«ცოლად ისეთ ქალს ნუ აირჩევ, რომელთანაც არ იმეგობრებდი, მამაკაცი რომ ყოფილიყო» | Jolo.ge


«ცოლად ისეთ ქალს ნუ აირჩევ, რომელთანაც არ იმეგობრებდი, მამაკაცი რომ ყოფილიყო»

«ცოლად ისეთ ქალს ნუ აირჩევ, რომელთანაც არ იმეგობრებდი, მამაკაცი რომ ყოფილიყო»

პოლ ოსტერის წერილი ჯონ კუტზეეს

— ქორწინება, უპირველეს ყოვლისა, ორი ადამიანის საუბარია და თუ ცოლ-ქმარმა დამეგობრება ვერ მოახერხა, მათ კავშირს, ალბათ, დიდი დღე არ უწერია.

მეგობრობა ქორწინების შემადგენელი კომპონენტია, ქორწინება კი მუდმივად განვითარებადი პროცესია, ერთმანეთის სიღრმეებში წვდომის დაუსრულებელი წყურვილი და სამუშაო, საკუთარი თავის ხელახლა გამოგონება იმ სხვა, მეორე ადამიანთან ურთიერთობაში.

მეგობრობას იმიტომ ვესწრაფვით, რომ სოციალური არსებები ვართ, ასეთივე არსებებისგან შობილნი და ჩვენს მსგავსთა საზოგადოებაში გვიწერია სიცოცხლის დასრულება.

და მაინც, როგორც კი იმ უსიამოვნებებზე დაფიქრდები, რომლებისგანაც თვით საუკეთესო ქორწინებებიც კი არ არის დაზღვეული – ცხარე უთანხმოებებზე, ძნელად მოსანელებელ შეურაცხყოფებზე, კარების გაჯახუნებებზე და დამსხვრეულ ჭურჭელზე – მაშინვე მივხვდები, რომ ასეთი ქცევა წესიერ და პატიოსან მეგობრობასთან სრულიად შეუთავსებელია.

მეგობრობა თავაზიანობა, გულკეთილობა, რისხვის დროს თავშეკავებაა. მეგობრები, რომლებიც ერთმანეთს ხშირად უყვირიან მეგობრებად დიდხანს ვერ დარჩებიან, ხოლო ცოლი და ქმარი, რომლებიც ხშირად კინკლაობენ, ხშირ შემთხვევაში ცოლ-ქმრადვე რჩებიან….

ნანახია:(57)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ყველაზე დიდი სისასტიკეა, როცა სიცრუეში აცხოვრებ საკუთარ თავს

ყველაზე დიდი სისასტიკეა, როცა სიცრუეში აცხოვრებ საკუთარ თავს. ნებით ჩახედე სიმართლეს თვალებში, თორემ დრო იძულებულს გაგხდის, თვალი გაუსწორო სინამდვილეს. ეს


ნაპოლეონ ჰილის ”უხილავი მრჩევლები”

არასოდეს მიმინებებია თავი საყვარელ გმირებად საკუთარი თავის წარმოდგენისათვის. გამოცდილებამ მასწავლა, რომ დიდებაზე არანაკლებია, დიდებასთან მეტოქეობა გრძნობითა და მოქმედებით, არჩეულ მიზანთან


10 000 საათის კანონი, ანუ როგორ გავხდეთ მსოფლიო დონის პროფესიონალი ნებისმიერ სფეროში

მალკოლმ გლადუელი: 10 000 საათის კანონი, ანუ როგორ გავხდეთ მსოფლიო დონის პროფესიონალი ნებისმიერ სფეროში ცნობილმა კანადელმა მწერალმა და ჟურნალისტმა, რამდენიმე


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*