკეთებ.

2.ყველაფერს სწორად აკეთებ, უბრალოდ დროა საჭირო.

და ზოგჯერ, როდესაც ადამიანი ყველაფერს სწორად აკეთებს, (უბრალოდ საჭირო შედეგებისთვის დრო სჭირდება) მას ბევრი ეუბნება რომ რას მიაღწიე? რა შედეგები გაქ? პრაქტიკოსი არა ხარ? და ა.შ (მაგალითად მე მეუბნებიან)

აგრეთვე ბევრი ადამიანი ნერვიულობს, ნანობს და ძალიან განიცდის რომ ჯერ ჯერობით სასურველი შედეგი არა აქვს. ფიქრობს რომ პრაქტიკოსი არაა. (არადა უბრალოდ სჭირდება რომ ცოტაც მოიცადოს)

ხოლო უარყოფითი განწყობა და მოთმინების არარსებობა მათ განვითარებას ძალიან ანელებს.

დასკვნა!

არანაირად არ ინერვიულოთ თუ დღეს სასურველი შედეგები არ გაქვთ. იყავით მადლიერები ყველაფრისთვის და გახსოვდეთ, რომ ხანდახან სასურველი შედეგების მისაღებად საჭიროა მოთმინება.

PS: სამწუხაროდ ამ ბოლო დროს ბევრმა მითხრა რა შედეგები მაქვს, (ყველა სფეროში) რას ვაკეთებ, რატომ ვაკეთებ და ა.შ (ზოგმა ისიც მითხრა რომ შედეგები არ მაქვს, ან ძალიან დაბალი მაქვს და საერთოდ რად მინდა ეს ყველაფერი. რატომ ვარ მთელი დღე ინტერნეტში. ასეც არ შეიძლება, გარეთ უნდა გავიდე და ………)

არა მგონია ამ ადამიანებმა ეს პოსტი ნახონ, მაგრამ ყველაფერი არაჩვეულებრივად მაქვს. ვაკეთებ იმას, რაც მიყვარს. უკვე სასურველ შედეგებს ვიღებ და ჩემი შედეგებიც ყოველდღიურად იზრდება. სულ წინ და წინ!

PPS: ერთი მაგალითი პრაქტიკოსობაზე და თეორიტიკოსობაზე. 2-3 თვის წინ ვუსმენდი არწიომ მელნიკს, ახალი მდიდრების შესახებ. თავიდან არ მომეწონა და რამდენიმე ვიდეოს შემდეგ გამოვრთე. ვიფიქრე რომ ჩემთვის არაა. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი მისი ყველა ვიდეო ვნახე და მივხვდი, რომ მეც მინდა ასე ცხოვრება. ძალიან მომეწონა, გამოვიწერე და გეგმაში მაქვს რომ მომავალში ჩემი მენტორი იყოს.

ვიღაცის შეფასებით შეიძლება არაფერი შეცვლილა, რადგან ცვლილებები არ ჩანს, მაგრამ….

ცვლილებები მოხდა ჩემს შიგნით, მე შევიცვალე დამოკიდებულება, ეს ცვილება კი გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩემს გარე სამყაროშიც აისახება….

სულ ეს იყო.

PPPS:თუ მეთანხმები Like and Comment

სოსო სინატაშვილი

 

ნანახია:(279)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

2 ეფექტური მეთოდი ნებისმიერი ამოცანის გადასაჭრელად

როცა ჩვენ გვინდა გადავჭრათ რაიმე ცხოვრებისეული ამოცანა, ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს თუ როგორ მოვამზდებთ საკუთარ ტვინს ამ ამოცანის ამოხსნაზე სამუშაოდ.


როდესაც ადამიანი აგზავნის ნეგატიურ აზრებს სხვისკენ…

როცა ქალი აფორიაქებილია და  ნერვიულობს შვილზე, მეუღლეზე ან მეგობარზე, ის უგზავნის, კვებავს და ეხმარება მისი წილი “მძიმე ჯვრის“ ტარებაში. ასე


ეს 5 შეკითხვა დაგანახებთ თქვენი ცხოვრების გზას…

წარმატებაზე ორიენტირებული ადამიანისთვის მიზანი ყველაზე მთავარი რამაა. მის გარეშე ყველაფერი ფუჭია, რადგან თუ არ იცით რისკენ მიისწრაფვით წარმატება თქვენთან თავად


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*