პრაქტიკა, რომელიც ენერგიის აღდგენაში დაგვეხმარება

by admin | 21 мая, 2020 12:32

ყოველ ჯერზე, როცა შიშს, ტკივილს და წყენას ვგრძნობთ, ენერგიას ვკარგავთ. ეს გარდაუვალია. მაგრამ არის კარგი ამბავიც, არსებობს ჯადოსნური პრაქტიკა, რომელიც ენერგიის აღდგენაში დაგვეხმარება.

— გაიხსენეთ სიტუაცია, რომელიც ტრანსფორმაციას საჭიროებს. იგრძენით შეგრძნებები თქვენს ქალაქში, ქვეყანაში, სამყაროში.

[1]გაიხსენეთ ის სიტუაცია, რომელიც თავს გადაგხდათ და  ბევრი ენერგია წაგართვათ. ან შემთხვევა, როცა ბევრი ენერგია დახარჯეთ და შედეგი ვერ იგრძენით. არ მოხდა ის, რაც გინდოდათ, რასაც ელოდით… პირიქით მოხდა ძალისა და ენერგიის დაკარგვა.

გამოავლინეთ სურვილი გაანეიტრალოთ ეს მოვლენები თქვენს მეხსიერებასა და ცხოვრების ამ კონკრეტულ სცენარში.

ხმამაღლა წარმოთქვით:

ყველა დროებით სივრცეში, ყველა რეალობაში მსურს ჩემი ენერგიის რესურსი დავიბრუნო ამ მოვლენებისგან და ვითხოვ, რომ ეს ენერგია გაიფილტროს ნათებით, იმისთვის რომ კვლავ დამიბრუნდეს.

წარმოიდგინეთ რომ ენერგია იმ დროებით მოვლენას შორდება და კოსმიური ნათებით იფილტრება.

ენერგიის ტრანსფორმაციის პერიოდში გაანალიზეთ, თუ რისთვის იყო მოცემული ეს სიტუაცია:

როგორი დასკვნები გააკეთეთ და როგორი გაკვეთილი მიიღეთ.

ეს თქვენი პირადი სურვილები იყო თუ სხვისი?

რატომ ჩადეთ ამდენი ენერგია და არ მიიღეთ შედეგი?

როცა პასუხებს მიიღებთ მოახდინეთ ვიზუალიზაცია და წარმიდგინეთ ცისარტყელას ულამაზესი ფერებით ამ ენერგიის ძლიერი ნაკდი როგორ მოედინება თქვენსკენ. სურვილის შემთხვევაში, ღრმა ჩასუნთქვით შეგიძლიათ ეს ენერგია ისევ ჩააბრუნოთ თქვენში ან გაუშვათ თქვენს შემდეგ მიზნებსა და გეგმებში. ოღონდ კარგად დაფიქრდით ამ გეგმაზე, რომ ისევ არ მოხდეს ენერგისს „უმისამართოდ“ გახარჯვა.

თუ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ეს ენერგია გადავამისამართოთ, მაშინ ამ ენერგიას ჩასუნთქვისთანავე ვიბრუნებთ სხეულში, შემდეგ თავს მარჯვნივ შევატრიალებთ თითქოს მომავალში ვიხედებით იმ მოვლენისკენ, რომელიც დავგეგმეთ  და გულიდან ამოსუნთქვით ვუშვებთ ენერგიას სურვილში.

  შეიძლება წარმოთქვათ:

“ამ ენერგიას ვუშვებ რეალიზაციის საუკეთესო პერიოდში, საუკეთესო მოვლენებში, რომელიც საუკეთესო ფორმით მოხდება“.

ასეთი პრაქტიკის დახმარებით შეიძლება გადაამუშაოთ ნებისმიერი სიტუაცია. მთავარია მიხვდეთ რამდენად ძლიერი გაკვეთილი მიიღეთ და რაშია მისი ფასეულობა.

ევგენია დრონი

თარგმნა ელენე ტატიშვილმა

ნანახია:(1003)-ჯერ


Endnotes:
  1. [Image]: http://www.jolo.ge/wp-content/uploads/2020/05/evgenia1-1.jpg

Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/praqtika-romelic-energiis-agdgenashi-dagvexmareba/