გადართვა ნეგატივიდან პოზიტივზე | Jolo.ge


გადართვა ნეგატივიდან პოზიტივზე

გადართვა ნეგატივიდან პოზიტივზე

პიროვნების ზრდის ქოუჩი თამარ კვარაცხელია გვასწავლის, თუ რა ხერხები დაგვეხმარება ნეგატივის გაშვებასა და პოზიტიური აზრის ჩამოყალიბებაში. 

თამარ კვარაცხელია: სპორტსმენს, ტურნირში მონაწილეობის შედეგად გადასცეს სოლიდური თანხა, პრიზის სახით. შეჯიბრების შემდეგ, როდესაც მანქანაში ჯდებოდა, მას ქალბატონი მიუახლოვდა და დახმარება სთხოვა. უცნობი თანხას ითხოვდა შვილისთვის, რომელიც სავადმყოფოში იწვა და გადაუდებელ ოპერაციას საჭიროებდა. მე არ მაქვს ფული რომელსაც მთხოვენ ექიმები —  დადარდიანებული ხმით უთხრა ქალმა. სპორტსმენმა, ძალიან განიცადა ეს ამბავი და დაუფიქრებლად გადასცა საპრიზო თანხა.

რამდენიმე დღის შემდეგ, როცა მეგობრები ისევ შეიკრიბნენ სავარჯიშოდ, სპორტსმენმა მოყვა ქალის და ბავშვის ისტორია და გამოთქვა წუხილი, რომ არ შეეკითხა ქალს საავადმყოფოს კოორდინატები, რათა გაეგო  ბავშვის მდგომარეობა.

მეგომრებმა უთხრეს: — ნუთუ შენც გაები ამ მახეში, ეს ის ქალია, რომელმაც სხვა დროსაც ჩაიდინა მსგავსი რამ. შენ თაღლითის მსხვერპლი გახდი.

— გამოდის, არავითარი ავადმყოფი ბავშვი არ არის?

— რასაკვირველია, არა.

— რა კარგია, ეს ყველაზე კარგი ამბავია,  რაც დღეს მე შევიტყვე თქვა სპორტსმენმა.

ისტორია, ძალიან მომეწონა. სპორტსმენს ჰქონდა აბსოლიტურად სხვა ხედვა. მისი რექცია გავდა, ბავშვის რექციას ნეგატივზე. აბსოლოტურად სხვა ფასეულობებით. იბადებიან თუ არა, ადამიანები დადებითი ფსიქოლოგიური ან უარყოფითი ფსიქოლოგიური განწყობით? რატომ არიან ერთნი პოზიტიურები როცა ზოგიერთები, ვერც კი ამჩნევენ გარშემო ვერანაირ სიკეთეს? ადამინები ასეთები არ იბადებიან.

მოქანდაკე სკურპულოზურად მუშაობს თავის ქანდაკებაზე, სწორედ ასევე აყალიბებს ადამიანი თავის განწყობას -პიროვნების, საგნის და მოვლენის მიმართ. ეს პროცესი, ძირითადად, გაუთვითცნობიერებლად მიმდინარეობს, ხანგრძლივი დროის მანძილზე.  ყველაფერი მათ შინაგან სამყაროში, მათ ხედვაში იმალება. მეც, თავის დროზე აღვმოვჩნდი ნეგატიური აზროვნების ხაფანგში და დიდი დრო დამჭირდა აზრების, შეხედულებების, დამოკიდებულებების გადასართავად. ვცდილობდი სხვა კუთხით შემეხედა საგნებისთვის და მოვლენებისთვის. თქვა ჭიქაზე, რომ ის ნახევრად სავსეა და არა ნახევრად ცარიელი, ეს საკუთარ თავზე მუშაობის შედეგია.

თუ ადამიანს აქვს სურვილი შეცვალოს თავისი აზროვნება, ჩაანაცვლოს ნეგტივი პოზიტივით, საჭიროა გარკვეული პერიოდი იმუშაო საკუთარ თავზე, სანამ დადებითი განწყობა ჩვევაში არ გადავა.

არსებობენ ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს ეძახინ «რელისტებს» მუდმივად წუწუნებენ, აკრიტიკებენ, უკმაყოფილოები არიან ყველასი და ყველაფრის. ეს არაბუნებრივი მოვლენაა! აზრობრივი გადართვა ნეგატივიდან პოზიტივზე უბრალო და მარტივი პროცესია, ამას სჭირდება მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის მზაობა და ნება მოახდინოს საკუთარ თავში ცვლილებები.

გავიხსენოთ ჩვენი რომელიმე ნეგატიური აზრი( ბუზღუნი, წუწუნი) და გადავიყვანოთ ის დადებით ასპექტში.

თქვენი უფროსი, დღეს მთელი დღე ყვიროდა, საშინლად იქცეოდა. გადავიყვანოთ დადებით  ასპექტში- მე მადლობელი ვარ, განგების, რომ ვაკეთებ საყვარელ საქმეს. ჩემი უფროსის წყალობით მივხვდი, თუ როგორი მომთმენი ვარ. მან დამანახა — როგორ არ უნდა მოვექცე სხვებს.

გაგანთავისუფლეს სამსახურიდან. დადებითი — ბოლოს და ბოლოს გამოგიჩნდათ დრო მოძებნოთ, უფრო მაღალანაზღაურებადი სამსახური. გაქვთ დრო მოეფეროთ საყვარელ ადამიანებს.

ქმარი დაბრუნდა სახლში გაბრაზებული და უნებლიედ «ცხელ გულზე» გეუხეშათ. რა თმა უნდა, გეწყინათ. გავიხსენოთ პოზიტივი. შესაბამისად — მადლობა ღმერთს რომ გყავთ ქმარი, რომელიც ასე გიყვართ. ახლა წარომიდგინეთ — რამდენი შემოგნატრით თქვენ. რამდენი ოცნებობს თავის მეორე ნახევარზე.  🙂

პიზიტიური აზრების ჩამოასაყალიბებალად, დაგეხმარებათ ქვემოთ ჩამოთვლილი პუნქტები.

დააკვირდით საკუთარ თავს რაზე წუწუნებთ, რაზე გაქვთ უარყოფითი რეაქცია.

ნუ სწუხართ და ნუ წუწუნებთ წარსულზე, უკვე მომხდარ ფაქტზე. იმაზე, რისი შეცვლაც უკვე გვიანია. მოუსმინეთ შინაგან დილოგს. ჩათვალეთ რომ ეს თქვენი ტესტია.

დამშვიდდით და მიიღეთ გარემოებები ისეთი, როგორიც არის. დედამიწა მაინც მრგვალია და ის მაინც ბრუნავს. გინდათ ეს თქვენ თუ არა. ქვეყანაა ასე მოწყობილი. რაც უფრო მალე შეეგუებით ამ აზრს, მით მალე გაგიადვილდებათ, შეგეცვლებათ ხედვა.

უპოვეთ პოზიტივი თქვენს წუწუნს და უარყოფით დამოკიდებულებას. იყავით მადლიერნი. იპოვეთ იმედის სხივი. ბოლოს და ბოლოს, ის მაინც გაგიხარდეთ, რომ ცოცხალი ხართ. ეს ხომ სასწაულია! იყავით ყურადღებით » მედალს ორი მხარე აქვს», ყველაფერში შეიძლება დადებითის დანახვა.

იმედი მაქვს,ზემოთ ჩამოთვლილი დაგეხმარებათ ნეგატივთან ბრძოლაში. იმუშავეთ ყოველ დღე, ყოველ წუთს საკუთარ დამოკიდებულებებზე და შეხედულებებზე. შეცვალეთ საკუთარი თავი და შეიცვლება თქვენს გარშემო  გარემო, რის შედეგად გახდებით მეტად ბედნიერნი, ვიდრე ხართ დღეს. გარდასახვის საიდუმლო, იმალება თქვენში!

გმადლობ, რომ ბოლომდე დარჩით ჩემთან

თამარ კვარაცხელიას „წარმატების ფსიქოლოგია“

http://zrda.wordpress.com/

ნანახია:(1979)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„ყოველი, ვისაც გამარჯვება სწადია, მზად უნდა იყოს თავისი გემის დასაწვავად“

დიდი სარდალს უნდა მიეღო გადაწყვეტილება, რომელიც ბრძოლაში გამარჯვებას უზრუნველყოფდა. ის თავისი არმიით ისეთ ძლევამოსილ მტერს უნდა შეტაკებოდა, რომლის ჯარიც მის


„მაცნობე მაშინვე, როგორც კი პასუხი გექნება“ — საინტერესო ექსპერიმენტი

„თუ მოვახდენთ საკუთარი აზროვნების ორგანიზებას ამ სტრატეგიების შესაბამისად, ჩვენც შეგვიძლია ვისწავლოთ ფიქრი ისე, როგორც სხვები ვერ ფიქრობენ და იმის დანახვა,


„ბავშვი თუ მიხვდა მთავარს ის ყველაფერს გააკეთებს სწორად“

12 წლის ვიყავი, როდესაც პირველად ვიბრძოლე შეჯიბრზე. დღესაც მახსოვს ცხადად ის განცდა, რაც მაშინ დამეუფლა. მახსოვს როგორი ნდობა და იმედი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*